FM97.5 / LIVE

ადიგენის ადგილობრივი ხელისუფლება მოხეში შეკრებილებთან არ მივიდა

მთავარი 18.10.2014
ადიგენის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლებიდან, სოფელ მოხეში შეკრებილ მოსახლეობასთან, რომლებიც ერთმანეთს მეჩეთის შენობის გამო დაუპირისპირდნენ, არავინ მისულა.

ადიგენის ადგილობრივი ხელისუფლება მოხეში შეკრებილებთან არ მივიდა

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ამ დროისთვის ადიგენში არ არის: „ბათუმში ვარ, ტრენინგებზე, ორი დღით“.

კითხვაზე, ხომ არ გეგმავს მოხეში მისვლას ვინმე სხვა ხელისუფლებიდან, მაგალითად, მისი მოადგილეები ან საკრებულოს თავმჯდომარე, გამგებელმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით მოხეში ასვლას არავინ აპირებს: „რამდენადაც ვიცი, მოსახლეობა დაიშალა კიდეც და ახლა მოხეში სიმშვიდეა“.

ასევე „სამხრეთის კარიბჭეს“ კითხვაზე, დაბრუნების შემდეგ შეხვდება თუ არა ადგილობრივებს, გამგებელმა განაცხადა, რომ საჭიროების მიხედვით იმოქმედებს: „თუ ამის საჭიროება იქნება, შევხვდები“.

შეგახსენებთ, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებთან შეხვედრას დღეს დილიდან მოხეში შეკრებილი ქრისტიანები და მუსლიმები ითხოვდნენ.

მოხეში ვითარება მეჩეთის შენობასთან მშენებლების გამოჩენამ გამოიწვია. სოფელში დილიდან მობილიზებული იყო პოლიციაც. მშენებლებმა შენობას სახურავი მოხსნეს და ნარჩენების გატანას აპირებდნენ, თუმცა, ხალხმრავლობისა და დაძაბულობის გამო სამუშაო შეაჩერეს.

ამ დროისთვის მოხის ცენტრში რამდენიმე ადგილობრივი ქრისტიანი და მუსლიმი რჩება. მცირე რაოდენობით, მაგრამ სოფელში ისევ არიან სამართალდამცველები. რამდენიმე წუთის წინ მოხეში მივიდნენ სამცხე–ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე და ჭელის მეჩეთის წინამძღვარი ჯამბულ აბულაძე. შეგახსენებთ, ისინი ადიგენში ბათუმიდან დაბრუნდნენ, სადაც პრემიერ მინისტრს შეხვდნენ.

ადიგენის ადგილობრივი ხელისუფლება მოხეში შეკრებილებთან არ მივიდა
მეჩეთი სამუშაოების დაწყებამდე

ადიგენის ადგილობრივი ხელისუფლება მოხეში შეკრებილებთან არ მივიდა
მეჩეთი ახლა

[ნინო ნარიმანიშვილი, თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მოხეში ძველი მეჩეთის შენობის დემონტაჟი გაგრძელდა
მოხეში მუსლიმები და ქრისტიანები დაუპირისპირდნენ
მუსლიმი სასულიერო პირები პრემიერ–მინისტრთან შეხვედრას გეგმავენ
დავა შენობის გამო – მოხეში მუსლიმები და ქრისტიანები დაუპირისპირდნენ [Video]
მოხეში ძველი მეჩეთის დემონტაჟი პოლიციის დაცვით მიმდინარეობს
მოხეში მეჩეთის მშენებლობა დაიწყო
ზაზა ვაშაყმაძე მოხეში სასულიერო პირებს შეხვდა