FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა

მთავარიპოლიტიკა 15.10.2014
სამცხე–ჯავახეთში საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა, რომელსაც მხარის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე უხელმძღვანელებს.

სამცხე–ჯავახეთში საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა

ახლადშექმნილი ორგანო მხარის სტრატეგიულ მიზნებსა და სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე იმუშავებს. უკვე დამტკიცდა საბჭოს დებულება და ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფები, რომლებიც იმუშავებენ მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურის განვითარების, ბიზნესისა და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის, ჯანდაცვისა და სოციალური განვითარების, განათლებისა და კულტურის, ასევე გარემოს დაცვის კუთხით.

საკონსულტაციო საბჭოს წევრები შვიდივე მუნიციპალიტეტის გამგებლები (მერი), საკრებულოს თავმჯდომარეები და თავმჯდომარეების მოადგილეები იქნებიან.

ახლადშექმნილი საკონსულტაციო საბჭოს სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი გიორგი წაქაძე ესწრებოდა.

„სამუშაო ჯგუფები იმუშავებენ სამოქმედო გეგმაზე. სამოქმედო გეგმა კი საფუძვლად დაედება მომავალი სამი წლის განმავლობაში თითოეული მუნიციპალიტეტის და მთლიანი მხარის სტრატეგიული მიზნების მიღწევას“, – განაცხადა გიორგი წაქაძემ.

საკონსულტაციო საბჭოს პირველი სამუშაო შეხვედრა ხვალ, 16 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

„სამუშაო ჯგუფები შეიკრიბებიან პერიოდულად. საბჭო განიხილავს რაიონებში დასაგეგმ პროექტებს და შემდგომ გადაწყდება რომელ მუნიციპალიტეტში რა პროექტი დაფინანსდება“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი, საკონსულტაციო საბჭოს ხელმძღვანელი აკაკი მაჭუტაძე.

მსგავსი სახის საკონსულტაციო საბჭოები ყველა რეგიონში იქმნება.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის საკონსულტაციო საბჭო სამუშაო შეხვედრებს მართავს
სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა ახალციხეში
საკონსულტაციო საბჭომ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა
სამცხე-ჯავახეთის საკონსულტაციო საბჭომ მორიგი სხდომა ასპინძაში გამართა
სამხარეო საკონსულტაციო საბჭომ წლის შემაჯამებელი სხდომა გამართა
სამხარეო საბჭომ რეგიონის განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმა განიხილა
სამცხე-ჯავახეთის ეკონომიკურ პოტენციალს სამუშაო ჯგუფი შეისწავლის