FM97.5 / LIVE
ანა ბაბოევას მკვლელობაში ბრალდებული სერგეი ბაბოიანი, თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. ნაფიცმა მსაჯულებმა მას გამამართლებელი განაჩენი გამოუტანეს.">

ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობაში ბრალდებული სერგეი ბაბოიანი გაამართლეს

მთავარისამართალი 03.10.2014
საჯარო მოხელესთან ერთად, 80 წლის ანა ბაბოევას მკვლელობაში ბრალდებული სერგეი ბაბოიანი, თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. ნაფიცმა მსაჯულებმა მას გამამართლებელი განაჩენი გამოუტანეს.

ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობაში ბრალდებული სერგეი ბაბოიანი გაამართლეს

11 ერთის წინააღდეგ - ნაფიცმა მსაჯულებმა სერგეი ბაბოიანი, რომელსაც ბრალი ჯგუფურად ჩადენილ განზრახ, დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობასა და ასევე ჯგუფურ ქურდობაში ედებოდა, გაამართლეს.

ბაბოიანმა თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზი დაახლოებით 2 საათის წინ დატოვა.

„12 ნაფიცი მსაჯულიდან რვას რომ გაემართლებინა და ოთხი წინააღმდეგ წასულიყო, პროცესს მაინც მოვიგებდით, მაგრამ 12-დან მხოლოდ ერთი იყო წინააღმდეგი. 11-მა ნაფიცმა მსაჯულმა ბაბოიანი ყველა ნაწილში გაამართლა“, - ამბობს სერგეი ბაბოიანის ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე.

ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება. როგორც ბარძიმაძე გვიხსნის, ბაბოიანს კომპენსაციის მოთხოვნის უფლებაც აქვს.

„ნაფიცმა მსაჯულებმა საქმეში არსებული მტკიცებულებები საეჭვოდ მიიჩნიეს, მაგალითად, თითის ანაბეჭდები და ა.შ. ასევე არ გაიზიარეს მათ მარინე სიმონიანისა და მ.ს-ს სასამართლოში მიცემული ჩვენებები, სადაც მათ სერგეი ბაბოიანს ხელი დაადეს და მკვლელობაში დაადანაშაულეს“, - ამბობს ბარძიმაძე.

მარინე სიმონიანი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთბილის ტერიტორიული ორგანოს ყოფილი სპეციალისტია. 80 წლის ანა ბაბოევას მკვლელობაში ბრალი სერგეი ბაბოიანს სწორედ მარინე სიმონიანთან და კიდევ ერთ პირთან, მ.ს-სთან ერთად ედებოდა. მოგვიანებით მ.ს-ს საქმე მკვლელობაში ბრალდებულებისას გამოეყო. ამის შემდეგ მკვლელობის საქმე განსახილველად ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაეცა. თუმცა მალე სიმონიანმა პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. ამიტომ მისი საქმე ახალციხის რაიონულ სასამართლოს უკან დაუბრუნდა და აქ მას მიმდინარე წლის 25 ივნისს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

„აღმოჩნდა რომ მარინე სიმონიანი ტყუილს ამბობდა და ნაფიცმა მსაჯულებმა მისი ჩვენება ამიტომ არ გაიზიარეს. მათ მიიჩნიეს, რომ სიმონიანი პროკურატურასთან იყო შეკრული და ამიტომ ცრუობდა“, - ამბობს ირაკლი ბარძიმაძე და ამატებს, რომ სიმონიანი სასჯელს ჩვეულებრივ მოიხდის.

ამ წუთებში სერგეი ბაბოიანი რვათვიანი პატიმრობის შემდეგ საუთარ სახლში, სოფელ ნაოხრებში ბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ გარდაცვლილი ბაბოევა სამართალდამცავებმა 16 თებერვალს საკუთარ ბინაში იპოვეს. 17 თებერვალს კი მარინე სიმონიანი, ს.ბ. და მ.ს. დააკავეს. მომხდარზე ძიება სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ჯგუფურად) და 177-ე მუხლის მესამე ნაწილით (ჯგუფური ქურდობა) დაიწყო.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მკვლელობაში ბრალდებული საჯარო მოხელის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე მკვლელობაში ბრალდებული საჯარო მოხელე დაკითხეს
მკვლელობაში ბრალდებულ საჯარო მოხელეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
სერგეი ბაბოიანი  მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს
პირველი საქმე სამცხე-ჯავახეთიდან, რომელსაც, სავარაუდოდ, ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ
მკვლელობაში ბრალდებული საჯარო მოხელის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
დაუშვებელი მტკიცებულებები მკვლელობაში ბრალდებული საჯარო მოხელის საქმეში