FM97.5 / LIVE

მკვლელობაში ბრალდებული საჯარო მოხელის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო

მთავარისამართალი 10.06.2014
80 წლის ქალის მკვლელობის საქმეში ბრალდებული საჯარო მოხელის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პირველი სხდომა გაიმართა.

მკვლელობაში ბრალდებული საჯარო მოხელის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა გუშინ, 9 ივნისს დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა.

ბრალდებულ მარინე სიმონიანის ადვიკატის ნუტზარ სამარჯიშვილის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ამომრჩეველთა ერთიანი სია, საიდანაც ნაფიცი მსაჯულები უნდა შეერჩიათ არასწორად ჰქონდა: „სია მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა იყოს, იქ კი თბილისისა და სვანეთის მონაცემები აკლდა. ამიტომ დაზუსტებული სიები წარმოადგინეს და 100 კაცი აქედან შეირჩა“.

100-ვე მათგანს ასევე დაცვისა და ბრალდების მხარესთან შეთანხმებული 30-მდე კითხვა დაეგზავნათ.

„კითხვები ეხება იმას, თუ სად ცხოვრობენ, დაოჯახებულები არიან თუ არა, პროკურატურაში ან პოლიციაში ახლობლები ხომარ ჰყავთ, ან პატიმარი ხომარ ჰყავთ, მიაჩნიათ, თუ არა რომ შეიძლება უდანაშაულო ადამიანი იყოს პასუხისგებაშ მიცემული და ა.შ“, - გვიხსნის სამარჯიშვილი.

ნაფიც მსაჯულთა შერჩევის მომდევნო სხდომა 17 ივნისს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 80 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული მარინე სიმონიანის საქმეს, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთბილის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი იყო, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს.

გარდაცვლილი ბაბოევი სამართალდამცავებმა 16 თებერვალს საკუთარ ბინაში იპოვეს. 17 თებერვალს კი მარინე სიმონიანი, ს.ბ. და მ.ს. დააკავეს. მომხდარზე ძიება სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ჯგუფურად) და 177-ე მუხლის მესამე ნაწილით (ჯგუფური ქურდობა) დაიწყო.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მკვლელობაში ბრალდებული საჯარო მოხელის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე მკვლელობაში ბრალდებული საჯარო მოხელე დაკითხეს
მკვლელობაში ბრალდებულ საჯარო მოხელეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
პირველი საქმე სამცხე-ჯავახეთიდან, რომელსაც, სავარაუდოდ, ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ
დაუშვებელი მტკიცებულებები მკვლელობაში ბრალდებული საჯარო მოხელის საქმეში
ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობაში ბრალდებული სერგეი ბაბოიანი გაამართლეს
80 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული საჯარო მოხელის წინასასასამართლო სხდომა