FM97.5 / LIVE

მკვლელობაში ბრალდებული საჯარო მოხელის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ

მთავარისამართალი 19.05.2014
80 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული მარინე სიმონიანის საქმეს, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთბილის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი იყო, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს.

მკვლელობაში ბრალდებული საჯარო მოხელის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ
დღეს, 19 მაისს, მარინე სიმონიანისა და მასთან ერთად ბრალდებული ს.ბ-ს საქმე, განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულებს გადაეცათ. ამის შესახებ ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მარიკა ჩიტაშვილმა მხარეებთან ერთად დღეს გამართულ წინა სასამართლო პროცესზე იმსჯელა. ორივე ბრალდებულმა საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთვის გადაცემაზე თანხმობა განაცხადა. აღნიშნულის შესახებ საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირა პროკურორმა.

„ბრალდების მხარე წინააღმდეგია, რომ საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ“, - განაცხადა პროკურორმა მამუკა ქომოშვილმა.

თუმცა, როგორც მოსამართლემ მარიკა ჩიტაშვილმა განმარტა, ასეთ შემთხვევაში საქმეს სასამართლო ბრალდებულების სურვილის მიხედვით წყვეტს, ანუ უარიც და თანხმობაც, იმის შესახებ განიხილავენ თუ არა საქმეს ნაფიცი მსაჯულები, მხოლოდ ბრალდებულების გადასაწყვეტია. ამიტომ, მან ნაფიც მსაჯულთა შესარჩევი სხდომა, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 9 ივნისს 10 საათზე ჩანიშნა.

„სამოქალაქო რეესტრიდან 100 მოქალაქეს, რომელიც 18 წლის ზევითაა, კომპიუტერული წესით ამოიღებენ. მათ სასამართლოში დაიბარებენ და 9 ივნისს შერჩევა დაიწყება“, - აცხადებს ბრალდებულთა ერთ-ერთი ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე და ამატებს, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემთხვევაში, სიმართლის დადგენის მეტი შანსია.

სამცხე-ჯავახეთიდან ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საქმე პირველად გადაეცა.

შეგახსენებთ, გარდაცვლილი ბაბოევი სამართალდამცავებმა 16 თებერვალს საკუთარ ბინაში იპოვეს. 17 თებერვლას კი მარინე სიმონიანი, ს.ბ. და მ.ს. დააკავეს. მომხადარზე ძიება სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ჯგუფურად) და 177-ე მუხლის მესამე ნაწილით (ჯგუფური ქურდობა) დაიწყო.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პირველი საქმე სამცხე-ჯავახეთიდან, რომელსაც, სავარაუდოდ, ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ
მკვლელობაში ბრალდებული საჯარო მოხელის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე მკვლელობაში ბრალდებული საჯარო მოხელე დაკითხეს
მკვლელობაში ბრალდებულ საჯარო მოხელეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
დაუშვებელი მტკიცებულებები მკვლელობაში ბრალდებული საჯარო მოხელის საქმეში
ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობაში ბრალდებული სერგეი ბაბოიანი გაამართლეს
80 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული საჯარო მოხელის წინასასასამართლო სხდომა