FM97.5 / LIVE
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო აღარ განიხილავს. მას ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა;">

მკვლელობაში ბრალდებულ საჯარო მოხელეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

მთავარისამართალი 02.07.2014
80 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული მარინე სიმონიანის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო აღარ განიხილავს. მას ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა;

მკვლელობაში ბრალდებულ საჯარო მოხელეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთბილის ტერიტორიული ორგანოს ყოფილ სპეციალისტს მარინე სიმონიანსა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. ამიტომ თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაგზავნილი საქმე, რომელიც ნაფიც მსაჯულებს უნდა განეხილათ, ახალციხის რაიონულ სასამართლოს უკან დაუბრუნდა.

მარინე სიმონიანს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 25 ივნისს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

სიმონიანი პროკურატურის შეთავაზებას საპროცესო გარიგების შესახებ მაშინ დასთანხმდა, როცა ბრლადებისა და დაცვის მხარე ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცედურაზე გადადიოდა.

„ნაფიცი მსაჯულები თუ ბრალს დაუმკტიცებდნენ და ალბათ ასეც იქნებოდა, სიმონიანს თავისუფლების აღკვეთა 16-დან 20-წლამდე ან უვადოდ ელოდებოდა. ამიტომ მან განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში და ქურდობა აღიარა, რისთვისაც სასჯელი პროკურატურის შეთავაზებით შეუმცირდა და 7 წელი შეეფარდა“, - ამბობს მარინე სიმონიანის ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი.

მისი თქმით, სიმონიანმა მკვლელობის დეტალები თანმიმდევრულად გაიხსენა: „ამბობს, რომ ვიდრე მასთან მივიდოდით სახლში მე და ს.ბ-მ მოვილაპარაკეთ თავიდანვე არ მოგვეკლა, რადგან მას ფული კიდევ ექნებოდა და ჯერ ის უნდა გაგვეგო ფულს და ძვირფასეულობას სად ინახავდაო. გვეხვეწებოდა არ მომკლათ, არც ის ფული მინდა რაც გასესხე და არც გიჩივლებთო. მაგრამ, როდესაც დავრწმუნდით, რომ მას ფული აღარ ჰქონდა, მაინც მოვკალითო“.

სიმონიანთან ერთად მკვლელობაში ბრადებული ს.ბ-ს საქმე საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა განსახილველად დარჩა. იგი დანაშაულს არ აღიარებს.

სამარჯიშვილის თქმით, ამ დროისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულობის 6 კანდიდატი უკვე შერჩეულია და დანარჩენების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, გარდაცვლილი ბაბოევი სამართალდამცავებმა 16 თებერვალს საკუთარ ბინაში იპოვეს. 17 თებერვლას კი მარინე სიმონიანი, ს.ბ. და მ.ს. დააკავეს. მომხადარზე ძიება სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ჯგუფურად) და 177-ე მუხლის მესამე ნაწილით (ჯგუფური ქურდობა) დაიწყო.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე მკვლელობაში ბრალდებული საჯარო მოხელე დაკითხეს
მკვლელობაში ბრალდებული საჯარო მოხელის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
მკვლელობაში ბრალდებული საჯარო მოხელის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ
ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობაში ბრალდებული სერგეი ბაბოიანი გაამართლეს
პირველი საქმე სამცხე-ჯავახეთიდან, რომელსაც, სავარაუდოდ, ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ
დაუშვებელი მტკიცებულებები მკვლელობაში ბრალდებული საჯარო მოხელის საქმეში
80 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული საჯარო მოხელის წინასასასამართლო სხდომა