FM97.5 / LIVE

ახალციხეში ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოქალაქეების თანამშრომლობაზე იმსჯელეს

მთავარისაზოგადოება 29.09.2014
პრობლემები, რაც თვითმმართველობების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის ნაკლებობას განაპირობებს და რეკომენდაციები, რომლებიც არასამთავრობო სექტორმა, პედაგოგებმა, სტუდენტებმა და მედიის წარმომადგენლებმა ერთობლივად შეიმუშავეს.

ახალციხეში ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოქალაქეების თანამშრომლობაზე იმსჯელეს

ადგილობრივ თვითმმართველობის საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის გაზრდის მიზნით დღეს, 29 სექტემბერს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საია–ს გორის ოფისის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს.

შემაჯამებელ შეხვედრაზე არასამთავრობო სექტორმა, პედაგოგებმა, სტუდენტებმა და მედიის წარმომადგენლებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ის პრობლემები და რეკომენდაციები გააცნეს, რაზეც გასულ შეხვედრებზე მსჯელობდნენ.

„მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ვიმსჯელეთ რა პრობლემებს ხედავს მოსახლეობა ჩართულობის თვალსაზრისით და როგორ უნდა გამოიყენონ რეკომენდაციები. ჩვენ კვლავ განვაგრძობთ მსგავს შეხვედრებს, რომლებიც კონკრეტული მიმართულებებით დაიგეგმება. ეს შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, სოციალურ პროგრამებს, ასევე ბიუჯეტის განხილვასა და საჯარო მოხელეთა კონკურსის ჩატარების წესს“,– განმარტავს საია–ს გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთევან ბებიაშვილი.

შეხვედრას ქალაქ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე კახა ბერიძე ესწრებოდა. მისი თქმით, თვითმმართველობის საქმიანობის გამჭვირვალობა საზოგადოებაზეა დამოკიდებული: „ძალით მოსახლეობას ვერ ჩავრთავთ, მათგან უნდა იყოს ინიციატივა. ჩვენ მაქსიმალურად გახსნილები ვართ“.
პროექტი „მოქალაქეების თანამშრომლობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილების მიღების პროცესში: ევროკავშირის გამოცდილების გაცნობა“ 2014 წლის 1 მაისს დაიწყო და 31 აგვისტოს დასრულდა. თუმცა, ქეთევან ბებიაშვილი ამბობს, რომ შეხვედრებს კვლავ განაგრძობენ.

პროექტი ორ ქვეყანაში: საქართველოსა და სომხეთში, სომხეთის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „აგორა ცე“–ს პარტნიორობით განხორციელდა. პროექტს ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებდა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდაზე იმსჯელეს
საია–მ სამცხე–ჯავახეთში წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგები წარადგინა
როგორ გავზარდოთ მოქალაქეების ჩართულობა –‘საიას’ რეკომენდაციები თვითმმართველობებს
ღია მმართველობის ხელშეწყობის მიზნით ახალციხელებს კონსულტაცია გაუწიეს
არჩევნების პორტალის პრეზენტაცია  ახალციხეში
ღია მმართველობის პრინციპები – NDI-ს ორგანიზებით ახალციხეში შეხვედრა გაიმართა
ახალციხეში საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელეს