FM97.5 / LIVE

საია–მ სამცხე–ჯავახეთში წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგები წარადგინა

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 12.09.2017
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, სამცხე–ჯავახეთში წინასაარჩევნოდ, ორი თვის განმავლობაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები წარადგინა.

საია–მ სამცხე–ჯავახეთში წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგები წარადგინა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ქეთევან ბებიაშვილი დღეს, 12 სექტემბერს ადგილობრივი პოლიტიკური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლებს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვდა.

ბებიაშვილმა, წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგები შეაჯამა და იმ დარღვევებზე ისაუბრა, რაც ბოლო ორი თვის განმავლობაში სამცხე–ჯავახეთში გამოვლინდა.

მისი თქმით, ამ პერიოდში სამი დარღვევა გამოიკვეთა. ბებიაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების ცემის ფაქტს, ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე მუქარასა და ასპინძის გამგებლის მიერ, ა(ა)იპ–ების თანამშრომლების დაბარებას გულისხმობდა.

„პარტიების წარმომადგენლებს, მოვუყევით იმ დარღვევების შესახებ, რომელიც ბოლო პერიოდში გამოვლიდა და გავეცანით საარჩევნო გარემოს რეგიონში. ჩვენ ვაგრძელებთ მონიტორინგს წინა საარჩევნოდ და არჩევნების დღეს. ეტაპობრივად გავასაჯაროვებთ შედეგებსაც“,–განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა ქეთევან ბებიაშვილმა.

შეხვედრაზე მიწვეული იყვნენ ახალციხეში ყველა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელბი და ის კანდიდატები, ვინც ამ ეტაპზე არიან დასახელებულნი, თუმცა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების გარდა, შეხვედრაზე არავინ მისულა.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებისათვის მოინიტორინგს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 14 ივლისიდან ახორციელებს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საია–მ ახალციხეში წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგები წარადგინა
სამცხე-ჯავახეთში წინასაარჩევნო პერიოდს მონიტორინგს საია გაუწევს
საიას  რეკომენდაციები  პოლიტიკური პარტიებს და კანდიდატებს
საიამ სამცხე–ჯავახეთში  წინასაარჩევნო მონიტორინგი დაიწყო
არჩევნების პორტალის პრეზენტაცია  ახალციხეში
ქალები პოლიტიკაში და უმცირესობები არჩევნებში – საიას კვლევების შედეგები
საიამ თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის შედეგები შეაჯამა