FM97.5 / LIVE

ღია მმართველობის პრინციპები – NDI-ს ორგანიზებით ახალციხეში შეხვედრა გაიმართა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 02.08.2018
ახალციხეში თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეების ჩართულობის შესახებ მერიის, მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა იმსჯელეს.

ღია მმართველობის პრინციპები – NDI-ს ორგანიზებით ახალციხეში შეხვედრა გაიმართა

შეხვედრაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გურამ მელიქიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ ღია მმართველობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

მელიქიძის თქმით, მოქალაქეები თვითმმართველობის მუშაობაში ჩართულები აქტიურად იყვნენ: „მათ მეტად უნდა მიიღონ მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. თვითონ უნდა ხედავდნენ რა და როგორ კეთდება“.

მოსახლეობის გააქტიურებაზე გააკეთა აქცენტი "სამცხე-ჯავახეთის მედიაცენტრის" დირექტორმა მარინა კუპატაძემაც: „მთავარი გამოწვევა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეების ჩართულობაა. ბევრი რამ კეთდება ამ კუთხით, თუნდაც ის, რომ ღია მმართველობას შეუერთდა საქართელო, მაგრამ მოსახლეობა მაინც ინერტულია. მიზეზი კი ისაა, რომ მათ ჯეროვანი ინფორმაცია არ აქვთ, თორემ ბუნებრივია პროექტების დაწერაც უნდათ და მიმდინარე პროცესებში აქტიური მონაწილეობაც. სწორედ ამაშია მედიის და არასამთვრობო სექტორის როლი. ისინი უნდა გახდნენ შუამავლები საზოგადოებასა და მთვრობას შორის“.

ასოციაცია „ტოლერანტის“ თავმჯდომარის ცირა მესხიშვილის თქმით, რეგიონში მიმდინარე საკითხებზე რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა მუშაობდნენ და ამ პროცესებში თბილისში მოქმედი არასამთავრობოები არ უნდა ერთვებოდნენ: „არ შეიძლება თბილისში მოქმედი ორგანიზაციები გვკარნახობდნენ ადგილობრივ ორგანიზაციებს, თუ რა არის საჭირო აქ. ვიღაც ზის თბილისში და წყვეტს იქიდან, რომ თურმე ახალციხელი შშმ პირებისთვის ტრენინგი უნდა ჩაატაროს მათ საჭიროებებზე, ამასობაში კი აქტიური ადგილობრივი ენჯეოები კვდებიან“.

ახალციხელმა ომარ ჯაყელმა მერიის წარმომადგენლებს შეხვედრაზე „ხანდაზმულთა საკრებულოს“ შექმნის იდეა შესთავაზა: „ გავიგე, რომ რომელიღაც მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული საკრებულო შექმნილა, კი ბატონო ეს კარგია, მაგრამ მე მაქვს ინიციატივა, რომ ჩვენ შევქმნათ ხანდაზმულთა საკრებულო, ეს საკრებულო შეჯერდება ახალგაზრდებთან და ბევრ სიკეთეს მოგვიტანს“.

NDI-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში ეს იყო პირველი შეხვედრა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა. პროგრამის მიზანი მხარეთა ანგარიშვალდებულებისა და ჩართულობის გაზრდა, ასევე ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გაძლიერებააა.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდაზე იმსჯელეს
ახალციხის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობის გლობალურ პარტნიორობას შეუერთდა ®
ახალციხეში ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოქალაქეების თანამშრომლობაზე იმსჯელეს
ღია მმართველობის ხელშეწყობის მიზნით ახალციხელებს კონსულტაცია გაუწიეს
ახალგაზრდები ახალციხის გამგეობის მუშაობით დაინტერესდნენ
ახალციხეში საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის ურთიერთობაზე იმსჯელეს
”გენდერული თანასწორობა პოლიტიკურ პროცესებში”