FM97.5 / LIVE

რა შემთხვევაში დააფინანსებს სახელმწიფო მცირე მეწარმეებს

მთავარიეკონომიკა 18.09.2014
იმ მეწარმეებს, რომლებიც კარგ ბიზნეს გეგმებს შეადგენენ და საწყისი კაპიტალის სახით პირად ანგარიშზე გარკვეული ოდენობის თანხა ექნებათ, სახელმწიფო დააფინანსებს.

რა შემთხვევაში დააფინანსებს სახელმწიფო მცირე მეწარმეებს

მცირე მეწარმეების ხელშეწყობისთვის საქართველოს ყველა რეგიონში ახალი სახელმწიფო პროგრამა იწყება, რომლისთვისაც 20 მილიონი ლარი დაიხარჯება, აქედან, 4 მილიონ 380 ათასი ლარი სამცხე–ჯავახეთისა და ქვემო–ქართლისთვისაა გამოყოფილი.
პროგრამაში ჩართვის მსურველებმა უნდა შეადგინონ ბიზნეს გეგმა, კარგი ბიზნეს გეგმის შემთხვევაში მათ სახელმწიფო მაქსიმუმ 5 ათასი ლარით დააფინანსებს. თუმცა, აუცილებელია, რომ მეწარმეს საწყისი კაპიტალის სახით პირად ანგარიშზე 1 000 ლარი ჰქონდეს.

„ასევე, შესაძლებელია გაერთიანდეს ორი ან სამი ადამიანი და საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის 10 ან 15 ათას ლარიანი დაფინანსება მიიღონ. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მცირე ბიზნესს ეწევიან. გარდა ამისა, პროექტი იმ პირებისთვისაც იქნება, ვისაც ბიზნესის დაწყების სურვილი აქვს“, – განმარტავს ახალციხის ვიცე მერი ზაზა თამარაშვილი.

აღნიშნულ პროგრამას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შუალედური ორგანიზაციების საშუალებით განახორციელებს.

„სამინისტრო აცხადებს კონკურსს იმ ორგანიზაციებისთვის, ვინც მონაწილეობას მიიღებს ამ პროექტში. რეგიონის მასშტაბით შერჩეული ორგანიზაციები განახორციელებენ ამ პროექტს. არამხოლოდ სამთავრობო სტრუქტურები შეისწავლიან ბიზნეს გეგმებს, არამედ სწორედ ის ორგანიზაციები, რომლებიც სამინისტროს მიერ შეირჩევიან“, – ამბობს ზაზა თამარაშვილი.

პროგრამის პრეზენტაცია, რომელსაც მცირე მეწარმეები ესწრებოდნენ, ახალციხეში დღეს, 18 სექტემბერს გაიმართა.

„15 წლიანი გამოცდილება მაქვს, საქმიანობა კრედიტით დავიწყე და დღესაც ასე ვაგრძელებ. დღეს თუ გვექნება საშუალება, რომ ბონუსის სახით გარკვეული თანხა მივიღო, მაქვს გეგმა, რომელიც შემიძლია განვახორციელო“, – ამბობს მცირე მეწარმე ნანა გიგუაშვილი და ამატებს, რომ საწყის ეტაპზე პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული თანხა საკმარისია.

მცირე მეწარმეების ხელშემწყობი პროექტი 10 ოქტომბრიდან იწყება და 26 თვეს მოიცავს.

რა შემთხვევაში დააფინანსებს სახელმწიფო მცირე მეწარმეებს

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მიკრო და მცირე მეწარმეებს სახელმწიფო პროგრამის დეტალები გააცნეს
მიკრო და მცირე მეწარმეებს სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის დეტალებს გააცნობენ
რას სთავაზობს მიკრო და მცირე მეწარმეებს სახელმწიფო – შეხვედრა ახალციხეში
სახელმწიფოს შეთავაზება მიკრო და მცირე მეწარმეებს
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის მეორე რაუნდი იწყება
”მცირე და საშუალო ბიზნესი ქვეყნის განვითარების ხერხემალი უნდა იყოს”
სამცხე–ჯავახეთში მიკრო და მცირე მეწარმეობის პროგრამაზე იმსჯელებენ