FM97.5 / LIVE

”მცირე და საშუალო ბიზნესი ქვეყნის განვითარების ხერხემალი უნდა იყოს”

მთავარიეკონომიკა 12.04.2013
ეკონომიკის სამინისტროს, BP-ისა და რეგიონული განვითარების ასოციაციის წარმომადგენლებმა ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის პროგრამის (CDI) ფარგლებში განხორციელებული ბიზნეს პროექტები მოინახულეს.

”მცირე და საშუალო ბიზნესი ქვეყნის განვითარების ხერხემალი უნდა იყოს”
აღნიშნულ პროექტს ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა (CDI) რეგიონული განვითარების ასოციაციისა და BP-ის დაფინანსებით ახორციელებს. პროექტი სამცხე-ჯავახეთის იმ 27 სოფელში მიმდინარეობს, რომელიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის ორი კილომეტრის რადიუსში მდებარეობს. პროგრამის მთავარი კომპონენტები სოფლის მეურნეობისა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობაა.

ეკონომიკის სამინისტროს, BP-ისა და რეგიონული განვითარების ასოციაციის წარმომადგენლებმა სოფელ წნისში პროექტის ფარგლებში გახსნილ სტომატოლოგიური ცენტრი მოინახულეს, რომელიც მიმდებარე სოფლებში ერთადერთია.

”ფუნქციონირება იანვრიდან დავიწყეთ, BP-ის თანადაფინანსებით სტომატოლოგიური კაბინეტი გავხსენით, კლიენტები გვყავს, სხვა სოფლებიდანაც მოდიან. აქამდე ამ საკრებულოში მსგავსი მომსახურეობა არ არსებობდა და მოსახლეობას ქალაქში უწევდათ ჩასვალა”, - ამბობს სტომატოლოგიური ცენტრის მეპატრონე ლამზირა მიქავა.

სტუმრები სოფელ წნისში ახლად გახსნილი სასურსათე მაღაზიაში იმყოფებოდნენ.

”BP-ის თანადაფინანსებით შევიძინე მაცივრები და ორიკვირაა რაც გავხსენი მაღაზია, ძალიან დაგვეხმარა აღნიშნული პროექტი, შემდგომში ვაპირებ, რომ მაღაზიაში ჩემი ბოსტნეული და რძის პროდუქტი გავყიდო”, - ამბობს მაღაზიის მეპატრონე უჩა გოგოლაძე.

როგორც რეგიონული განვითარების ასოციაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი გვანცა მელაძე ამბობს, BP ქვეყანაში ერთადერთი კომპანიაა, რომელიც დამწყებ ბიზნესს ეხმარება.

”დღევანდელი შეხვედრა ემსახურება მცირე ბიზნესის განვითარებას, დღეს დავათვალიერეთ დამწყები ბიზნეს პროექტები, რომლებმაც პროგრამის ფარგლებში გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს. ამ საკითხით ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროც დაინტერესდა”, - განმარტავს გვანცა მელაძე.

ეკონომიკის სამინისტროს, BP-ის და რეგიონული გავითარების ასოციაციის წარმომადგენლებმა სოფელ წნისის შემდეგ სოფელ კლდეში უკვე შარშან დაფინანსებული და დაწყებული მატყლის ბიზნესი მოინახულეს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთი ბოჭორიშვილმა დღევანდელ შეხვედრებზე აღნიშნა, რომ სამინისტროს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობით დაინტერესებულია.

”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება მოხდეს. რაც ქვეყნის განვითარების ხერხემალი უნდა იყოს, ასევე საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანია სხვადასხვა კომპანიების დახმარებას და მინდა გამოვყო BP-ის უდიდესი როლი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში, - აღნიშნავს ქეთი ბოჭორიშვილი და სამინისტროს სამომავლო გეგმებზე საუბრობს: ეკონომიკის სამინისტრო უახლოეს პერიოდში მციერე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტებს შეიმუშავებს, ასევე შეიქმნება ფონდები, რომელიც გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სოფლის მეურნეობაში მყოფ ბიზნესმენებს დაეხმარება, რომ დამატებითი რესურსი მიიღონ და თავიანთი საქმიანობის გაფართოება შეძლონ”.

[ოთარ აწყურელი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

DCFTA-ს ფარგლებში, მცირე და საშუალო ბიზნესი შეღავათიან სესხსა და გრანტს მიიღებს
'რეგიონული განვითარების ასოციაცია' საგრანტო კონკურსს აცხადებს ®
მიკრო და მცირე მეწარმეებს სახელმწიფო პროგრამის დეტალები გააცნეს
მექანიზაციის დღე ზემო სხვილისში
მიკრო და მცირე მეწარმეებს სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის დეტალებს გააცნობენ
‘ევროპული საქართველოს’ გეგმა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად
ბიზნესის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები 2017 წელსაც გაგრძელდება