FM97.5 / LIVE

რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე მთავარი მოწმე ოთარ თათეშვილი დაკითხეს

მთავარისიახლე, სამართალი 11.05.2018
ახალციხის რაიონულ სასამართლოში შპს „მესხეთ ავტოგზის“ ხელმძღვანელის თამაზ პეტაშვილის საქმეზე, რომელსაც ბრალი ყალბი დოკუმენტების დამზადებასა და გამოყენებაში ედება, მოწმის სახით ბიზნესმენი ოთარ თათეშვილი დაკითხეს.

რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე მთავარი მოწმე ოთარ თათეშვილი დაკითხეს

საქმე 2013 წლის პროექტს ეხება, რომლის მიხედვითაც ოთარ თათეშვილის კომპანია შპს „არალმა“ , რომლის ქვეკონტრაქტორი შპს „მესხეთ ავტოგზა“ იყო, ახალციხეში რვა ქუჩა მოაასფალტა. სასამართლოს განაჩენის მიხედვით, მაშინ თათეშვილმა 130 000 ლარი მიითვისა, უხარისხოდ შესრეულებული სამუშაოებისთვის კი 140 000 ლარის გადახდა დაეკისრა. აღნიშნულ საქმეზე პასუხისგებაში კიდევ ოთხი პირი მიეცა, მათ შორის შპს „მესხეთ ავტოგზის“ ხელმძღვანელი თამაზ პეტაშვილი. პეტაშვილის გარდა ბრალი ყველამ აღიარა და მათთან საპროცესო გარიგება გაფორმდა. პეტაშვილის საქმეზე კი სასამართლოში საქმის წარმოება დაიწყო.

საქმის მასალების მიხედვით,იქ სადაც სამუშაოებს შპს „მესხეთ ავტოგზა“ ასრულდებდა ქუჩებზე ნაკლები მოცულობისა და სისქის ასფალტი დაიგო, ფორმა ორში კი, ანუ დოკუმენტში რომელიც შესრულებულ სამუშაობს ასახავს, გაზრდილი მოცულობები იქნა შეტანილი. პეტაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 210–ე მუხლით ედება, რაც ყალბი საკრედიტო, ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადებას, გასაღებას, ან გამოყენებას გულისხმობს. მომხდარი ჯარიმით, ან ორ წლამდე თავისუფლების შეზღუდვით ისჯება.

დღევანელს პროცესზე მთავარმა მოწმემ შპს „არალის“ დირექტორის მოადგილემ ოთარ თათეშვილმა (2013 წელს დირექტორი იყო ს.კ), რომელმაც ბრალი უკვე აღიარა და მასთან საპროცესო გარიგებაც გაფორმდა, განაცხადა, რომ მასთან ერთად პასუხისმგებლობა შპს „მესხეთ ავტოგზის“ ხელმძღვანელობასაც უნდა დაეკისროს, რადგან აღნიშნული შპს, მისი ქვეკონტრაქტორი კომპანია იყო.

„რაზეც დავისაჯე ამათი დამსახურებაც იყო.თავისი საქმე, რომ კარგად შეესრულებინათ, მე ამ დოზით აღარ ვაგებდი პასუხს“, – განაცხადა დაკითხვისას ოთარ თათეშვილმა.

პროკურორი თამარ ზურაბიშვილი დაინტერესდა, რატომ გააფრომა ხელშეკრულება შპს „არალმა“ შპს „მესხეთ ავტოგზასთან, როცა აღნიშნულ კომპანიასაც შეეძლო მონაწილეობა მიეღო ახალციხის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში.

„საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. კოლეგებს შორის ყოველთვის ხდება ასე. სამუშაო სჭირდებოდა მე კი ბევრი საქმე მქონდა.შესრულებული სამუშაოდან 3% მე ვიტოვებდი, დანარჩენს „მესხეთ ავტოგზას“ ვრუცხავდი. მე ეს მეთვლებოდა სამუშაოს გაყიდვად, რაღაც მოგება ხომ უნდა დამრჩენოდა?!“, – განაცხადა პროცესზე თათეშვილმა.

თათეშვილის გაცხადებით შესრულებული სამუშაოების ჩაბარების დროს ის შპს „მესხეთ ავტოგზის“ ხელმძღვანელს ენდო და ამის გამო თავის კომპანია, შპს „არალი“ დააზარალა.

„ფორმა ორი წარმოადგინა თამაზ პეტაშვილმა, მე ახალი ფრომა ორი გავაკეთე, მხოლოდ სათაური შევუცვალე და ახალციხის გამგეობას წარვუდგინე. ეს იყო ჩვენი ნდობის ფაქტორი, რომელიც არ უნდა ყოფილიყო თურმე“, – განაცხადა პროცესზე ბიზნესმენმა.
სამუშაოების უხარისხოდ შესრულებას უარყოფს შპს „მესხეთ ავტოგზის“ თამაზ პეტაშვილის ადვოკატი დავით მუმლაძე.

„ჩვენ ვამბობთ რომ სამუშაოები შესრულებლია ძალიან კარგად, თუმცა რომც ჩაითვალოს, რომ შპს „მესხეთ ავტოგზამ“ გარკვეული სამუშაოები არ შეასრულა ეს შეიძლება გახდეს მხოლოდ და მხოლოდ შპს „არალის“ მიერ სამოქალაქო დავის საფუძველი და არა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველი. თუ რაიმე სამუშაოები არ განხორციელდა ამაზე სახელმწიფოსთან პასუხი „არალმა“ უნდა აგოს და ჩვენ „არალთან“ ოღონდ ამაზე სამოქალაქო წესით უნდა ვიდაოთ და არა საისხლის სამართლით“, – ამბობს დავით მუმლაძე.
გარდა სისხლისა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამოქალაქო წესით დავა ახალციხის რაიონულ სასამართლოში მეორე თვეა მიმდინარეობს.საქმე ამ ეტაპზე სააპელაციო სასამართლოშია.

“პირველ ინსტანციაში გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. დრებითი ღონისძიებაა, ქონებაზე გავრცელდა ყადაღა და ეს არის გასაჩივრებული ზემდგომ ინტანიაში. რაღაცა ნაწილი არ დაუკმაყოფილა შპს „ არალს“ რაღააცა ნაწილი შპს „მესხეთავტოგზას“ , ორივე მხარეს გასაჩივრებეული აქვს. ამის გამო სამოქალაქო წესით ეს საკითხი განხილული არ არის“, – ამბობს დავით მუმლაძე.

მორიგი სხდომა სასამართლოში 25 მაისს 15:00 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში, 2013 წელს, რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე ბიზნესმენი ოთარ თათეშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 26 ოქტომბერს, ამავე უწყებაში დაკითხვის შემდეგ დააკავა. მას ბრალი ორი მუხლით წაუყენეს: 182–ე მუხლის მესამე ნაწილი, – დიდი ოდენობით თანხის მითვისება–გაფლანგვა და 299–ე მუხლის პირველი ნაწილი – სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა პასუხისგებაში კიდევ ოთხი პირი მისცა: ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილი სპეციალისტები: გია ქასრაშვილი და რევაზ მერაბიშვილი, ასევე, შპს „მესხეთ ავტოგზას“ დირექტორი თამაზ პეტაშვილი და შპს „რენესანსი 77-ის“ ყოფილი თანამშრომელი ნოდარ ბალახაშვილი. მათ შორის სამთან საპროცესო გარიგება გაფორმდა, შპს „მესხეთ ავტოგზის“ საქმე კი სასამართლოს არსებითი განხილვისთვის გადაეცა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე თამაზ პეტაშვილი უზენაეს სასამართლოში ჩივის
რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე გამომძიებლები დაკითხეს
რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე მუშები დაკითხეს
რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე „მესხეთ ავტოგზის“ ორი მუშა დაკითხეს
რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე თამაზ პეტაშვილს განაჩენი გამოუტანეს
რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე თამაზ პეტაშვილმა გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა
ახალციხეში რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე პასუხისგებაში ოთხი პირი მისცეს