FM97.5 / LIVE

პროკურორი: ვვარაუდობთ, რომ დედა–შვილების მკვლელობაში ბრალდებული მარტო არ მოქმედებდა

მთავარისიახლე, სამართალი 13.07.2016
სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში ფიქრობენ, რომ ახალქალაქში, სოფელ ვაჩიანში, დედისა და სამი შვილის მკვლელობაში ბრალდებული 24 წლის ნოდარ ა. მარტო არ მოქმედებდა და თანამზრახველები ჰყავს.

პროკურორი: ვვარაუდობთ, რომ დედა–შვილების მკვლელობაში ბრალდებული მარტო არ მოქმედებდა

ეს ერთ–ერთი არგუმენტი იყო, რის გამოც დღეს, 13 ივლისს გამართულ სასამართლო პროცესზე, პროკურორმა მამუკა ქომოშვილმა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღოისძიების სახით პატიმრობის შეფარდება ითხოვა.

„გამოძიება აღნიშნულ ვერსიაზე მუშაობს. ვვარაუდობთ, რომ იგი არ მოქმედებდა მარტო და თავისუფლებაში ყოფნით შეიძლება ზემოქმედება განახორციელოს მოწმეებზე, მის სასარგებლოდ ჩვენების მისაცემად“, – განმარტა პროკურორმა.

პატიმრობის შეფარდების თხოვნისთვის პროკურატურას სხვა არგუმენტებიც ჰქონდა.

„მას ბრალი ედება განზრახ, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში; არსებობს მიმალვის საფრთხე, ის საზღვრისპირა დასახლებაში ცხოვრობს; ბრალდების მხარე ვვარაუდობთ, რომ თავისუფლებაში მყოფი შესაძლოა მიემალოს გამოძიებას, რადგან მტკიცებულების განადგურების მიზნით სახლს ცეცხლი წაუკიდა. ჯერ კიდევ მიმდინარეობს გამოძიება, საქმეზე ჩასატარებელი როგორც ოპერატიული სამძებრო, ასევე საგამოძიებო მოქმედებები გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტების მიზნით. აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენება, ერთადერთი საშუალებაა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენა“, – განმარტა პროკურორმა.

მოსამართლემ გაიზიარა პროკურატურის არგუმენტები და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძებად პატიმრობა შეუფარდა.

„არსებობს მაღალი ალბათობა, რომ ბრალდებული შეეცდება გაანადგუროს მტკიცებულებები. აქედან გამომდინარე, სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა“, – განაცხადა დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა.

შეგახსენებთ, ახალციხის რაიონულ სასამართლოში პროცესი დღეს, 13 ივლისს გაიმართა. სასამართლო სხდომა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„ნოდარ ა–ს ბრალად აქვს წარდგენილი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობა ორი ან მეტი პირის მიმართ, რაც სასჯელის სახით და ზომად ითვალიწინებს თავისუფლების აღკვეთას 16–დან 20–წლამდე, ან უვადო პატიმრობას. შესაბამისად ჩვენი შუამდგომლობა დაკმაყოფილდა“, – განაცხადა მამუკა ქომოშვილმა.

პროკურორის შუამდგომლობას ბრალდებული უსიტყვოდ დაეთანხმა. ნოდარ ა.–ს ინტერესებს სასამართლოში სახაზინო ადვოკატი ტარიელ ბალაბანიშვილი იცავს.

„ბრალდებულის სურვილის შესაბამისად, ამ ეტაპზე, დაცვის მხარე დაეთანხმა პროკურორს“, – განაცხადა იურიდიული დახმარების სამსახურის სამცხე–ჯავახეთის ბიუროს ადვოკატმა ტარიელ ბალაბანიშვილმა.

წინასასამართლო სხდომა 31 აგვისტოს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, 10 ივლისს, ახალქალაქში, სოფელ ვაჩიანში, მეზობლებმა დედა, 37 წლის ქალი და მისი სამი შვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. იმავე დღეს სამართალდამცველებმა მკვლელობის ბრალდებით იმავე სოფელში მცხოვრები, 1992 წელს დაბადებული ნოდარ ა. დააკავეს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში, დედა–შვილების მკვლელობაში ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს
ასპინძაში, მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ნინოწმინდაში, 24 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებული ბრალს აღიარებს
ადიგენში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულმა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებაზე თანხმობა განაცხადა
სოფელ ვაჩიანში, დედა–შვილების მკვლელობაში ბრალდებულმა საპატიმროში თავი მოიკლა
ახალქალაქში 27 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ყაჩაღობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს