FM97.5 / LIVE

მომვლელად ჩაწერილი ძმისშვილის ვალების გამო, ცოლ–ქმარი ღია ცის ქვეშ რჩება

მთავარისამართალი » შემთხვევა 13.08.2014
ახალციხეში მცხოვრებ 54 წლის ვახტანგ სახამბერიძესა და მის მეუღლეს ღია ცისქვეშ დარჩენა ემუქრებათ. ოჯახის ახლობლის ვალების გამო, რომელსაც ცოლ–ქმარი მომვლელად მოაიზრებდა და ბინა გადაუფორმეს, სახლი აუქციონზე გაიყიდა.

მომვლელად ჩაწერილი ძმისშვილის ვალების გამო, ცოლ–ქმარი ღია ცის ქვეშ რჩება

ვახტანგ სახამბერიძესა და მის მეუღლეს, ციცო მანჯავიძეს, ბინის დასაცლელად რამდენიმე დღე დარჩათ. სხვა საცხოვრებელი არ აქვთ, სად უნდა წავიდნენ არ იციან. ციცო მანჯავიძის ძმისშვილი, კობა მანჯავიძე, რომლის ვალების გამო ბინა აუქციონზე გაყიდეს, მამიდის ოჯახის დახმარებაზე უარს აცხადებს.

ყველაფერი ასე დაიწყო: ვახტანგ სახამბერიძე მეუღლესთან, ციცო მანჯავიძესთან ერთად, ახალციხეში ასპინძის ქუჩა N42/29 –ში 1988 წლიდან ცხოვრობს. ცოლ–ქმარს შვილი არ ეყოლა. ოჯახის დიასახლისმა გადაწყვიტა ბინაში თავისი ძმისშვილი, კობა მანჯავიძე ჩაეწერა, იმ მოტივით, რომ ხანდაზმულობისას მეუღლეები მარტო არ ყოფილიყვნენ. ვინაიდან ჩუქების ხელშეკრულების გაფორმება შედარებით ძვირი ჯდებოდა, ციცო მანჯავიძემ, ერთოთახიანი ბინა, ძმის შვილს, 2003 წელს სიმბოლურ თანხად, 1.000 ლარად მიჰყიდა.

შეთანხმების მიხედვით, კობა მანჯავიძეს, რომელსაც იმ პერიოდში მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა, მამიდის ოჯახისთვის უნდა მიეხედა. თუმცა, ეს ასე არ მოხდა. კობა მანჯავიძე არც მამიდის ოჯახს აქცევდა ყურადღებას და არ ცოლ–შვილს. მიუხედავად ამისა, სახამბერიძეებმა მას რ უჩივლეს, რამდენიმე თვის წინ კი აღმოაჩინეს, რომ კობა მანჯავიძის ვალების გამო მათი ბინა აუქციონზე გაიყიდა და რამდენიმე დღეში სახლი უნდა დაცალონ.

„ჩემს მეუღლეს რომ დაეწერა განხცადება ნოტარიუსში იმის შესახებ, რომ არ გვივლიდა, 1.000 ლარს გადაახდევინებდნენ და ბინიდან ამოწერდნენ, მაგრამ არ იკადრა. ახლა მეუბნება მიშველეო, უსახლკაროდ დავრჩით“, – გამოსავალს ვეღარ პოულობს ვახტანგ სახამბერიძე.
მისი თქმით, კობა მანჯავიძეს ვალები სხვა ქალთან გაჩენილი შვილის გამო დაუგროვდა: „მეუღლე და ორი შვილი ყავს, იმას არ პატრონობდა და საყვარელი გაიჩინა სოფელ ვარხანში, ვისგანაც ბიჭი შეეძინა. ყოველთვიურად შვილისთვის ალიმენტი უნდა ეხადა, 80 ლარი, რადგან არ გადაუხადა და დაგროვდა გადასახდელი თანხა, ამის გამო გაგვიყიდეს აუქციონზე ბინა. გარდა ამისა „კონსტანტადანაც“ ჰქონია გამოტანილი კრედიტი 7.000 დოლარი“.

ვახტანგ სახამბერიძე ამბობს, რომ მისი ბინა ექსპერტმა12.000 ლარად შეაფასა და ივნისის თვეში გაიყიდა კიდეც.

ვითარების გასარკვევად „სამხრეთის კარიბჭე“ კობა მანჯავიძეს დაუკავშირდა, თუმცა მასთან გასაუბრება ვერ შევძელით. მის ნაცვლად ვინმე ეკატერინე ხეთურიანი გვესაუბრა, რომელმაც თავი კობას მეუღლედ გაგვაცნო: „ჩემი მეუღლე არ გაგესაუბრებათ, ამ საკითხთან დაკავშირებით მინდობილობა რიტას (პირველი მეუღლე) გაუკეთა, რომ ეს საქმეები ეწარმოებინა“.

კობას პირველი მეუღლე, რიტა მანჯავიძე ადასტურებს, რომ მინდობილობა ნამდვილად აქვს. ახლა ცდილობს ბინის ახალ მეპატრონესთან რაიმე შეთანხმებას მიაღწიოს და ცოლ–ქმაქრი სახამბერიძეები ბინიდან არ გამოასახლონ: „კობას მამიდას და ბიძას ვეხმარები, თუ რამე სჭირდებათ. თუ შეთანხმება მივაღწიეთ ბინის ახალ მეპატრონესთან, იქნებ არ დააცლევინონ ბინა“.

რიტა მანჯავიძის სახელზე გაგზავნილ წერილში, რომელსაც სამცხე–ჯავახეთის სააღსრულებლო ბიუროს უფროსი აღმსრულებელი გიორგი პარუნაშვილი აწერს ხელს, ნაქთვამია, რომ „ალიმენტის დაგვიანების სახით კრედიტორის მაია ნატრიაშვილს სახელზე გადაირიცხა 3502.72 ლარი, ხოლო 245.19 ლარი გადაირიცხა აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე „სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38–ე მუხლის შესაბამისად, როგორც აღსრულების საფასური. მოთხოვნის 7%–ი“

სახამბრიძეების ადვოკატი ამ დრომდე დავით თელიაშვილი იყო. თუმცა, სახაბერიძე მისი მუშაობით უკმაყოფილოა და სხვა ადვოკატის დაქირავებას აპირებს: „მე თვითონ მივდივარ სასამართლოში და რა ხდება თავად ვარკვევ. ადვოკატი იმისთვის არის, რომ ჩემს საქმეს მიხედოს, ამიტომ სხვა ადვოკატის აყვანას ვგეგმავ. გარდა ამისა ყოველ კვირა მთხოვდა 50 ლარს იმისათვის, რომ ბინაზე ყადაღა დაედო. რაც კი გამაჩნდა, ყველაფერი გავყიდეთ“.

ციცინო მანჯავიძემ 2014 წლის 18 ივლისს ახალციხის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა და ითხოვა, რომ ბათილად იქნეს ცნობილი 2003 წლის 24 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება კობა მანჯავიძეზე აღრიცხული ქონების და ბინა დაუბრუნდეს რეალურ მესაკუთრეს. მოსამართლე გია ბერაიამ სარჩელი სასამართლოს წარმოებაში არ მიიღო იმის გამო, რომ ვერ აკმაყოფილებს მისი წარმოებაში მიღების პირობებს.

ნაკლებად სავარაუდოა სახამბერიძეებმა ბინის დაბრუნება შეძლონ. სახლის დასაცლელად მათ მხლოდ რამდენიმე დღე დარჩათ.
„მინდა ჩემი ერთადერთი ბინა დავიბრუნო და მშვიდად ვიცხოვრო. პენსიონერი ვარ და სხვა არაფრის საშუალება არ მაქვს. არ მინდა ღია ცის ქვეშ დავრჩე“, – ჩადენილს ნანობს ციცინო მანჯავიძე და ხელისუფლების ყურადღებას ითხოვს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვახტანგ სახამბერიძე ახალციხის მერიას თავშესაფარს სთხოვს
სასამართლო გადაწყვეტს გამოასახლებენ თუ არა იძულებით იაკობაძეებს
სოციალურად შეჭირვებულ იაკობაძეებს ბინა აღსრულების ბიურომ გაუყიდა
რატომ ვერ უყიდა დევნილთა სამინისტრომ აწყურში მეწყერით დაზარალებულ ოჯახს ბინა
სოციალურად დაუცველ  გოგოლაძეებს  წნისში ნაქირავები ბინა დაატოვებინეს
სასამართლოს გადაწყვეტილებით იაკობაძეებს იძულებით გამოასახლებენ
ახალციხეში 9 აპრილის ქუჩაზე  ბინა გაქურდეს