FM97.5 / LIVE

ატესტატის ალტერნატივა

მთავარისაზოგადოება » განათლება 30.07.2012
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლის სკოლების მოსწავლეთა დაახლოებით 40%-მა, ჩვენი დაკვირვებით, გამოსაშვები გამოცდების ბარიერის გადალახვა და ატესტატის აღება ვერ მოახერხა. ატესტატის რა ალტერნატივას აირჩევენ მოსწავლეები

ატესტატის ალტერნატივა

განათლების ადგილობრივ რესურსცენტრს არ აქვს კონკრეტული მონაცემები, რამდენმა მოსწავლემ ვერ მოახერხა გამოსაშვები გამოცდების წარმატებულად ჩაბარება. განათლების მინისტრისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის შეცვლის პირობებში, განათლების რესურსცენტრის დირექტორს უჭირს ზუსტი პასუხის გაცემა, შესაძლებელი იქნება თუ არა ქულების დამრგვალება იმ მოსწავლეებისთვის, ვისაც გამსვლელ ბარიერამდე ერთი საგნის სულ რაღაც 0.02 ქულა დააკლდათ.

მოსწავლეებს, ვისაც ასეთი სიტუაცია აქვს, ჯერ კიდევ რჩებათ ქულების დამრგვალებისა და ატესტატის მიღების იმედი, რადგან შარშან ასეთ მდგომარეობაში ბევრი აღმოჩნდა და რადგანაც საატესტატო გამოცდები საქართველოში პირველად ტარდებოდა, მოსწავლეებს, ვინც ერთ საგანში 1 ქულამდე ვერ მოაგროვა, შედეგები დაუმრგვალეს და ატესტატები დაურიგეს.

“ვნახოთ, რა იქნება, შეიძლება ქულები დაამრგვალონ და ატესტატი ავიღო”, - იმედი აქვს სოფელ მურჯახეთელ მიშა ნაატაკიანს.

მან წარმატებით ჩააბარა ყველა საგანი ისტორიის გარდა, რომელშიც 5.48 ქულა აიღო.

შეგახსენებთ, რომ 23-31 მაისს მთელ საქართველოში რვა საგნის გამოსაშვები საატესტატო გამოცდები ჩატარდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ყველა საგანში გამსვლელ ბარიერად 5.5 ქულა დაადგინა, თუმცა, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ქართულ ენაში ბარიერმა 5.2 ქულა შეადგინა.

გამოცდები დასრულდა, შედეგები დადგინდა და საბოლოოდ, ზოგი მოსწავლე ატესტატს მიიღებს, ზოგმა უკვე მიიღო, მოსწავლეების ნაწილს კი ალტერნატიული გამოსავლის მოძებნა მოუწევს.

ჩვენი დაკვირვებებით, ქალაქის ხუთ სკოლაში, საშუალოდ, 10-დან ერთმა ან ორმა მოსწავლემ ვერ გადალახა ბარიერი, სოფლის 62 სკოლაში კი ეს მონაცემი დაახლოებით 10-დან 5 მოსწავლეა. სოფლის სკოლებში ძირითადად პრობლემატური იყო ისეთი საგნები, როგორიცაა ბიოლოგია, მათემატიკა, ფიზიკა და ქიმია.

საატესტატო გამოცდებში ჩაჭრილთა დიდი ნაწილი დაბალი ნიშნების მქონე მოსწავლეები არიან, ვისთვისაც გამოცდების წარმატებით ჩაბარება მაინცდამაინც მნიშვნელოვანი არ იყო და ატესტატისგან დიდი მოლოდინებიც არ ქონდათ. თუმცა ზოგ შემთხვევაში ატესტატი ისეთმა მოსწავლემ ვერ აიღო, ვისაც მთელი იმედები ამ დოკუმენტზე და შემდეგ სწავლის გაგრძელებაზე ჰქონდა დამყარებული.

მიშა ნაატაკიანს ატესტატის მიღების ალტერნატივად საკუთარ სოფელში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართვა მიაჩნია ან რაიმე სხვა სამუშაოს დაწყება. ერთი წლის შესვენების შემდეგ მას ეჭვი ეპარება, რომ სწავლის გაგრძელებას შეძლებს.

“მინდოდა სწავლა ახალციხის უმაღლეს სასწავლებელში გამეგრძელებინა, მაგრამ რახან საკმარისი ქულების აღება ვერ მოვახერხე, სწავლას ვერ შევძლებ. ერთი წლის შემდეგ კი საეჭვოა, რომ გამოცდა გადავაბარო”, - ამბობს მიშა ნაატაკიანი.

სოფელ კულიკამის მცხოვრებ მანუშაკ აივაზიანს დაახლოებით იგივე სიტუაცია აქვს. მან 7 საგანი მაღალ ქულაზე ჩააბარა, თუმცა, ბიოლოგიაში მხოლოდ 5.48 ქულა მიიღო და საბოლოო წარმატებული შედეგისთვის 0.02 ქულა არ ეყო.

“ერევნის ეკონომიკურ უნივერსიტეტში ვაპირებდი ჩაბარებას, მაგრამ ახლა მხოლოდ სერთიფიკატით ვერსად სწავლას ვერ მოვახერხებ”, - ამბობს მანუშაკი.

მან იცის, რომ მომავალ წელს, როგორც ყველა, შეძლებს ამ საგნის გადაბარებას, რომელშიც წელს ჩაიჭრა და ატესტატს მიიღებს და ასეც უნდოდა გაეკეთებინა. თუმცა გოგონას ოჯახმა სხვა, უფრო ხანგრძლივი და ძვირადღირებული ალტერნატივა აირჩია.

“იძულებული გავხდი, ერევნის სპეციალიზირებულ ეკონომიკურ კოლეჯში ჩამებარებინა”, - ამბობს იგი.

ახლა იგი რამდენიმე წელიწადი ამ კოლეჯში ისწავლის, სწავლაშიც და ერევანში ცხოვრებაშიც საკმაოდ დიდ თანხას დახარჯავს და მხოლოდ შემდეგ შეძლებს შერჩეულ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას. უფრო მეტიც, მანუშაკის მშობლებმა გადაწყვიტეს სკოლიდან უმცროსი გოგონაც გამოიყვანონ და უფროს დასთან ერთად ერევანში რაიმე სპეციალიზირებულ კოლეჯში მოაწყონ, რათა დარწმუნებული იყვნენ, რომ დასახულ მიზანს მიაღწევენ და გოგონებს უმაღლეს განათლებას მისცემენ.

[აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი]








24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

 გამოცდების შედეგები ათ  დღეში გაირკვევა
ახალციხის სკოლებში 21–მა მეთერთმეტეკლასელმა საატესტატო გამოცდები ვერ ჩააბარა
უატესტატოდ დარჩენილი მოსწავლეები სწავლას არ აგრძელებენ
საჯარო სკოლებში მე–11 კლასის გამოსაშვები გამოცდები დასრულდა
საატესტატო გამოცდები განახლდა
საატესტატო გამოცდების პირველი ხუთი დღე
საატესტატო გამოცდები - დღე მესამე