FM97.5 / LIVE

უატესტატოდ დარჩენილი მოსწავლეები სწავლას არ აგრძელებენ

მთავარისაზოგადოება » განათლება 18.07.2012
იმ 68 მოსწვლიდან, რომლებიც საატესტატო გამოცდებს ახალციხის მესამე სომხურენოვან საჯარო სკოლაში აბარებდნენ, 33-მა ატესტატი ვერ მიიღო. სკოლის ადმინისტრაციის მოლოდინი, დამატებითი გამოცდის დანიშვნაზე არ გამართლდა.

უატესტატოდ დარჩენილი მოსწავლეები სწავლას არ აგრძელებენ

ახალციხის მესამე სომხურენოვანი საჯარო სკოლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებს მხოლოდ 12 მოსწავლე აბარებს. ამათგან, ორი სწავლას ერევანში გააგრძელებს.

ახალციხის მესამე საჯარო სკოლაში საატესტატო გამოცდებს წელს 68 მოსწავლე აბარებდა. აქედან, 16 შარშანდელი კურსდამთავრებულია, ვინც ატესტატის გარეშე დარჩა, 9- ექსტერნი, 2 კი სოფელ საძელის სკოლის მეთორმეტეკლასელი.

გამოცდაზე გამსვლელთა თითქმის ნახევარი წელს უატესტატოდ დარჩა. საშუალო განათლების დამადასტურებელი ატესტატი 68 მოსწავლიდან მხოლოდ 35-მა აიღო. დანარჩენებს გადაეცემათ სერტიფიკატები, რომლებიც მათ საშუალებას აძლევს სწავლა კოლეჯში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ გააგრძელონ.

მესამე საჯარო სკოლის დირექტორი სვეტა არუთუნიანი ამბობს, რომ ამ შესაძლებლობის შესახებ მოსწავლეებმა იციან, მაგრამ საქართველოს ფარგლებს გარეთ სწავლის გაგრძელებას არავინ აპირებს.

- ”ჯერ სერტიფიკატები არ ჩამოსულა, მაგრამ ვიცი, რომ არცერთი მოსწავლე, ვინც ატესტატი ვერ აიღო, საქართველოს გარეთ სწავლის გაგრძელებას არ აპირებს”, - ამბობს სვეტა არუთუნიანი.

გამოცდების ასეთ შედეგებს სკოლის დირექტორი რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს.

მისი თქმით, განსაკუთრებით ცუდი შედეგი მოსწავლეებმა საბუნებისმეტყველო საგნებში აჩვენეს. ეს კი იმის გამო მოხდა, რომ ცუდი თარგმანი იყო.

- ”ბავშვები ამბობდნენ, რომ ამოცანის შინაარსი არ ესმოდათ. განსაკუთრებით, ფიზიკა, ქიმია და მატემატიკა გაუჭირდათ. გარდა ამისა, იყო რამდენიმე შემთხვევა, რომ ინტერნეტი გაითიშა და პასუხები დაიკარგა”, - ამბობს დირექტორი.

მისივე განცხადებით, საკმაოდ ბევრნი არიან ისეთი მოსწავლეები, რომელთაც ბარიერის გადასალახად მხოლოდ მეასედები დააკლდათ. ამავე დროს, არა ყველა, არამედ მხოლოდ რამდენიმე საგანში. ასეთ მოსწავლეებს შორის წარჩინებული მოსწრების მქონეებიც მოხვდნენ.

- ”დააკლდათ მაგალითად, 0,02 ან 0,03 ქულა და დარჩნენ ატესტატის გარეშე”, - ამბობს დირექტორი.

ადმინისტრაცია ვარაუდობდა, რომ ასეთ მოსწავლეებს გამოცდებს ხელახლა გადააბარებინებდნენ ან შეღავათს მისცემდნენ, თუმცა, მათი მოლოდინი არ გამართლდა.

დირექტორის განცხადებით, ყველაზე კარგი ქულები მეთორმეტეკლაასელებმა ქართულის გამოცდაში მიიღეს. ოცმა მოსწავლემ უმაღლესი შეფასება, ათი ქულა გამოიტანა.

ასევე კარგი შედეგები აჩვენეს რუსულის, ინგლისურის, ისტორიისა და გეოგრაფიის გამოცდებში.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რატომ გაუჭირდათ მოსწავლეებს ფიზიკა-ქიმიის გამოცდა
ახალციხის 5 სკოლაში უატესტატოდ 19 მოსწავლე დარჩა, ერთი სკოლა კი მონაცემებს მალავს
საატესტატო გამოცდები განახლდა
საატესტატო გამოცდების პირველი ხუთი დღე
ატესტატის ალტერნატივა

მეთორმეტეკლასელები დღეს ფიზიკის გამოცდას აბარებენ
მეთორმეტეკლასელები დღეს ფიზიკის გამოცდას აბარებენ