FM97.5 / LIVE

ასპინძის თვითმმართველობაში ხელფასების მატება მაღალი თანამდებობის პირებს არ შეხებიათ

მთავარისიახლე, პოლიტიკა 26.01.2018
ასპინძის თვითმმართველობაში შრომითი ანაზღაურება გაიზარდა, თუმცა ხელფასების მატება მერს, საკრებულოს თავმჯდომარესა და მათ მოადგილეებს არ შეხებიათ;

ასპინძის თვითმმართველობაში ხელფასების მატება მაღალი თანამდებობის პირებს არ შეხებიათ
ახალი საშტატო ნუსხის მიხედვით, ასპინძის მერიაში 71 თანამშრომელი მუშაობს, აქედან მერის ასისტენტის პოზიციებზე რვა შტატი ახლი დამატებულია.

მერიაში ხელფასები სამსახურებისა და განყოფილებების უფროსებს 100 ლარით, ხოლო უფრო დაბალი რანგის თანამშრომლებს 60 ლარით გაეზარდათ.

თანამდებობრივი სარგოები ასპინძის მერიაში:

მერი– 2 650 ლარი;

მერის პირველი მოადგილე– 1 800 ლარი;

მერის მეორე მოადგილე– 1 600 ლარი;

ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი – 1 300 ლარი;

საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსი –1 300 ლარი;

იურიდიული სამსახურის უფროსი – 1 300 ლარი;

სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსი –1 300 ლარი;

ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი – 1 300 ლარი;

ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის არქიტექტურისა და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი– 1 300 ლარი;
კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი– 1 300 ლარი;

კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსი –1 300 ლარი;

სამხედრო აღრიცხევბისა და გაწვევის სამსახურის უფროსი – 1 300 ლარი;

განყოფილების უფროსების ხელფასი 1 000 ლარია ხოლო პირველი და მეორე რანგის თანამშრომლების ხელფასი 700, ან 800 ლარი.

დაბა ასპინძაში მერის წარმომადგენლის ხელფასის ოდენობა 800 ლარია, მისი ასისტენტის – 700 ლარი; ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში კი მერის წარმომადგენლის ხელფასი 650 ლარს შეადგენს, მისი ასისტენტის შრომითი ანაზღაურება კი 550 ლარია.

რაც შეეხება ასპინძის საკრებულოს, აქ ხელფასები არ გაზრდიათ, უფრო მეტი კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებს 100–100 ლარი დააკლდათ.

"აქამდე ფრაქციებისა და კომისიების თავმჯდომარეების ხელფასები 1400 ლარი იყო, ახლა კი 1 300 გვექნება. უცვლელი დარჩა დეპუტატების ხარჯის ოდენობა და ის ისევ 397 ლარია", – ამბობს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი გიორგი ჯვარიძე.


თანამდებობრივი სარგოები ასპინძის საკრებულოში:

საკრებულოს თავმჯდომარე – 2 650 ლარი;

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე– 1 800 ლარი;

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე– 1 300 ლარი;

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე –1 300 ლარი;

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე – 1 000 ლარი;

საკრებულოს აპარატის უფროსი – 1 300 ლარი;

აპარატის სხვა თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურება 700 –1000 ლარია.

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მერს 3500 ლარი, მოადგილეს 2550 – ახალციხის თვითმმართველობაში ხელფასები გაიზარდა
ასპინძის მერიამ 11 პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა
ასპინძაში საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურსში განცხადებების მიღება სრულდება
ასპინძის მერიაში ექვსი ვაკანტური პოზიციაა
რამდენი ლარით იზრდება სახელფასო ფონდი ბორჯომის მერიაში
ახალციხის მერია 13 პოზიციაზე კონკურსს აცხადებს
ასპინძის მერმა სამსახურებისა და განყოფილებების უფროსები შეარჩია