FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთს ნიკა ანთიძე სტუმრობს

მთავარისაზოგადოება 26.06.2014
დღეს, 26 ივნისს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ანთიძემ სამცხე-ჯავახეთში ძეგლთა სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.

სამცხე–ჯავახეთს ნიკა ანთიძე სტუმრობს

სამცხე–ჯავახეთში კულტურული ძეგლების რეაბილიტაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, მიმდინაროებს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნათია მურაჩაშვილის თქმით, სამცხე–ჯავახეთში, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციის პარალელურად, მიმდინარეობს განადგურებული და რთულ მდგომარეობაში მყოფი ძეგლების აღდგენაც. მათ შორის ერთ–ერთია სოფელ თისელში არსებული წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი.

თისელში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დაწყებულია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე გასტანს.

„ეროვნული სააგენტო გადადის ახალ ეტაპზე იმისთვის, რომ რეგიონში ყველაზე რთულ მდგომარეობაში არსებული ისტორიული ძეგლების რეაბილიტაცია ეტაპობრივად დაიწყოს. ამ დროისთვის სამუშაოები უკვე დაწყებულია თისელის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში“, – ამბობს ნათია მურაჩაშვილი.

ვიზიტის ფარგლებში ნიკა ანთიძე დღესვე საფარის სამონასტრო კომპლექსში დაწყებულ სარეაბილიტაციო სამუშოებსაც მოინახულებს. საფარის მთავარ ტაძარზე და სამრეკლოზე სამუშაოების პირველი ეტაპი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს ვარძიის სამონასტრო კომპლექსში რამდენიმე პროექტის განხორციელება იგეგმება.

დღის ბოლოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტს მეუფე თეოდორეს შეხვდება.

ნიკა ანთიძე მეუფე თეოდორეს იმ სამომავლო გეგმებს გააცნობს, რომელიც ეპარქიაში არსებული ძეგლების განვითარებისთვის იგეგმება.

სამცხე–ჯავახეთს ნიკა ანთიძე სტუმრობს

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნიკოლოზ ანთიძემ კულტურული ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა
ხანძრის კერებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს სპეციალისტები აკვირდებიან
რომელ ისტორიულ ძეგლებს ჩაუტარდება რეაბილიტაცია წელს სამცხე-ჯავახეთში
სომხეთის კულტურის სამინისტროს არაოფიციალური ვიზიტი სამცხე–ჯავახეთში
შორეთის მონასტერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
კულტურის სამინისტრო ვარძიის კონსერვაციის გეგმაზე მუშაობას იწყებს
ბორჯომის პარკს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა