FM97.5 / LIVE

ნიკოლოზ ანთიძემ კულტურული ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა

მთავარისაზოგადოება 13.12.2015
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ სამცხე-ჯავახეთში მდებარე ძეგლებზე, 2015 წელს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ეტაპობრივი სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები შეაჯამა.

ნიკოლოზ ანთიძემ კულტურული ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა
ნიკოლოზ ანთიძე ჯერ ვარძიის სამონასტრო კომპლექსს ეწვია და ძეგლზე განხორციელებული სამუშაოები მოინახულა.

2015 წელს, ვარძიის სამონასტრო კომპლექსზე ჩატარდა არქეოლოგიური სამუშაოები, რის შედეგადაც გამოვლინდა ორი ახალი იარუსი (ათი გამოქვაბული, აქედან ორი დარბაზული ტიპის და სამეურნეო დანიშნულების ოთახები), ჩატარდა კლდის გამაგრებითი სამუშაოები, ნაშალი ქვისგან გაიწმინდა სამრეკლოს და „საპატარძლოს“ მიმდებარე ტერიტორია, დამთვალიერებელთა უსაფრთხოების მიზნით გაკეთდა ქვის დამჭერი ბადე, მოეწყო ინფრასტრუქტურა და დასრულდა საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ (ლონდონის კურტოს ინსტიტუტი) ვარძიის ღვთისმშობლის ეკლესიის კედლის მხატვრობის წინასაპროექტო კვლევითი სამუშაოები. 2014 წელს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მეტეო და სეისმო სადგურები შეიძინა, რომელიც 2015 წელს დამონტაჟდა და მიმდინარეობს მონაცემთა დამუშავება.

სამცხე - ჯავახეთის რეგიონში, ეტაპობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა ასევე თისელის ეკლესიაზე, საფარის სამონასტრო კომპლექსზე და შორეთის სამონასტრო კომპლექსზე.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში რეაბილიტაცია სამონასტრო კომპლექსის მთავარ, წმ. საბას სახელობის გუმბათიან ტაძარს ჩაუტარდა. რეაბილიტაციის შედეგად ტაძარი სრულად არის აღდგენილი.

თისელის ჯვარ - გუმბათოვანი ეკლესია ტყეში მდებარეობს, ტაძრიდან აღმოსავლეთით ციხის ნანგრევია, ხოლო ხეობის სიღრმეში დარბაზული ეკლესია და სამონასტრო კომპლექსია განლაგებული, სხვადასხვა დანიშნულების დანგრეული ნაგებობების სახით. შემორჩენილია სამონასტრო კომპლექსის გალავნის ნანგრევებიც.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დასავლეთ მკლავის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა: აღდგენილია კედელი და თაღები (თლილი ქვით), ასევე დასავლეთ მკლავის ორი სამრეკლო და შიდა ფასადი, მოეწყო დროებითი გადახურვა.

2015 წელს რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა შორეთის სამონასტრო კომპლექსში, სადაც გამაგრდა საძირკველი, გადაეწყო და გამაგრდა ჩრდილოეთის კედელი.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში რეაბილიტირებული ძეგლები
თისელის სამონასტრო კომპლექსს რესტავრაციისთვის ამზადებენ
სამცხე–ჯავახეთს ნიკა ანთიძე სტუმრობს
პრემიერმა ვარძიის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა
შორეთის მონასტერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
შორეთი – ნანგრევებიდან აღდგენილი სამონასტრო კომპლექსი [Photo/Video]
ვარძიაში სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება [photovideo]