FM97.5 / LIVE

ვინ არის ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე

მთავარიპოლიტიკა 14.07.2014
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალარჩეული თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე ამბობს, რომ ამ შეთავაზებას ელოდა.

ვინ არის ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე

მამუკა მელიქიძე ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარედ 14 ივლისს, 21 ხმით, 6–ის წინააღმდეგ აირჩიეს. იგი ამბობს, რომ ეს შეთავაზება მისთვის მოულოდნელი არ იყო.

„ორი არჩევნების შტაბის უფროსი და პარტიის თავმჯდომარე ვარ. აქედან გამოდინარე, გადაწყვიტეს, რომ მე ვყოფილიყავი საკრებულოს თავმჯდომარე. თუ რამე არსებობს ასპინძაში მოსაგვარებელი, შეძლებისდაგვარად ყველაფერს გავაკეთებთ. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ამომრჩეველს ნდობა გაუმართლოთ“, – ამბობს იგი.

მამუკა მელიქიძე 1971 წლის 26 ნოემბერს დაიბადა. დაამთავრა ასპინძის საშუალო სკოლა. შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახურში მსახურობდა.
1996 წელს თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი დაამთავრა. პროფესიით ეკონომისტია, წარმოების მენეჯერი.
1998 წლამდე ასპინძაში შემნახველ სალაროში მუშაობდა.
1999–დან 2005 წლამდე ვალეს საბაჟო გამშვებ პუნქტში უფროსის მოადგილედ გადავიდა. მოგვიანებით, თბილისში, სამშენებლო ფირმა „21–ე საუკუნე“–ში ფინანსური დირექტორი იყო.
2007 წელს ყაზახურ ბანკში ერთ–ერთი განყოფილების უფროსად დაიწყო მუშაობა.
2013 წლის 17 იანვარს ასპინძაში დაბრუნდა და „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად დაინიშნა.


„მომავალ კონფერენციამდე პარტიის თავმჯდომარედ ვრჩები. აქტივის კოორდინატორიც საკრებულოს წევრია. ყველა ეს პიროვნებები დარჩებიან, მხოლოდ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი შეიცვლება. პარტიის ოფისი ალბათ გააგრძელებს ფუნქციონირებას“, – ამბობს მამუკა მელიქიძე.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ მამუკა მელიქიძე აირჩიეს



ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილე აირჩიეს
ასპინძაში ‘ოცნების’ საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ როსტომ მაგრაქველიძე აირჩიეს
ასპინძაში „ოცნების“ რაიონულ ორგანიზაციას ახალი თავმჯდომარე ჰყავს
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ თამაზ ძაძამია აირჩიეს
რაში ადანაშაულებს ასპინძაში კენჭისყრის მსურველი „ოცნების“ წევრებს
ასპინძაში  ”ოცნების” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის დანიშვნას აპროტესტებენ