FM97.5 / LIVE

კახა ბერიძე: 'სხვების მსგავსად პარტიიდან პარტიაში არ მირბენია'

მთავარიპოლიტიკა 14.07.2014
ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე კახა ბერიძე ჯიმშერ გოგოლაურის პროტესტის პასუხად აცხადებს, რომ სხვების მსგავსად, მას პარტიიდან პარტიაში არ ურბენია, მუშაობდა და თავის საქმეს პირნათლად ასრულებდა.

კახა ბერიძე: 'სხვების მსგავსად პარტიიდან პარტიაში არ მირბენია'

დღეს, 14 ივლისს, პირველი მოწვევის საკრებულოს სხდომაზე თვითმმართველი ქალაქის ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე კახა ბერიძე აირჩიეს.

ბერიძის არჩევა საკრებულოს დეპუტატმა „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციიდან“ ჯიმშერ გოგოლაურმა გააპროტესტა. გოგოლაურის განცხადებით, ადამიანი, ვინც ამ პოსტზე პრეტენზიას აცხადებს, მინიმუმ ერთ აქციაზე მაინც უნდა მდგარიყო და წვლილი შეეტანა ხელისუფლების შეცვლაში.

კახა ბერიძემ „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადა, რომ გოგოლაურის ეს განცხადება „მასაც მოხვდა ყურში“: „წარმოშობით ასპინძიდან ვარ, სკოლაც იქ დავამთავრე, მაგრამ ჩემი აქტიური ცხოვრება, მას შემდეგ რაც სამეციდინო უნივერსიტეტი დავამთავრე, 1995წლიდან მოყოლებული ახალციხეს უკავშირდება. თითქმის 20 წელიწადი ვიმსახურე სხვადასხვა სამსახურებში, სად ვიყავი მანამდე? ვაკეთებდი ჩემს საქმეს, იმას, რაც მევალებოდა და ვფოქრობ, რომ წესიერად ვასრულებდი ამ ყველაფერს“.

რაც შეეხება გოგოლაურის განცხადებას იმის შესახებ, რომ ხელისუფლების შეცვლაში მონაწილეობა არ მიუღია, საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ თავისი საქმით იყო დაკავებული: „ვიყავი დაკავებული სოციალური და ჯანდაცვის პრობლემებით. მიმაჩინია, რომ სადაც ხარ, იქ უნდა აკეთო შენი საქმე კარგად. სხვებისგან განსხვავებით, აქეთ–იქეთ, სხვადასხვა პარტიაში არ მირბენია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სახელმწიფო სამსახური გამოვიარე“.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებასთან“ კავშირს, კახა ბერიძე ამბობს, რომ ბოლო წლებში თბილისში მუშაობდა და შეთავაზება, პარტიის წევრი გამხდარიყო, იქ მიიღო.

ახალციხის საკრებულოს ახალარჩეული თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ პოსტზე მისი დასახელება მოულოდნელი არ იყო: „ამ თემაზე კონსულტაციები გავიარეთ და რა თქმა უნდა ველოდი. უკვე გათავისებული გვაქვს ის, თუ რას უნდა შევეჭიდოთ და რა უნდა გავაკეთოთ“.

ქალაქის მთავარ პრობლემებად იგი გაუმართავ წყალ–საკანალიზაციო სისტემას, ჯანდაცვის სფეროსა და ქალაქის დასუფთავების პრობლემას ასახელებს. ამბობს, რომ მართალია საყოველთაო დაზღვევა მოქმედებს, მაგრამ ამ კუთხით მუშაობას ქალაქის საკრებულოშიც გეგმავენ: „გვინდა, მივეხმაროთ მოქალაქეებს“.

რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ცვლილებები იქნება.

„ახალი ორგანული კანონით საკრებულოს თავისი ფუნქციები ფაქტობრივად ყველაფერი დარჩა. საკრებულოს აპარატი ძალიან მცირე შტატია, კომპაქტური და საქმიანი დარჩებიან ძველებიც და იქნებიან ახლებიც, ახალი სახეებიც“, – ამბობს კახა ბერიძე, რომელიც თვითმმართველი ქალაქის ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე დღეს, 14 ივლისს, 15 დეპუტატმა 11 ხმით აირჩია.

[თამუნა უჩიძე, ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თვითმმართველი ქალაქის ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარედ კახა ბერიძე აირჩიეს
ჯიმშერ გოგოლაური: საკრებულოს თავმჯდომარეს ერთ აქციაში მაინც უნდა მიეღო მონაწილეობა
თვითმმართველი ქალაქის ახალციხის საკრებულოს პირველი სხდომა ხმაურით დაიწყო
ახალციხის საკრებულომ ახალი თავმჯდომარე აირჩია
ახალციხის საკრებულო თავმჯდომარეს ირჩევს
ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა
ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობის დატოვებას აპირებდა [Video]