FM97.5 / LIVE

3 'ოცნება', 1 'რესპუბლიკელი' და 1 'კონსერვატორი' – ადიგენში მუდმივმოქმედი კომისიები ჩამოაყალიბეს

მთავარიპოლიტიკა 14.07.2014
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეები აირჩიეს. 5–დან 3–ს "ქართული ოცნების" წარმომადგენელი უხელმძღვანელებს, ერთს "კონსერვატორი" და ერთს "რესპუბლიკელი".

3 'ოცნება', 1 'რესპუბლიკელი' და 1 'კონსერვატორი' – ადიგენში მუდმივმოქმედი კომისიები ჩამოაყალიბეს

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხუთი მუდმივმოქმედი კომისია ჩამოყალიბდა: კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა; გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა; ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა; საფინანსო საბიუჯეტო და ქონების მართვისა და იურიდიულ საკითხთა. აირჩიეს ხუთივე კომისიის თავმჯდომარეც.

კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარეობაზე სამი კანდიდატი იბრძოდა: ალექსი გიგოლაშვილი, "საქართველოს რესპუბლიკური პარტიიდან", რევაზ გოგნაძე – პოლიტიკური მოძრაობა "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოდან" და რატი ტატალაშვილი – "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან".

16 ხმით აღნიშნული კომისიის თავმჯდომარე ალექსი გიგოლაშვილი გახდა. ერთი ხმა რატი ტატალაშვილმა მიიღო, ერთი რევაზ გოგნაძემ, ხოლო ერთი ბიულეტენი გაბათილდა.

გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, 26 ხმით 4–ის წინააღმდეგ, "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი ალექსი ენდელაძე გახდა. მას კონკურენტი არ ჰყავდა.

ასევე კონკურენტი არ ჰყავდა მუხრან ხარშილაძეს, რომელიც "საქართველოს კონსერვატიულმა პარტიამ" იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატად წარადგინა.

ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე "ქართული ოცნებიდან" იმედა ხომასურიძე გახდა, კონკურენტი არც მას ჰყოლია.

საფინანსო–საბიუჯეტო და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე ასევე "ქართული ოცნების" წევრი იმედა მღებრიშვილი გახდა. კონკურენტი არც მას ჰყავდა.

[მანანა სარაშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მუდმივმოქმედ კომისიებს 'ოცნების' წევრები უხელმძღვანელებენ
ადიგენის საკრებულოში კომისიების თავმდჯომარეები აირჩიეს
ვინ იქნებიან ქალაქის საკრებულოში მუდმივმოქმედი კომისიის წევრები
ვინ უხელძღვანელებს ფრაქციებს და კომისიებს ახალციხის საკრებულოში
ბორჯომის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიას 10 თვეა თავმჯდომარე არ ჰყავს
ასპინძაში 5–ის ნაცვლად, 3 მუდმივმოქმედი კომისია შექმნეს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა პეტაშვილი გახდა