FM97.5 / LIVE

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მუდმივმოქმედ კომისიებს 'ოცნების' წევრები უხელმძღვანელებენ

მთავარიპოლიტიკა 14.07.2014
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხუთი მუდმივმოქმედი კომისია შეიქმნა, ხუთვე მათგანს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი უხელმძღვანელებს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მუდმივმოქმედ კომისიებს 'ოცნების' წევრები უხელმძღვანელებენ

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხუთი მუდმივმოქმედი კომისია შექმნეს: კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა; გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა; ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა; საფინანსო საბიუჯეტო და ქონების მართვისა და იურიდიულ საკითხთა. უკვე აირჩიეს 5–ვე კომისიის თავმჯდომარეც.


ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მუდმივმოქმედ კომისიებს 'ოცნების' წევრები უხელმძღვანელებენ პირველად კენჭისყრა კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის ასარჩევად გაიმართა.

თავმჯდომარეობის კანდიდატად "ქართულმა ოცნებამ" ვასილ სისვაძე დაასახელა. "ნაციონალურმა მოძრაობამ" კი რობერტ მურადიანი. 21 ხმით 9-ის წინააღდეგ, აღნიშნული კომისიის თავმჯდომარე ვასილ სისვაძე გახდა.


ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მუდმივმოქმედ კომისიებს 'ოცნების' წევრები უხელმძღვანელებენ გარემოს დაცვის და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატად "ქართულმა ოცნებამ" ბესიკ გოგსაძე წარადგინა. მას კონკურენტი არ ჰყოლია.

შესაბამისად, 23 ხმით 5-ის წინააღმდეგ, გარემოს დაცვის და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბესიკ გოგსაძე გახდა. 2 ბიულეტინი ბათილად იქნა ცნობილი.


ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მუდმივმოქმედ კომისიებს 'ოცნების' წევრები უხელმძღვანელებენ ასევე, კონკურენტი არ ჰყოლია ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს „ქართული ოცნებიდან“ ალექსანდრე ლაბაძეს. იგი აღნიშნული კომისიის თავმჯდომარე გახდა 22-ი ხმით 8-ის წინააღმდეგ.


ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მუდმივმოქმედ კომისიებს 'ოცნების' წევრები უხელმძღვანელებენ საფინანსო–საბიუჯეტო და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატად „ნაციონალური მოძრაობიდან“ კობა სანდროშვილი დასახელდა. ამავე პოსტზე „ქართულმა ოცნებამ“ თეიმურაზ ბარძიმაძის კანდიდატურა წარადგინა. 22 ხმით 8-ის წინააღმდეგ საფინანსო–საბიუჯეტო და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე თეიმურაზ ბარძიმაძე გახდა.


ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მუდმივმოქმედ კომისიებს 'ოცნების' წევრები უხელმძღვანელებენ იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი თამარ გოგინაშვილი აირჩიეს. მასთან ერთად აღნიშნული კომისიის თავმჯომარის კანდიდატად „ნაციონალური მოძრაობიოდან“ დასახელებული იყო კახაბერ მოდებაძე. თუმცა, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ, 22 ხმით 8-ის წინააღმდეგ, თამარ გოგინაშვილი გავიდა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

3 'ოცნება', 1 'რესპუბლიკელი' და 1 'კონსერვატორი' – ადიგენში მუდმივმოქმედი კომისიები ჩამოაყალიბეს
ადიგენის საკრებულოში კომისიების თავმდჯომარეები აირჩიეს
ვინ უხელძღვანელებს ფრაქციებს და კომისიებს ახალციხის საკრებულოში
ვინ იქნებიან ქალაქის საკრებულოში მუდმივმოქმედი კომისიის წევრები
ბორჯომის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიას 10 თვეა თავმჯდომარე არ ჰყავს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა პეტაშვილი გახდა
როგორ დაკომპლექტდა ახალციხის საკრებულოს კომისიები