FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტმა რესპუბლიკურ კონფერენციას უმასპინძლა

მთავარისაზოგადოება » განათლება 11.07.2014
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ონომასტიკაში რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია პროფესორების: ვალერი სილოგავასა და სერგო მელიქიძის ხსოვნას მიეძღვნა.

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტმა რესპუბლიკურ კონფერენციას უმასპინძლა

კონფერენციაზე სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომლები, პროფესორები: ვალერი სილოგავა და სერგო მელიქიძე გაიხსენეს. კონფერენციას მათი ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.

„ორივე შესანიშნავი ადამიანი იყო. ორივე ფუძემდებელი იყო ჩვენი უნივერსიტეტის. მათთვის მიძღვნილ კონფერენციზე განვიხილავთ ონომასტიკის პრობლემებს. თითოეული სახელის, გვარის, წარმომავლობის, ქუჩის კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია დღეს საქართველოსათვის. მიმაჩნია, რომ საქართველოს ონომასტიკოსების ახალციხეში შეკრება საეტაპოც კი იქნება, აქ განიხილება არა მარტო რეგიონის, არამედ საქართველოს პრობლემები“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ბერიძე.

კონფერენცია სექციებად მიმდინარეობდა. დღის ბოლოს კი შემაჯამებელი სხდომა გაიმართა.

„ისტორიულად ეს კუთხე იმდენად დატვირთულია საოცარი ამბებით, რომ აქ მეტია საკვლევი მასალა. მომავალი თაობისათვის ამ შეხვედრას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, – ამბობს ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი რევაზ შეროზია.

შეგახსენებთ, რომ დღესვე, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ამავე სასწავლებლის ყოფილი თანამშრომლის, პროფესორ ვალერი სილოგავას სახელობის კაბინეტი გაიხსნა. კაბინეტში ძირითადად ეპიგრაფიკული კვლევები ჩატარდება.

გარდა ამისა, ვალერი სილოგავას სახელი მიენიჭება ახალციხეში,ზარზმელის ქუჩაზე ასასვლელ აღმართს.

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტმა რესპუბლიკურ კონფერენციას უმასპინძლა

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში პროფესორ ვალერი სილოგავას სახელობის კაბინეტი გაიხსნა
ახალციხეში ვალერი სილოგავას სახელობის აღმართი იქნება
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტი 25 წლის იუბილეს ზეიმობს
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტმა თსუ–სთან მემორანდუმი გააფორმა
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტი რესპულიკურ კონფერენციას უმასპინძლებს
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლები და სტუდენტები პატრიარქს შეხვდნენ
უნივერსიტეტში რექტორი შეიცვალა