FM97.5 / LIVE

მუნიციპალური განვითარების ფონდი სამცხე–ჯავახეთის სამ მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას იწყებს

მთავარიეკონომიკა 13.06.2014
ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ევროკავშირის დაფინანსებით მუნიციპალური განვითარების ფონდი 28 ქალაქში, მათ შორის ახალციხის, ასპინძისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას განახორციელებს.

მუნიციპალური განვითარების ფონდი სამცხე–ჯავახეთის სამ მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას იწყებს
დღესვე, 13 ივნისს, სასტუმრო რედისონში ევროპის საინვესტიციო ბანკს, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას შორის ხელი მოეწერა საპროექტო ხელშეკრულებას.

48 მილიონი ევრო მთლიანად 28 ქალაქის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებას მოხმარდება, საიდანაც 40 მილიონი ევრო ევროპის საინვესტიციო ბანკის კრედიტია, 8 მილიონი ევრო კი ევროკავშირის გრანტი.

პროექტის განხორციელების ფარგლებში საქართველოს 28 ქალაქის დაახლოებით 200 000 ათასს მოქალაქეს მოუწესრიგდება წყალმომარაგების პრობლემა. პროექტის ფარგლებში მოგვარდება ისეთი საკვანძო საკითხები, როგორიცაა: არსებული წყალმომარაგების ქსელების განახლება, ქსელში ახალი მომხმარებლების ჩართვა და მომსახურეობის მაღალი დონის დანერგვა.

წყლის სისტემის მოწესრიგება მოხდება საქართველოს 28 ქალაქში. კერძოდ: სენაკის, ხობის, ოზურგეთის, ბაღდათის, თერჯოლის, დუშეთის, წაღვერის, ასპინძის, ახალციხის, ბოლნისის, წნორის, აბაშის, ონის, გურჯაანის, ზესტაფონის, თეთრიწყაროს, სიღნაღის, ბორჯომის, ჭიათურის, საგარეჯოს, ყვარლის, წალკის, ახმეტის, ხაშურის, ლაგოდეხის, ქარელის, ტყიბულის და თელავის მუნიციპალიტეტებში.

აღნიშნული პროექტი 2014 წელს დაიწყება და 2016 წელს დასრულდება.

[Sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დაბა ასპინძაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
წყალმომარაგების კომპანია: ახალციხეში მცხოვრებ 600 ოჯახს წყალი 24 საათი ექნება
აბასთუმანში წყლის სისტემის მშენებლობის მეორე ეტაპი იწყება
წაღვერსა და ლიკანში წყლის სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო
140 მლნ ევრო საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად
აბასთუმანში წყლის სისტემის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იწყება
ვალეს წყალმომარაგების სისტემის რეაბლიტაციისთვის 5 მლნ. დაიხარჯება