FM97.5 / LIVE

Summer Job-ი დაიწყო

მთავარისაზოგადოება 20.07.2012
დღეიდან სტუდენტთა დასაქმების პროგრამა - Summer Job-ი დაიწყო. სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით პროექტში 240 სტუდენტი ჩაერთო

Summer Job-ი  დაიწყო

სტუდენტები ერთი თვის განმავლობაში, 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე იმუშავებენ და ხელფასის სახით 500 ლარს მიიღებენ. თანხის მიღება სტუდენტებს პლასტიკური ბარათების საშუალებით შეუძლიათ, რომელიც მათთვის უფასოდ საქართველოს ბანკმა დაამზადა.

პროგრამის მონაწილეებს პლასტიკურ ბარათებთან გადაეცათ ქუდები და სამაჯურები, წარწერით - „Summer Job”.

ნათია ზაზაშვილი ახალციხის სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტია. იგი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დასაქმდა.

- ”პირველი დღეა და ჩემი სამუშაო უკვე მომწონს, წიგნების ელექტრონული ვერსია შემაქვს კომპიუტერში. აღებული თანხით დასვენებას ვაპირებ”, - ამბობს იგი.

გენადი ნიკადიმოვი კი აღებული თანხით ვალების დაფარვას გეგმავს: ”უნივერსიტეტის ეზოში მოედნის მოსაპირკეთებელ სამუშაოებს ვასრულებ. სიმართლე გინდათ გითხრათ? ხელფასით ვალების გადახდას ვაპირებ”.

ახალციხის უნივერსიტეტში 44 სტუდენტია დასაქმებული.
ამათგან, 14 უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, 2 - ბუღალტერიაში, 2 - ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, 5 - უნივერსიტეტის გამომცემლობაში მუშაობს.

44 სტუდენტიდან 15 ვაჟია და ისინი ძირითადად ეზოში, ბილიკების კეთილმოწყობაზე, გამწვანებასა და ღობეების შეკეთებაზე მუშაობენ.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტის გურანდა მოდებაძის თქმით, უნივერსიტეტში დასაქმებაზე რეგისტრაცია 50-მა სტუდენტმა გაიარა, თუმცა, ხელშეკრულების გასაფორმებლად მხოლოდ 44 გამოცხადდა: ”ექვსი ვაკანტური ადგილია, ხელმეორე რეგისტრაციის შემდეგ, ვიმედოვნებთ, რომ ეს ადგილებიც შეივსება”.

სარეზერვო სიაში დარეგისტრირება მსურველთათვის 18 ივლისს დაიწყო და 26 ივლისამდე გაგრძელდება.

რამდენი სტუდენტი დასაქმდა ახალციხის სასწავლო უნივერსიტეტიდან, ზუსტი ინფორმაცი არ აქვთ.

- ”სტუდენტებმა ონლაინ რეგისტრაცია გაიარეს, დასაქმების შესახებ ინფორმაცია თითოეულს მეილზე მიუვიდა, შესაბამისად, ზუსტი რაოდენობა არ გვაქვს”, - ამბობს მოდებაძე.

summer job-ის მონაწილე სტუდენტები ქვეყნის მასშტაბით სამოცდაათამდე სფეროში დასაქმდნენ. პროექტში სახელმწიფო უწყებების გარდა არასამთავრობო ორგანიზაციებიცაა ჩართული. პროექტი სტუდენტებს აძლევს საშუალებას ანაზღაურებად საქმიანობასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ, რაც სამომავლოდ დასაქმების შესაძლებლობებს მისცემს.

შეგახსენებთ, რომ სტუდენტთა რეგისტრაცია 2012 წლის 20 მარტიდან, ინტერნეტით განხორციელდა. სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამისთვის 2012 წლის ბიუჯეტიდან 12,5 მილიონი ლარი დაიხარჯება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროგრამის ყველა მონაწილეს სთავაზობს ფოტოკონკურსს „ჩემი პირველი Summer Job”.

კონკურსში მონაწილეობისათვის სტუდენტი ჩართული უნდა იყოს საზაფხულო დასაქმების პროგრამაში, უნდა გადაიღოს ფოტო სამუშაოს შესრულების პერიოდში და 20 ივლისიდან გააგზავნოს ელ-ფოსტაზე: summerjob@mes.gov.ge

ფოტოკონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია სამინისტროს ოფიციალურ Facebook-ის გვერდზე www.facebook/mes.gov.ge.

კონკურსში მონაწილე ფოტოს ავტორი, რომელიც დააგროვებს ყველაზე მეტ “Like”-ს, შემეცნებითი ტურით დიდ ბრიტანეთში გაემგზავრება.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

[img]http://netgazeti.ge/get_img?ImageId=7416[/img]
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტები გაცვლითი პროგრამით სლოვაკეთში გაემგზავრებიან
ახალციხის უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია დაიწყო
ახალციხელი სტუდენტები დასაქმების სააგენტო HR-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ
ახალციხეში დასაქმების ფორუმი გაიმართა
უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტები საყდრისის აფეთქებას აპროტესტებენ