FM97.5 / LIVE

უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო

მთავარისაზოგადოება » განათლება 03.09.2012
ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო

"გილოცავთ ახალ სასწავლო წელს”, - უნივერსიტეტის მთავარი კორპუსის კედელზე გაკეთებული ამ წარწერითა და საზეიმოდ მორთული ეზოთი დახვდა სასწავლებელი დღეს დილით სტუდენტებს.

საზეიმო ღონისძიება საქართველოს ჰიმნის ფონზე უნივერსიტეტის ეზოში დროშის აღმართვით დაიწყო.

უნივერსიტეტის რექტორმა თინა გელაშვილმა სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და უნივერსიტეტში დანერგილ სიახლეებზე ისაუბრა.

საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი კანდიდატი ახალციხის მუნიციპალიტეტში ვაჟა ჩიტაშვილიც, რომელიც სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე ლექციებს კითხულობდა. უნივერსიტეტის რექტორმა იგი საპატიო სტუმრის სტატუსით წარადგინა.

ასევე საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა გახსნის ცერემონიას ადმინისტრაციული სამსახურის ყოფილი უფროსი ნოდარ გოროხოვი, რომელიც ამჟამად ახალციხის ციხის დირექტორია. მან სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცა და ციხის სანახავად მიიპატიჟა. ნოდარ გოროხოვი ახალციხის უნივერსიტეტში ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა. თინა გელაშვილის განცხადებით, მას დიდი წვლილი მიუძღვის უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებაში.

ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის პოსტზე ნოდარ გოროხოვი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილმა მოადგილემ ბიძინა მაისურაძემ შეცვალა.

საზეიმო ღონისძიებაზე სტუდენტებს ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორმა ზაზა თამარაშვილმაც მიმართა. მეექვსე სკოლასა და უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, უნივერსიტეტის სტუდენტები პრაქტიკას ამ სკოლაში გაივლიან. სწორედ ამ მემორანდუმის ფარგლებში, უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით, მეექვსე სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილი სტუდენტები, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ დალოცა. დღესვე სიგელებითა და სამეცნიერო ლიტერატურით დაჯილდოვდა საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე 12 სტუდენტიც.

მისალმების შემდეგ უნივერსიტეტის ეზო ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლებისა და უნივერსიტეტის ანსამბლის კონცერტს დაეთმო.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სწავლა 12 სექტემბერს დაიწყება
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო
ახალი სასწავლო წელი განახლებულ სკოლაში
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში 29-ე აკადემიური წელი დაიწყო
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორმა აბიტურიენტებს ფეისბუქ ლაივით მიმართა
პროკურორი ახალციხის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა