FM97.5 / LIVE

ბრიფინგი 'საქართველოს პატრიოტთა ალიანსის' კანდიდატებთან

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 12.06.2014
12 ივნისს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ ბრიფინგი გამართა.

ბრიფინგი 'საქართველოს პატრიოტთა ალიანსის' კანდიდატებთან
გამგებლობის და მაჟორიტარობის კანდიდატებმა საარჩევნო პროგრამა წარადგინეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. ვიდრე საარჩევნო პროგრამის წარდგენა დაიწყებოდა, პარტიის წარმომადგენელმა თამარ სამსონიძემ განმარტა, რატომ გადაწყვიტა პარტიამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა.

„2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდა ახალი ძალა, რაშიც ჩვენი პარტიის თითოეული წევრი იყო ჩართული. რომ არა ჩვენი გუნდი და ცნობილი ციხის კადრები, არავინ იცის 2012 წლის პირველი ოქტმბრის არჩევნები როგორი შედეგით დამთავრდებოდა. ჩვენი ძალისხმევით რაღაც შედეგი გავაუმჯობესეთ, თუმცა აღარ გვეგონა, რომ იმ საკითხებზე კიდევ მოგვიწევდა საუბარი, რაზეც სააკაშვილის რეჟიმის დროს ვსაუბრობდით. იმ ძალამ რომელსაც ჩვენ გვერდით დავუდექით, ხალხს იმედები გაუცრუა. ჩვენ ვართ ახალი ძალა, რომელიც მოდის სერიოზული ამბიციებით, იმისთვის, რომ საქართველოში მდგომაროება. რადიკალურად შეცვალოს“, – ამბობს თამარ სამსონიძე და ამატებს, რომ იმას, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხა სამართლიანობის აღდგენის კუთხით, „პატრიოტები“ შეძლებენ.

მუნიციპალური ბინათმშენებლობა, უფასო პოლიკლინიკა და ჰოსპიტალი, 14 წლის ზევით ახალგაზრდებისთვის პროგრამირების უფასოდ შესწავლა, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის 4–დან 8 წლამდე, 10 ათასი ლარიდან 50 ათასი ლარის ჩათვლით უპროცენტო სესხების გაცემა და სოციალური პროგრამები – ის 5 ძირითადი საკითხია, რომლის მოგვარებასაც „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გამგებლობის კანდიდატი მამუკა გოგოლაძე ამომრჩევლებს გამარჯვების შემთხვევაში ჰპირდება.

საარჩევნო პროგრამა წარადგინეს ახალციხის, ვალისა და ფერსის მაჟორიტარობის კანდიდატებმაც.

ახალციხის მაჟორიტარობის კანდიდატის თეა სამსონიძის თქმით, გამარჯვების შემთხვევაში პირველ რიგში ახალციხეში სამედიცინო დაწესებულებების პრობლემებზე იზრუნებს. შემდეგ კი ქალაქში სასმელ და საკანალიზაციო სისტემას მოაწესრიგებს.

„ჩვენ გვქონდა 600–საწოლზე გათვლილი, პროფესიონალი მედპერსონალით დაკომპლექტებული საავადმყოფო, თუმცა რატომღაც ძველმა მთავრობამ კერძო ინვესტორს ერთ ლარად გადასცა, ხომ შეიძლებოდა ერთ ლარად მუნიციპალიტეტს გადასცემოდა?!“,–ამბობს თეა სამსონიძე და ამატებს, რომ აუცილებლად იბრძოლებს აღნიშნული პრობლემის მოგვარებისთვის.

სოფელ ფერსის მაჟორიტარობის კანდიდატის კობა ჩოხელისთვის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარებაა: „გლეხებს შევუქმნი ისეთ პირობებს, რომ მათ მოახდინონ მოსავლის რეალიზაცია, თუმცა მანამდე უნდა მოვაწესრიგოთ სარწყავი სისტემა და სოფლამდე მისასვლელი გზები“.

ეგრეთ წოდებული მეორე შახტის დასახლებაში საცხოვრებელი კორპუსების სახურავების შეცვლა, გაზიფიცირება და გზების რებილიტაცია – ის ძირითადი საკითხებია, რომლის მოგვარებასაც ვალეს მაჟორიტარობის კანდიდატი ბადრი დავლაშერიძე გამარჯვების შემთხვევაში ვალის მოსახლეობას ჰპირდება.

საარჩევნო პროგრამების წარდგენის შემდეგ კანდიდატებმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

ბრიფინგი 'საქართველოს პატრიოტთა ალიანსის' კანდიდატებთან

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბრიფინგი 'ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის' კანდიდატებთან
'საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა' ახალციხეში გამგებლობის კანდიდატი წარადგინა
ახალციხის მერობისა და გამგებლობის კანდიდატებმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს
ახალციხის მერობის კანდიდატებმა ამომრჩევლების კითხვებს უპასუხეს
მაჟორიტარობის კანდიდატის სიდედრი კომისიის თავმჯდომარეს სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს
ვინ არის ‘პატრიოტთა ალიანსის’ მაჟორიტარობის კანდიდატი სამცხეში
ბორჯომი–ასპინძის მაჟორიტარობის კანდიდატები ოლქებში არსებულ პრობლემებზე