FM97.5 / LIVE

ბრიფინგი 'ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის' კანდიდატებთან

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 05.06.2014
5 ივნისს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ჟურნალისტების შეკითხვებს ამჯერად „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის“, მერობის, გამგებლობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა უპასუხეს.

ბრიფინგი 'ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის' კანდიდატებთან
ვიდრე კითხვა – პასუხი დაიწყებოდა, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატმა ოლეგ ძოწენიძემ და ახალციხის მერობის კანდიდატმა ზაზა ნათენაძემ პარტიის საარჩევნო პროგრამა წარადგინეს.

სოციალური პრობლემები, დასაქმება, ჯანდაცვა, სპორტი და განათლება – ის ძირითადი საკითხებია, რომლის მოგვარებასაც, ზაზა ნათენაძე, ამომრჩევლებს გამარჯვების შემთხვევაში ჰპირდება.

საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ, კანდიდატებმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. ოლეგ ძოწენიძის თქმით, მათი მაჟორიტარობის კანდიდატებზე ზეწოლა ხორციელდება. მაგალითად, გუშინ, 4 ივნისს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში მაჟორიტარობის კანდიდატმა კანდიდატურა მოიხსნა: „არ ვიცი რომელმა პოლიტიკურმა პარტიამ განახორციელა მასზე ზეწოლა, თუმცა ფაქტია, რომ ეს ადამიანი ისეა შეშინებული, მეორე დღეა ტელეფონი გათიშული აქვს“.

ძოწენიძე ამბობს, რომ პარტიებს არათანაბარ გარემოში უწევთ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება: „სადაც გაიხედავ „ქართული ოცნების“ პლაკატებია გაკრული, ძირს, დახეულები კი ჩვენი პლაკატები ყრია. დილით გავაკრავთ და საღამოს უკვე განადგურებულია“.

ჟურნალისტების კითხვაზე, ვინ არის ყველაზე ძლიერი კონკურენტი, ზაზა ნათენაძეს პასუხის გაცემა უჭირს: „ყველა ადგილობრივი ვართ, დაბადებიდან ვიცნობთ ერთმანეთს და კარგი მეგობრებიც ვართ. პოლიტიკა ჩვენს ურთიერთობას ვერ შეცვლის, ამიტომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მიჭირს“.

კთხვაზე, როგორ აფასებენ „არასაპარლამენტო ოპოზიციიდან“ მერობის კანდიდატის ნატალი სისვაძის გადაწყვეტილებას კანდიდატურის მოხსნის თაობაზე, ოლეგ ძოწენიძე ამბობს, რომ ეს არასერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს: „ერთ დღეს გადაწყვიტო, რომ ახალციხის მერობისთვის იბრძოლო და არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე კანდიდატურა მოიხსნა, არასერიოზული ქმედებაა, მითუმეტეს თუ ადგილი არ აქვს ზეწოლას. ეს დიდი პასუხისმგებლობაა ამომრჩევლის და იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც მერობის კანდიდატად დაასახელეს“.
კითხვაზე, ვისი მხარდაჭერის იმედი აქვთ, კანდიდატები პასუხობენ, რომ მათ ახალციხელი ხალხის დიდი თანადგომის იმედი აქვთ.

ბრიფინგი 'ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის' კანდიდატებთან

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერობის კანდიდატმა ნატალი სისვაძემ კანდიდატურა მოხსნა
ახალციხეში 20–მა საარჩევნო სუბიექტმა კანდიდატურა მოიხსნა
ბრიფინგი 'საქართველოს პატრიოტთა ალიანსის' კანდიდატებთან
'ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის' წარმომადგენლები ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ
ახალციხის მერობისა და გამგებლობის კანდიდატებმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს
წინასწარი შედეგებით, ახალციხეში არჩევნები 'ოცნებამ' მოიგო
რატომ მოიხსნა 'ნაციონალების' მაჟორიტარმა კანდიდატურა ახალციხეში