FM97.5 / LIVE

'საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა' ახალციხეში გამგებლობის კანდიდატი წარადგინა

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 24.05.2014
„დავით თარხან-მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლობისთვის მამუკა გოგოლაძე იბრძოლებს. ალიანსმა ახალციხეში გამგებლობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები დღეს, 24 მაისს წარადგინა.

'საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა' ახალციხეში გამგებლობის კანდიდატი წარადგინა
„დავით თარხან-მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები ამომრჩევლებს ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვდნენ.

ჯანმრთელობის დაცვა, ქალთა დასაქმება, სოფლის მეურნეობის განვითარება, გაზიფიცირება, სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება, - იმ პრობლემების ჩამონათვალია, რომლის მოგვარებასაც ახალციხის გამგებლობის კანდიდატი მამუკა გოგოლაძე აპირებს.

„ახლა ვიწყებთ საარჩევნო კამპანიას. მზად ვარ, რომ ჩემი ხალხისთვის დღე და ღამე ვიმუშაო, მივალ ყველა ოჯახში და მათ პრობლემებს და გაჭირვებას გავიზიარებ“, - ამბობს მამუკა გოგოლაძე.

როგორც ალიანსის ლიდერი ერეკლე საღლიანი ამბობს, სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება ახალციხეში, რიგით პირველი პრიორიტეტია.
„ბევრ რამეს ვპირდებით ახალციხელებს. ჩვენი მოძრაობა არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ითვალისწინებს ხალხის გულისხმას“, - ამბობს ერეკლე საღლიანი.

ალიანსის ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, თეა სამსონიძემ ახალციხის საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატები, თემის საკრებულოს მაჟორიტარები და პარტიული სიის პირველი ათეულებიც წარადგინა.

ახალციხის საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატი და პარტიული სიის პირველი ნომერი თავად თეა სამსონიძეა. შემდეგი ნომრები არიან: ნუგზარ ბექაური, ზაზა კუჭაძე, თემურ თაქთაქიძე, ბეგლარ მიქუტიშვილი, თამარ სამსონიძე, ჯაბა გუდაძე, ნანა კოპაძე, ანი აბაშიძე და მანუშაკ აგახანიანი.

'საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა' ახალციხეში გამგებლობის კანდიდატი წარადგინა

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბრიფინგი 'საქართველოს პატრიოტთა ალიანსის' კანდიდატებთან
‘პატრიოტთა ალიანსმა’ ახალქალაქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დაასახელა
წინასწარი შედეგებით, გამგებლობის კანდიდატებს შორის ზაზა მელიქიძე ლიდერობს
'ნაციონალურმა მოძრაობამ' სამცხე-ჯავახეთში კანდიდატები წარადგინა
'არასაპარლამენტო ოპოზიციამ'  მერობისა და გამგებლობის კანდიდატები წარადგინა
"პატრიოტთა ალიანსმა" ბორჯომში მერობის კანდიდატი დაასახელა
‘პატრიოტთა ალიანსმა’ ახალქალაქი-ნინოწმინდაში დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა