FM97.5 / LIVE

ბორჯომი–ასპინძის მაჟორიტარობის კანდიდატები ოლქებში არსებულ პრობლემებზე

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები, მე ვირჩევ 30.09.2016
ბორჯომი – ასპინძის ოლქში დასახელებულ მაჟორიტარობის კანდიდატებს, მთავარ პრობლემებად უმუშევრობა, ეკოლოგიური მდგომარეობა, მოსახლეობასთან კომუნიკაციის ნაკლებობა. გაზიფიცირება და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა მიაჩნიათ.

ბორჯომი–ასპინძის მაჟორიტარობის კანდიდატები ოლქებში არსებულ პრობლემებზე
მთავარ პრობლემად ასევე უმუშევრობას ასახელებს N45–ე ბორჯომი–ასპინძის მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობისთვის მებრძოლი ათივე კანდიდატი.

ბლოკის „სახელმწიფო ხალხისთვის“ კანდიდატი კახა ბერიძე ამბობს, რომ უმუშევრობის პრობლემას გადასახადების შემცირების გზით მოაგვარებს. მათთვის ასევე პრიორიტეტული განათლების დონის გაზრდა იქნება. კახა ბერიძე პარლამენტში გასვლის შემთხვევაში პირველ საკითხად ასპინძასა და ბორჯომში სოციალური პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებს.

ოპონენტებისგან განსხვავებით, მაჟორიტარისა და ადგილობრივი ხელისუფლების არაეფექტური კომუნიკაცია აწუხებს „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატს ზურა ხაჩიძეს: „ამ სტერეოტიპებს დავამსხვრევ და ჩემი კაბინეტის კარი ნებისმიერი მოსახლისთვის ღია იქნება“. იგი პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, პირველ საკითხად ბორჯომში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემას დააყენებს, რომელიც პლატოს ტერიტორიაზე ხის ჭრას ეხება.

მაჟორიტარისა და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობაზე, ასევე ეკოლოგიურ პრობლემებზე საუბრობს „ლეიბორისტული“ პარტიის კანდიდატი გიორგი გიუაშვილი. „მე ვიქნები ხმა პარლამენტში და არა ყურმოჭრილი მონა“, – ამბობს იგი და ამატებს, რომ პირველ რიგში უკანონო ჭრების საკითხს წამოწევს.

მცირე საწარმოების განვითარებაში ხედავს დასაქმების პრობლემის მოგვარებას „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატი ამირან ტყეშელაშვილი. პარლამენტში შესვლის შემთხვევაში კი მისთვის მთავარი საკითხი უბლოკო სტატუსი იქნება.

უმუშევრობის პრობლემის მოსაგვარებლად დიფერენცირებული საგადასახადო სისტემის შემოღებას აპირებს „ეროვნული ფორუმის“ კანდიდატი აკაკი ლეკიშვილი. გარდა ამისა, იგი ფიქრობს, რომ ერთერთი პრიორიტეტი ფერმერული მეურნეობის წახალისება იქნება.

სახელისუფლებო პარტიის, „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატი გედევან ფოფხაძე ფიქრობს, რომ მთავარი პრობლემა სოფლებში გაზიფიცირება და უმუშევრობაა. პრობლემის მოგვარებას კი თითოეულ თემში პრიორიტეტების დასახვით, ეტაპობრივად აპირებს.

გაზიფიცირების პრობლემის მოგვარებაა პრიორიტეტული „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის ტარიელ ლონდარიძისთვისაც. მისი თქმით, ბორჯომში მოსახლეობის მერქნით მომარაგების პრობლემაც არსებობს: „მაგალითად ტაბაწყური, მაღალმთიანი სოფელია და უკვე საშეშე მერქანი სჭირდებათ, თუმცა, ამ დრომდე, არცერთ ოჯახს ბილეთი არ მისვლია სახლში“.

ოპონენტებისაგან განსხვავებით ყველაზე დიდ პრობლემად მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა მიაჩნია „მემარცხენე ალიანსის“ კანდიდატს გივი მჭედლიშვილს: „მაგალითად, ბორჯომი ტურისტული ზონაა და რას გავს აქაურობა. თუ მოვალ ხელისუფლებაში, ეს იქნება ჩემი მთავარი პრიორიტეტი“.

კონკრეტულ პრობლემებზე არ გვესაუბრება, რეგიონში ერთადერთი ქალი კანდიდატი მარინა გელაშვილი. თუმცა ირწმუნება, რომ საკუთარ საარჩევნო ოლქს კარგად იცნობს და აქ მცხოვრებთა პრობლემები მისთვის ცნობილია.

საკუთარ საარჩევნო ოლქში ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას აპირებს „ჩვენი სახალხო პარტიის“ კანდიდატიავთანდილ გონგლაძე: „მეც ბიზნესმენი ვარ და მთელი ამ წლების განმავლობაში ტერორში ვიყავი ხელისუფლებისგან, ხან პურის ბიზნესი ჩამიგდეს და ხან რესტორანი დამიხურეს, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებ, მათი დამოუკიდებლობისათვის“.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]

ბორჯომი–ასპინძის მაჟორიტარობის კანდიდატები ოლქებში არსებულ პრობლემებზებორჯომი–ასპინძის მაჟორიტარობის კანდიდატები ოლქებში არსებულ პრობლემებზე
სამხრეთის კარიბჭეს" პროექტი,
'ინფორმირებული არჩევანი – დემოკრატიის საფუძველი'
ხორციელდება საარჩევნო სისტემების განვითარების,
რეფორმებისა და სწავლების ცენტრის
ფინანსური მხარდაჭერით


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

1 ქალი და 27 მამაკაცი – მაჟორიტარები სამცხე–ჯავახეთიდან
ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარობის კანდიდატები ოლქებში არსებულ პრობლემებზე
ნინოწმინდა–ახალქალაქის მაჟორიტარობის კანდიდატები ოლქებში არსებულ პრობლემებზე
10:00 საათისთვის N45 ასპინძა– ბორჯომის ოლქში "ოცნების" კანდიდატი ლიდერობს
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [6 სექტემბრის მდგომარეობით]
ზურა ხაჩიძე ბორჯომსა და ასპინძაში „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატობის კანდიდატია
27 კანდიდატი, 212 უბანი და 146160 ამომრჩეველი სამცხე–ჯავახეთში