FM97.5 / LIVE

ახალციხის მერობისა და გამგებლობის კანდიდატებმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს

მთავარიპოლიტიკა 02.06.2014
დასაქმება, ტურიზმის განვითარება, ბიუჯეტისთვის თანხის მოძიება, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია და რელიგიური ნაგებობების მშენებლობა - ეს ის თემებია, რაზეც დღეს, 2 ივნისს ახალციხის მერობისა და გამგებლობის კანდიდატებმა ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრეს.

ახალციხის მერობისა და გამგებლობის კანდიდატებმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს
შეხვედრა, რომელსაც თითო პოლიტიკური პარტიიდან, ბლოკიდან, ან გაერთიანებიდან მერობის, ან გამგებლობის კანიდატი უნდა დასწრებოდა ოთხ საათს გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში თითო საარჩევნო სუბიექტს კითხვებზე პასუხის გასაცემად და საარჩევნო პროგრამის წარსადგენად ერთი საათი ეთმობოდა.

რეგიონული მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ახალციხის მერობის კანდიდატმა გელა დემეტრაძემ, „სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზის“ მერობის კანდიდატმა გოჩა ათოშვილმა, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გიორგი კოპაძემ და „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის“ გამგებლობის კანდიდატმა ოლეგ ძოწენიძემ უპასუხეს.

შეხვედრაზე არ გამოცხადდა „არასაპარლამენტო ოპოციციის“ მერობის კანდიდატი ნატალი სისვაძე, ასევე, „დავით თარხან მოურავი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“ გამგებლობის კანდიდატი მამუკა გოგოლაძე.

შეხვედრაზე, რომელიც „ახალციხის დემოკრატიული ჩართულიბის ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა, გამგებლობისა და მერობის კანდიდატებმა შემდეგ შეკითხვებს უპასუხეს: როგორ აპირებთ უმუშევრობის პრობლემის გადაჭას; რა კონკრეტული გეგმა გაქვთ ტურიზმის განვითარებისთვის; როგორ აპირებთ ახალციხის ბიუჯეტისთვის თანხის მოძიებას; გყავთ თუ არა გუნდში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები; რა სტრატეგია გაქვთ შემუშავებული ინტეგრაციული პროცესების გასაუმჯობესებლად; როგორ ფიქრობთ უნდა ჰქონდეთ თუ არა სალოცავების მშენებლობის უფლება რელიგიურ უმცირესობებს;

დასაქმება

მერობისა და გამგებლობის კანდიდატები უმუშევრობის პრობლემის გადაჭრას მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით აპირებენ.

ახალციხის მერობისა და გამგებლობის კანდიდატებმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს„პირველ რიგში ბიზნესისთვის უნდა შევქმნათ თავისუფალი გარემო“, - ამბობს ათოშვილი.

მას ეთანხმება დემეტრაძეც: „თუ არ განვითარდა ბიზნესი და სამეწარმეო საქმიანობა, უმუშევრობის პრობლემას ვერ მოვაგვარებთ. მხოლოდ საბიუჯეტო სამსახურებში თანამშრომლების გაზრდით, სამუშაოს მაძიებელთა რიცხვს ვერ შევამცირებთ“.

ტურიზმი

გიორგი კოპაძეს ტურიზმის განვითარების გეგმა უკვე შემუშავებული აქვს. მისი თქმით, გამარჯვების შემთხვევაში პირველი რასაც გააკეთებს მერიაში ტურიზმის სამსახურის შექმნა იქნება: „შევქმნი სპეციალურ სამსახურს, რომელიც ტურიზმის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული და მას პროფესიონალებით დავაკომპლექტებ. ასევე, გაკეთდება ტურისტული კაფეები, ღამის კლუბები“ახალციხის მერობისა და გამგებლობის კანდიდატებმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს

ტურიზმის განვითარების კონკრეტული გეგმა აქვს გელა დემეტრაძესაც. იგი ამ მიმართულებით მუშაობას „ახალციხის ციხიდან“ დაიწყებს: „ახალციხის ციხე, ტურისტული ობიექტის თვალსაზრისით საქართველოში ერთ–ერთი საუკეთესოა. ჩვენ უკვე შემუშავებული გვაქვს რეგიონის განვითარების სტრატეგია, სადაც ტურიზმს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. გავაკეთებთ ასევე საინფორმაცი ცენტრს, საიდანაც ტურისტი ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს“.

გოჩა ათოშვილის თქმით, ქალაქში ერთი ტურისტული ობიექტის არსებობა საკმარისი არ არის: „უნდა შეიქმნას ტურისტული ბიუროები, მაგრამ ამისთვის ჯერ მოსაწესრიგებელია ქალაქის ესთეტიკური მხარე. გავაკეთებთ საზოგადოებრივ ტუალეტებს“.

ინტეგრაცია

ახალციხის მერობისა და გამგებლობის კანდიდატებმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხესოლეგ ძოწენიძე ამბობს, რომ ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციაზე აქტიურად იმუშავებს : „ეთნიკური უმცირესობის წევრები, როგორც სასწავლებლად, ისე სამუშაოდ ძირითადად საზღვარგარეთ მიდიან, ამიტომ მათ ხელი უნდა შევუწყოთ, რომ უმაღლესი განათლება ადგილზე მიიღონ და შემდეგ თავიანთ ქალაქში, რეგიონშივე დასაქმდნენ“.

გოჩა ათოშვილის თქმით, ეთნიკური უმცირესობების ინტერესის სფერო ძირითადად ბიზნესია, ამიტომ მათ დასაქმებას იგი ბიზნესის კუთხით გეგმავს.
გელა დემეტრაძე გამარჯვების შემთხვევაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, როგორც ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანობეში, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებას ჰპირდება: „ჩვენ გუნდში ბევრი ეთნიკური სომეხია. მათ შორის არა ერთი მათგანი საკვანძო თანამდებობებზეც დაინიშნება“.

სალოცავები

რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, უნდა ჰქონდეთ თუ არა სალოცავების მშენებლობის უფლება რელიგიურ უმცირესობებს, ოთხივე კანდიდატი გვპასუხობს, რომ ლოცვის უფლება ყველას აქვს, თუმცა ამით სხვა რელიგიური მრწამსის მქონე ადამიანების უფლებები არ უნდა შეიზღუდოს.

გიორგი კოპაძე ახალციხეში აღნიშნულ პრობლემას ვერ ხედავს. მისი თქმით, რელიგიური უმცირესობების სალოცავების მშენებლობის ნებართვის უფლება კომპეტენტურმა ადამიენებმა უნდა გასცენ: „ლოცვის უფლება ყველას აქვს, მაგრამ ჩემი ლოცვა სხვას არ უნდა აწუხებდეს“.

კოპაძის მოსაზრებას იზიარებს გოჩა ათოშვილი. მისი თქმით, ერთი რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებმა არ უნდა შელახონ მეორის უფლებები: „სალოცავი ყველას უნდა ჰქონდეს, თუმცა არ იქნება სწორი რომ მუსლიმებმა მინარეთი დადგან და იქიდან ხმამაღლა ილოცონ, რადგან სიახლოვეს შეიძლება ცხოვრობდნენ როგორც ქრისტიანები ისე სხვა მრწამსის მქონე ადამიანები“.

ახალციხის მერობისა და გამგებლობის კანდიდატებმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხესგელა დემეტრაძის თქმით, სალოცავი ყველას უნდა ჰქონდეს, თუმცა მშენებლობაზე ნებართვა კომპეტენტურმა პირებმა უნდა გასცენ.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სალოცავების აშენების უფლება – რას ფიქრობენ ადიგენის მერობის კანდიდატები
ახალციხის მერობის კანდიდატებმა ამომრჩევლების კითხვებს უპასუხეს
წინასწარი შედეგებით, ახალციხეში არჩევნები 'ოცნებამ' მოიგო
ბრიფინგი 'ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის' კანდიდატებთან
ხუთი კითხვა ახალციხის მერობის კანდიდატს ზაზა ნათენაძეს
ახალციხეში „ოცნების“  გამგებლობის კანდიდატმა   ხმების 59.7 % დააგროვა
ახალციხის მერობის კანდიდატმა ნატალი სისვაძემ კანდიდატურა მოხსნა