FM97.5 / LIVE

რაში ადანაშაულებენ 'ნაციონალები' 'ოცნებას' – საგანგებო ბრიფინგი

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 11.06.2014
ახალციხის მერობის კანდიდატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, გელა დემეტრაძე, „ქართულ ოცნებას“ ამომრჩევლების მოსყიდვაში ადანაშაულებს.

რაში ადანაშაულებენ 'ნაციონალები' 'ოცნებას' – საგანგებო ბრიფინგი
გელა დემეტრაძემ დღეს, 11 ივნისს, საგანგებო ბრიფინგი გამართა, რომელზეც განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლების მოსყიდვა სხვადასხვა გზებით დაიწყო.

„სახელისუფლებო ძალები მაქსიმალურად იყენებენ ყველა რესურსს იმისთვის, რომ არჩევნები მათთვის დადებითი შედეგით დასრულდეს. მაგალითად, სოფლებში კლდესა და წირაში სასწრაფოდ დაიწყეს გზების რეაბილიტაცია. საქმე იმაშია, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტს არ აქვს გამოცხადებული ტენდერი, რომელიც გულისხმობს ამ ორ სოფელში გზების შეკეთებას. არ ყოფილა არც წვიმა და სეტყვა, რომ გზები დაზიანებულიყო და საჭირო გამხდარიყო აღნიშნული სამუშაოების დაწყება“, – განაცხადა მედიასთან გელა დემეტრაძემ.

რაში ადანაშაულებენ 'ნაციონალები' 'ოცნებას' – საგანგებო ბრიფინგი ამავე ბრიფინგზე გელა დემეტრაძე გაზეთ „სამხრეთის კარიბჭეში“ გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა, რომელშიც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გიორგი კოპაძე ოლეგ სანდროშვილს „ნაციონალებთან“ გარიგებაში ადანაშაულებს.

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პირდაპირ გვადანაშაულებს, რომ თითქოს ჩვენ ვმართავთ ადგილობრივ ხელისუფლებას და საბოტაჟს აქვს ადგილი. ვითომ ჩვენ გვინდა, რომ მოსახლეობა უარყოფითად განვაწყოთ ხელისუფლების მიმართ. რაში გამოიხატება ის, რომ ჩვენ ვმართავთ დღეს საკრებულოს, რა კონკრეტული იდეით ან პროექტით შევიდნენ, რომელიც დაბლოკა საკრებულომ?!“,–აცხადებს დემეტრაძე.

გელა დემეტრაძე ფიქრობს, რომ მმართველი გუნდი ყველა რესურსს გამოიყენებს არჩევნების მოსაგებად.

რაში ადანაშაულებენ 'ნაციონალები' 'ოცნებას' – საგანგებო ბრიფინგი „სახელისუფლებო ძალამ იგრძნო მოსახლეობის უარყოფითი განწყობა, ამიტომ არ მოერიდებიან სხვადასხვა გზებით არჩევნების გაყალბებას, მაგალითად, ეგრეთ წოდებული, კარუსელით, ბიულეტენების ჩაყრით და ა.შ. მინდა მივმართო საუბნო კომისიების წევრებს, თავმჯდომარეებს და მათ მოადგილეებს, ეს არის სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი დანაშაული და ვინც ამ დანაშაულს ჩაიდენს, ყველას თავის დროზე მოეთხოვება პასუხი“, – აცხადებს დემეტრაძე.

ბრიფინგის დასრულების შემდეგ გელა დემეტრაძემ ჟურნალისტებს ფოტო და ვიდეო მასალა გადასცა, რომელზეც სოფელ კლდეში გზის შეკეთების სამუშაოებია ასახული.


ვიდეომასალა, რომელიც ჟურნალისტებს "ნაციონალებმა" მიაწოდეს.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'ნაციონალების' მერობის კანდიდატმა საგანგებო ბრიფინგი გამართა
ცესკო: გიორგი კოპაძე 60.44, გელა დემეტრაძე 31. 03 პროცენტი
გელა დემეტრაძემ ამომრჩევლებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო
გელა დემეტრაძე ქალაქში გაკრულ პლაკატებს მმართველ გუნდს უკავშირებს
მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი: დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებ
გელა დემეტრაძე: ეს არის მიზანმიმართული აქცია, ხელისუფლების დაგეგმილი და ორგანიზებული
გელა დემეტრაძე: ხალხის ნდობა არ დაგვიკარგავს