FM97.5 / LIVE

'ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის' წარმომადგენლები ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 04.06.2014
„ნინო ბურჯანაძე–ერთიანი ოპოზიციის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ საარჩევნო კანდიდატებზე, მათ შორის, მერობის კანდიდატზეც, ზეწოლა ხორციელდება. თუმცა, ვინ და რა ფორმით ახორციელებს ზეწოლას, არ აკონკრეტებენ.

'ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის' წარმომადგენლები ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ
პარტიის რეგიონული კოორდინატორი ჯიმშერ გოგოლაური ამბობს, რომ ზეწოლის შედეგად პარტიის 6–მა მაჟორიტარმა კანდიდატურა მოხსნა. გარდა ამისა, ზეწოლა ხორციელდება მერობის კანდიდატზე ზაზა ნათენაძეზე: „ბოლო სამი დღეა პიროვნება შეიცვალა. რა უნდა ვიფიქროთ?! ხორციელდება მასზე ზეწოლები ხელისუფლების მხრიდან“.

აღნიშნულ ფაქტს თავად მერობის კანდიდატი კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ მსგავსი არაფერი ხდება.

„საერთოდ არანაირი ზეწოლა არ არსებობს. სამსახურის გამო ვერ შევძელი შეხვედრაზე მისვლა“, – ამბობს ზაზა ნათენაძე.

წინასაარჩევნო ვითარებაზე სასაუბროდ გუშინ, 3 ივნისს, პარტიას ნინო ბურჯანაძის გუნდის წევრი ირაკლი ბათიაშვილი სტუმრობდა. რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ბათიაშვილს მუნიციპალიტეტში წინასაარჩევნო სიტუაცია გააცნეს და იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რაც მათ საარჩევნო აგიტაციის დროს ექმნებათ.

„ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რაც ამ რეგიონში გვექმნება. კერძოდ, საუბარია იმ ზეწოლაზე, რასაც ჩვენი კანდიდატები განიცდიან. მაგალითად, ახალციხის რაიონში, 6 უბანზე ამოვარდა ჩვენი კანდიდატი, რის შედეგადაც, ფაქტობრივად ოპოზიციის გარეშე დარჩა „ქართული ოცნება და ამით თვითონვე შეუქმნა თავის თავს პრობლემა“, – განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბრიფინგი 'ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის' კანდიდატებთან
რატომ მოიხსნა 'ნაციონალების' მაჟორიტარმა კანდიდატურა ახალციხეში
ახალციხის მერობის კანდიდატები არჩევნების დღეს აფასებენ
ახალციხის პირველ უბანზე მმართველი გუნდის კანდიდატები ლიდერობენ
ადიგენში ‘ევროპული საქართველოს’ მაჟორიტარობის კანდიდატი ზეწოლაზე ალაპარაკდა [Video]
ცესკოს მონაცემებით ახალციხეში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ლიდერობს
წინასწარი შედეგებით, ახალციხეში არჩევნები 'ოცნებამ' მოიგო