FM97.5 / LIVE

ახალციხის მერობის კანდიდატმა ნატალი სისვაძემ კანდიდატურა მოხსნა

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 05.06.2014
თვითმმართველი ქალაქის ახალციხის მერობის ერთადერთმა ქალმა კანდიდატმა ნატალი სისვაძემ ბლოკ „არასაპარლამენტო ოპოზიციიდან“ კანდიდატურა მოიხსნა.

ახალციხის მერობის კანდიდატმა ნატალი სისვაძემ კანდიდატურა მოხსნა
ნატალი სისივაძემ შესაბამისი განცხადებით N37–ე ახალციხის საარჩევნო ოლქს გუშინ, 4 ივნისს, საღამოს მიმართა.

სისვაძე აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას პოლიტიკური სარჩული არ აქვს, უბრალოდ გადაწყვიტა ოპონენტებს დაუთმოს ასპარეზი. თავად რჩება ქალაქში და აპირებს ბოლომდე დაეხმაროს თანაგუნდელებს საარჩევნო ბრძოლაში.

„მე ჩემი წილი პასუხისმგებლობა ახალციხელების წინაშე მაშინ ავიღე, როცა კანდიდატად დამასახელეს. აქედან გამომდინარე, აქ ვრჩები და სამომავლოდ არაერთი აქტივობა მაქვს დაგეგმილი“, – ამბობს მერობის უკვე ყოფილი კანდიდატი და აქვე ამატებს, რომ სურვილის შემთხვევაში მომავალში ითანამშრომლებს გამარჯვებულ კანდიდატთან.

„მე, ნატალი სისვაძემ, როგორც ბლოკი „არასაპარლამენტო ოპოზიცია“ (კუკავა, ჩიხრაძეს) ახალციხის უპარტიო მერობის კანდიდატმა, მივიღე გადაწყვეტილება, მომეხსნა ჩემი კანდიდატურა თვითმმართველობის არჩევნებიდან. ბუნებრივია ჩემს გადაწყვეტილებას სხვადასხვანაირი ინტერპრეტაცია მიეცემა, მინდა ნათლად განვაცხადო, რომ ეს გადაწყვეტილება ჩემია და გარდა საკუთარი სურვილისა, სხვა საფუძველი არ გააჩნია.

ვფიქრობ, ამ საარჩევნო კამპანიამ უდიდესი გამოცდილება შემძინა. კიდევ უფრო ჩამახედა და დამაახლოვა ჩემს თანამოქალაქეთა პრობლემებთან. ამ ეტაპზე საჭიროდ ჩავთვალე გზა დავუთმო ჩემს მეგობრებს, მაგრამ ეს სრულიადაც არ ნიშანვს იმას, რომ მე ვტოვებ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ასპარეზს. მე ვრჩები ახალციხეში, გამოვთქვამ მზაობას და მჯერა, რომ არჩეულ მერთან შევძლებ ეფექტურ თანამშრომლობას და ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ ერთად“, – ნათქვამია საოლქო კომისიაში შეტანილ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ახალციხის მერობისთვის ხუთი კანდიდატი იყო რეგისტრირებული, 4 მამაკაცი და ერთი ქალბატონი. დღეიდან ახალციხის მერობისთვის ბრძოლას ოთხი მამაკაცი გააგრძელებს:ზაზა ნათენაძე – „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციიდან“, გელა დემეტრაძე – ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, გოჩა ათოშვილი – „სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზიდან“ და გიორგი კოპაძე – ბლოკ „ქართული ოცნებიდან“.

[ნინო ნარიმანიშვილი, მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

წინასწარი შედეგებით, ახალციხეში არჩევნები 'ოცნებამ' მოიგო
ახალციხეში 20–მა საარჩევნო სუბიექტმა კანდიდატურა მოიხსნა
ახალციხის N6 და N7 უბნების შედეგები ცნობილია
საოლქო კომისიაში კიდევ 2 უბნის მონაცემი შევიდა
ვინ იბრძვის მერობისა და გამგებლობისთვის ახალციხეში
ახალციხის მესამე საარჩევნო უბანი 'ოცნებამ' მოიგო
6 უბნის მონაცემებით, ახალციხეში ზაზა მელიქიძე ლიდერობს