FM97.5 / LIVE

რატომ მოიხსნა 'ნაციონალების' მაჟორიტარმა კანდიდატურა ახალციხეში

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 21.05.2014
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ახალციხეში ძალოვან სტრუქტურებს ზეწოლაში ადანაშაულებენ;

რატომ მოიხსნა 'ნაციონალების' მაჟორიტარმა კანდიდატურა ახალციხეში
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მალხაზ ივანიძემ, რომელიც კენჭს 9 აპრილზე, რუსთაველის ქუჩის ნაწილისა და საბარგო სადგურზე იყრიდა, კანდიდატურა მოიხსნა. ამის შესახებ, ახალციხის მერობის კანდიდატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ გელა დემეტრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ივანიძე მასთან ოფისში გუშინ, 20 მაისს, დილით მივიდა: „აფრიაქებული და შეშინებული მეჩვენა. მითხრა, რომ ძალოვანი სტრუქტურებიდან ზეწოლას ვეღარ უძლებდა და კანდიდატურა უნდა მოეხსნა. ვურჩიე კიდევ დაფიქრებულიყო, მაგრამ დღეს უკვე გავიგე, რომ კანდიდატურა მოუხსნია“.

ამის გამო, „ნაციონალურ მოძრაობას“ 37.01.02 უბანზე მაჟრიტარი კანდიდატი აღარ ეყოლება.

„კანდიდატების რეგისტრაციის ვადა დასრულებულია, ამიტომ აქ ბრძოლა კანდიდატის გარეშე მოგვიწევს, - აცხადებს დემეტრაძე და ამატებს, რომ მითი იმის შესახებ, თითქოს ახალციხეში წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ ვითრებაში ხორციელდება, ტყუილია, - რეალურად დიდი ზეწოლები ხორციელდება“.

საწინააღმდეგოს აცხადებს თავად ივანიძე. მისი თქმით, მასზე ზეწოლა არ განხორციელებულა: „ჩემი სურვილით მოვიხსენი კანდიდატურა. ოჯახური პრობლემები შექმნა და იმიტომ“.

კითხვაზე, რატომ არ განაცხადა ამის შესახებ უფრო ადრე და რატომ დატოვა პარტია მაჟორიტარის გარეშე, გვპასუხობს: „საქართველოდან უნდა წავიდე მალე. მეც არ ვიცოდი ასეთი რამ ჩემს გარშემო ასე მალე თუ მოხდებოდა. ცოტა ჯანმრთელობის პრობლემაც მაწუხებს“.

მიუხედავად იმისა, რომ მომხდარს ივანიძე უარყოფს, დემეტრაძე კი ვერ აკონკრეტებს თუ ვისი მხრიდან განხორციელდა ზეწოლა, „სამხრეთის კარიბჭე“ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავარ პროკურატურას დაუკავშირდა.

„მორატორიუმია გამოცხადებული და უმჯობესი იქნებოდა უკეთ აეხსნათ რა და როგორ მოხდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დემეტრაძის განცხადება გაუგებარია“, - ამბობს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის წარმომადგენელი თემურ დოლიძე.

კატეგორიულად უარყოფენ რაიმე ზეწოლის მცდელობასაც კი შსს–ში.

დემეტრაძე კი აცხადებს, რომ მომხდარს ინტენსიური სახე ჰქონდა და აღნიშნულის შესახებ განცხადებას ცენტრალური შტაბი გაავრცელებს. ამ დრომდე მას მომხდართან დაკავშირებით უწყებათაშორისი კომისიისთვის არ მიუმართავს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'ნაციონალების' მერობის კანდიდატმა საგანგებო ბრიფინგი გამართა
ახალციხეში 20–მა საარჩევნო სუბიექტმა კანდიდატურა მოიხსნა
ჯავახეთში 'ლელოს'  წარმომადგენელმა კანდიდატურა მოიხსნა
ახალციხის მერობის კანდიდატმა ნატალი სისვაძემ კანდიდატურა მოხსნა
რატომ მოიხსნეს კანდიდატურები სამცხე–ჯავახეთში საარჩევნო სუბიექტებმა
ვანო მერაბიშვილის მშობლიურ სოფელში  'ოცნებას' კონკურენტი აღარ ჰყავს
რექტორის არჩევნებამდე ორი საათით ადრე კანდიდატურა რეზო ზედგინიძემაც მოიხსნა