FM97.5 / LIVE

გაიგე რას ჭამ! –ახალციხეში მომხმარებელთა დახმარების ცენტრი ამოქმედდა

მთავარისაზოგადოება 29.05.2014
ახალციხეში მომხმარებელთა დახმარების ცენტრი და ცხელი ხაზი ამოქმედდა, რომლის საშუალებით, საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტები მოსახლეობას მათ მიერ შეძენილი პროდუქტის ვარგისიანობას შეუმოწმებენ.

გაიგე რას ჭამ! –ახალციხეში მომხმარებელთა დახმარების ცენტრი ამოქმედდა
მომხმარებელთა დახმარების ცენტრი რუსთაველის N95–ში ფუნქციონირებს. ცენტრში ამბობენ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ნებისმიერ მსურველს, ვისაც შეძენილი პროდუქტის ვარგისიანობაში ეჭვი შეეპარება, შეუძლია ცხელ ხაზზე დარეკოს და ცენტრის თანამშრომლებისგან კომპეტენტური რჩევა მიიღოს. ცხელი ხაზის ნომერია 551 555 267, ზარი უფასოა.

მომხმარებლის ზარებს ცენტრის ხელმძღვანელი, ჰიგიენისტი, ეპიდემიოლოგი ეთერ ზედგინიძე უპასუხებს.

„თუ მოგვმართავენ, რომ მათ შეიძინეს პროდუქტი, რომელიც საკვებად უვარგისი იყო და მოწამლა, ჩვენ შევეცდებით დავეხმაროთ კონკრეტულად აღნიშნულმა პროდუქტმა მოწამლა თუ არა. ამავე დროს, შესაბამის ინსტანციებს ჩავაყენებთ საქმის კურსში. ვატყობინებთ სურსათის ეროვნულ საგენტოს და მათი სპეციალისტები იკვლევენ“ – ამბობს ცენტრის ხელმძღვანელი ეთერ ზედგინიძე და ამატებს, რომ ცენტრს შეუძლია მიმართოს მშობელმაც იმ შემთხვევაში, თუ ბავშვთა დაწესებულებებში კვებით მომსახურებასთან დაკავშირებით პრეტენზია ექნება.

მისივე თქმით, ცენტრს შეუძლია მომხმარებელს ინსტრუქტაჟი ჩაუტაროს გენმოდიფიცირებულია თუ არა პროდუქტი, ან აქვს თუ არა რადიაციის ნიშნები. შემოწმდება ეტიკეტიც.

ცენტრში განმარტავენ, რომ მომხმარებლის თხოვნით შესაძლებელია ანალიზის ჩატარებაც, წყალზე ან ნებისმიერ პროდუქტზე, რომლის ვარგისიანობაში მომხმარებელს ეჭვი შეეპარება. ანალიზის თანხას ევრაზიის თანამშრომლეობის ფონდი დაფარავს.

„შეგვიძლია წავიღოთ და შევამოწმოთ თბილისის ჰიგიენის კვლევით ინსტიტუტში და ასევე თბილისში, ორ კერძო ლაბორიატორიაში. იმ პროდუქცუას, რომელზეც მომხმარებელს ეჭვი შეეპარება, ჩვენი სახსრებით ვყიდულობთ“, – განმარტავს ზედგინიძე.

მომხმარებელთა დახმარების ცენტრები პროექტის „ევროკავშირთან დაახლოების გამჭირვალე პროცესი: სანიტარული და ფოტოსანიტარული პოლიტიკა საქართველოსა და მოლდოვაში“ ფარგლებში მუშაობს. აღნიშნული ცენტრები საქართველოს მასშტაბით ოთხ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, გორსა და ახალციხეშია გახსნილი.

პროექტი ორწლიანია და ევრაზიის თანამშრომლების ფონდი ევროკავშირისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგანტოს მხარდაჭერით ახორციელებს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის რამდენიმე მაღაზიაში საკვებად უვარგისი ხინკალი და პელმენი იყიდება
გაყინულ ხინკალსა და პელმენში ბაქტერიები აღმოაჩინეს
მომხმარებელთა დახმარების ცენტრმა ახალციხის პირველ საბავშვო ბაღში ხორცი შეამოწმა
ახალციხეში წყაროს წყალში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები აღმოჩნდა
ახალციხეში წყლის ხარისხის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას ითხოვენ
ახალციხის მაღაზიებში საკვებად უვარგისი ხაჭო იყიდება
სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებლებს უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევენ