FM97.5 / LIVE


">

ქალის ხმა არჩევნებში!“ — საინფორმაციო შეხვედრები ახალციხეში

მთავარისაზოგადოება 14.08.2017
ქალთა პოლიტიკში ჩართულობის ასამაღლებლად, ორგანიზაციამ "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტის ფარგლებში უკვე შედგა სამობილიზაციო, საინფორმაციო შეხვედრები ახალციხეში.


ქალის ხმა არჩევნებში!“ — საინფორმაციო შეხვედრები  ახალციხეში
შეხვედრა აწყურში


"ქალის ხმა არჩევნებში!“ – ასე ქვია პროექტს, რომლის მიზანია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ არჩევნებში ჩართული ყველა მხარის ცნობიერების ამაღლებით, ხელი შეეწყოს 2017 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალი კანდიდატების და ამომრჩევლების მონაწილეობის ზრდას.

პროექტის ძირითადი მიზანი ამომრჩეველი ქალების საჭირობების გამოვლენა და გამოვლენილი საჭიროებების - პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატებისთვის გაცნობაა.

პროექტი განხორციელდება საქართველოს 9 რეგიონის 12 ქალაქში: თელავი, რუსთავი, მცხეთა, მარნეული, გარდაბანი, ბოლნისი, გორი, ქუთაისი, ოზურგეთი, ფოთი, ბათუმი და ახალციხე.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია: ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატზე, მუსიკალურ ფესტივალებზე, კონცერტებზე.

გარდა ამისა, 12–ვე ქალაქის ბაზრებში გაიმართება საინფორმაციო აქციები, სადაც მოსახლეობას დაურიგდება საინფორმაციო მასალა თუ რა მნიშვნელობა აქვს არჩევნებში მონაწილეობას და ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას საზოგადოებისათვის.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ასევე გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები შშმ პირებსა და კომპაქტურად მცხოვრებ დევნილებთან, რათა გამოვლინდეს ქალთა ამ ჯგუფების საჭიროებები.

დაგეგმილია პოლიტიკური სუბიექტების და ქალი კანდიდატების დებატები ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობაზე; ქალი ამომრჩეველის საჭიროებებზე და მათ საარჩევნო პროგრამებში ასახვაზე. ასევე, გენდერული საუბრები მოსახლეობის, კანდიდატების, პოლიტიკური პარტიების, ახალგაზრდების, არასამთავრობო, სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით ქალთა პოლიტიკური მონაწილოების მნიშვნელობის და ქალი ამომრჩევლების საჭიროებებზე.

პროექტის ფარგლებში გამოქვეყნდება არჩევნებში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის და დისკრიმინაციული ენის გამოყენების დაუშვებლობაზე მანიფესტი.

პროექტის „დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას!“ პირველი ეტაპი - სამუშაო შეხვედრები პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ გენდერის მედიაცენტრებმა უკვე ჩაატარეს. ასეთი შეხვედრები შედგა ახალიცხეშიც.

პროექტს პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

ქალის ხმა არჩევნებში!“ — საინფორმაციო შეხვედრები  ახალციხეში
შეხვედრა ახალციხეში


ქალის ხმა არჩევნებში!“ — საინფორმაციო შეხვედრები  ახალციხეში
შეხვედრა ახალციხეში


[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საინფორმაციო აქცია ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის მხარდასაჭერად
ქალი პოლიტიკოსებისა და სტუდენტების დისკუსია სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში
დისკუსია – ამომრჩეველ ქალთა საჭიროებები [ანონსი]
დისკუსია ახალციხეში ქალი ამომრჩევლების საჭიროებების შესახებ
ახალციხის გენდერის მედიაცენტრში 'გენდერული საუბრები' გაიმართება
‘ქალების ხმა იგებს არჩევნებს’ – საინფორმაციო აქცია ახალციხეში
დისკუსია თემში მცხოვრებ ქალთა საჭიროებებზე