FM97.5 / LIVE

27 წლის ფერმერი

მთავარისაზოგადოება 25.05.2014
ერთი კურდღლით დაწყებული მცირე ბიზნესი და ერთ წელიწადში გაკეთებული კურდღლების ფერმა. როგორ უვლის ვალეში მცხოვრები გიორგი კაკაჩიშვილი ბოცვრებს და აქვს თუ არა მომავალი მის ბიზნესს.

27 წლის ფერმერი
ქალაქ ვალეში მცხოვრებ, 27 წლის გიორგი კაკაჩიშვილს, ერთი წლის წინ მხოლოდ ერთი კურდღელი ჰყავდა. მოგვიანებით მცირე ბიზნესის დაწყება გადაწყვიტა და სხვადასხვა ჯიშის კურდღლები მოაშენა.

„თავიდან ფერმის გაკეთებას არც ვფიქრობდი, მერე რატომღაც ამ ყველაფერს ბიზნესის თვალით შევხედე. წავედი თბილისში და რამდენიმე ჯიშის დედა ბოცვრები ვიყიდე, რაშიც საკმაოდ დიდი თანხა გადავიხადე“, – გვიყვება გიორგი და ამატებს, რომ გალიების კომპლექტი, რომელიც ათ დედა კურდღელზეა გათვლილი, დაახლოებით 800 ლარამდე დაუჯდა.

ახლა რვა დედა კურდღელი და 60–მდე ბაჭია ჰყავს. უმეტესობა ბარანის ჯიშისაა, დაახლოებით ათი პროცენტი კი ფლანდრი და ველიკანი. ამბობს, რომ კურდღლებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდებათ.27 წლის ფერმერი

„ერთი ადამიანი უნდა, ვინც მოუვლის, ყოველდღიურად კვება, წყლის დალევა, დასუფთავება და ასევე, ყოველდღიური დაკვირვება სჭირდება. თუ რაიმე დაავადება გამოვლინდა, ის ბაჭია აუცილებლად უნდა გაიყვანო იმ გალიიდან, სადაც სხვა ბაჭიებიც არიან“, – ამბობს იგი.

მას შემდეგ, რაც ფერმის გაკეთება გადაწყვიტა, კურდღლების მოვლის ტექნოლოგიები შეისწავლა და კურდღლებს თავად უვლის.

„წავედი ბიბლიოთეკაში, ძველი წიგნები ვნახე და წავიკითხე, ინტერნეტში ახალი ინფორმაციებიც მოვიძიე. პრინციპი იგივეა, მედიკამენტები, მკურნალობა, რა დროს რა უნდა გაუკეთო, მნიშვნელოვანი რაღაცეები ამოვწერე და ყველაფერს თავი მოვუყარე. ვეტერინარიც მე ვარ, მე თვითონ ვუკეთებ ნემსებს და ვუტარებ აცრებს“, – ამბობს გიორგი და ამატებს, რომ კურდღელი ორი–სამი წლის შემდეგ უნდა შეცვალო, რადგან რაც დრო გადის ბაჭიების რაოდენობას და ზომას ამცირებს.

27 წლის ფერმერი ახლა, ერთ გალიაში, ბაჭიებთან ერთად, ორი დედა კურდღელი ჰყავს. როგორც გიორგი გვიხსნის, ეს იშვიათობაა, რადგან დედები სხვა კურდღლის შვილს არ იკარებენ: „ალბათ ჯიშია ისეთი, ორივე დედა მე გავზარდე, გაზრდასაც მნიშვნელობა აქვს, როგორც შვილს ზრდი და შეიძლება ნერვიული ან მშვიდი და წყნარი ბავშვი იყოს, ასეა კურდღელიც, ისე ჯიში საკმაოდ თვინიერი, ჭკვიანი და გონიერია“.

ერთი წლის განმავლობაში, დაახლოებით, 100–მდე კურდღელი გაყიდა. ამბობს, რომ ეს რიცხვი უფრო მეტიც შეიძლებოდა ყოფილიყო.

„იმის გამო, რომ სხვა პირობები არ იყო, კურდღლები ზამთარშიც ამ გალიებში იყვნენ და გარეთ გამოიზამთრეს. ამიტომ ცოტა ბაჭიები გავყიდე. მთელი ზამთარი არ დამიმატებია, იმის გამო, რომ გარეთ გაიყინებოდა, სითბო და შესაბამისი პირობები რომ ყოფილიყო, უფრო მეტი მეყოლებოდა. ადგილი მაქვს და ახლა სპეციალური გალიები მჭირდება, შიგნით რომ გამოვაზამთრო“, – ამბობს გიორგი კაკაჩიშვილი და ამატებს, რომ ზამთარში კურდღლები თივით და მარცვლეულით იკვებებიან. თუმცა აღნიშნავს, რომ მარცვლეული საკმაოდ ძვირი ღირს.

27 წლის ფერმერიმისი თქმით, ადგილობრივ და დედაქალაქის ბაზარზე კურდღლის ფასი განსხვავებულია. ახალციხეში გაცილებით იაფია, მაშინ როცა თბილისში ფასები 100–150 ლარიდან იწყება. კურდღლის ღირებულება კი ჯიშზეა დამოკიდებული, შესაძლოა ბაჭია პატარა იყოს, თუმცა ჯიშიანი და უფრო ძვირი ღირდეს.

„თავიდან ბაზარში გამყავდა ხოლმე, მაგრამ მერე ხალხმა გაიგო და სახლშიც მოდიან საყიდლად. გარდა ამისა, განცხადება მაქვს განთავსებული ინტერნეტში. ცოტა ხნის წინ გორიდან დამირეკეს, ორი კურდღელი უნდოდათ, ორი კურდღლის გამო ისინი აქ რომ ვერ ჩამოვიდოდნენ და მე იქ ვერ წავიდოდი, მარშუტკას გავატანე“, – ამბობს იგი.

x საკუთარი ბიზნესის გასაფართოვებლად გიორგი კაკაჩიშვილმა „რეგიონული განვითარების ასოციაციაში“ პროექტიც წარადგინა. თუმცა არ დაუფინანსეს. ფიქრობს, რომ მცირე ბიზნესის განვითარებისთვის გარკვეული ხელშეწყობაა საჭირო.

„მინდოდა 20 დედა კურდღელზე გამეკეთებინა გალიები, თუ კაპიტალურად გააკეთებ, საკმაოდ ძვირი ჯდება. ყველაფერი მზად მქონდა, პროექტიც დავწერე, მაგრამ არ შემიწყეს ხელი, რისკიანი ბიზნესიაო“, – ამბობს იგი.

27 წლის ფერმერისაკუთარი ბიზნესის გაფართოებას ახლა თავად აპირებს. ამბობს, რომ თუ ვინმე კურდღლების ფერმის გაკეთებას გადაწყვეტს, კონსულტაციებსაც გაუწევს და კურდღლების მოვლის ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციასაც გაუზიარებს.

„განცხადებების საიტზე მიდევს ინფორმაცია და ბოლოს მიწერილი მაქვს თუ ვინმე ამ ბიზნესის წამოწყებას აპირებთ, დამირეკეთ და კონსულტაციას გაგიწევთ–თქო. მართალია ერთი წელია რაც კურდღლები მყავს, მაგრამ ძალიან ბევრი რამ ვისწავლე“, – ამბობს იგი.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

14 წლის ახალციხელი გიორგი შეგროვებული ფულით სარალიძის მოსანახულებლად წავიდა
რის მიხედვით არჩევენ ფერმერები რა დათესონ
ძვირი მშობიარობა და ადგილობრივი საავადმყოფოს ალტერნატივა
14 დღეა ახალციხელ ანაიდა ოგანესიანს უშედეგოდ ეძებენ

როცა ხუთი შვილის დედა ხარ
ახალქალაქში სისხლის დიალიზი არ კეთდება
უდის მეფრინველეობა ახალციხეს კვერცხებით ამარაგებს – BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის [R]