FM97.5 / LIVE

უდის მეფრინველეობა ახალციხეს კვერცხებით ამარაგებს – BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის [R]

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება, რეკლამა, განცხადებები 21.05.2018
სოფელი უდე ადიგენის მუნიციპალიტეტში ყველაზე დიდი სოფელია, რომლის მოსახლეობაც 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით 2700 კაცია. უდე ახალციხიდან 20 კილომეტრით არის დაშორებული და ხშირ შემთხვევაში სოფლის მოსახლეობა სწორედ ახალციხეშია დასაქმებული.

უდის მეფრინველეობა ახალციხეს კვერცხებით ამარაგებს – BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის [R]

უდე 33 სოფლიდან ერთ-ერთია, რომელიც პროგრამაში - "ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა"(CDI) მოხვდა. პროგრამა ინიცირებული და დაფინანსებულია კომპანია BP–სა და მისი პარტნიორების მიერ. CDI 2003 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს ბორჯომის, ახალციხისა და ადიგენის მუციპალიტეტების 33 სოფელში მოსახლეობი კეთილდღეობის გაუმჯობესებას.

პროგრამა სამიზნე სოფლებში ხელს უწყობს მოსახლეობას მცირე ბიზნესის, სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარებაში, სასოფლო სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობაში, სოფლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და სათემო ორგანიზაციების შექმნა-გაძლიერებაში. პროგრამის ფარგლებში ხდება საუკეთესო პროექტების შერჩევა და თანადაფინანსება. აღნიშნულ პროექტებს სამცხე–ჯავახეთში 2012 წლიდან "რეგიონული განვითარების ასოციაცია" (RDA) ახორციელებს.

გელა სარაშვილი უკვე სამი წელია უდეში მეფრინველეობას ეწევა. დღეისთვის იგი წარმატებული მეწარმეა, მაგრამ საქმიანობის დაწყებიდან დღემდე არაერთი დაბრკოლების გადალახვა მოუწია. როდესაც ქათმის ფერმის მოშენება გადაწყვიტა, გელამ, პირველ რიგში ინფორმაციის მოძიება დაიწყო, თუ როგორ და სად შეეძინა შეღავათიან ფასად მეორადი გალიები, გამოცდილებაც მეტ-ნაკლებად ჰქონდა, სოფლის ცხოვრებიდან გამომდინარე. ერთადერთი რაც ესაჭიროებოდა ფინანსური რესურსი იყო. სწორედ, ამ დროს გაიგო ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის შესახებ. ჯერ მეზობელმა უთხრა, რომ არსებობდა მსგავსი პროექტი, შემდეგ უკვე უბნის ცენტრში განცხადებაც ნახა და რეგიონული განვითარების ასოციაციის მიერ გამართულ კრებებსაც დაესწრო.

თავდაპირველად კონკურსში გამარჯვების იმედი არ ჰქონდა, რადგან, როგორც თვითონ აღნიშნავს, კონკურენცია საკმაოდ დიდი იყო, თუმცა, მიუხედავად განწყობისა გელას ბიზნეს გეგმამ დიდი მოწონება დაიმსახურა და თანადაფინანსებაც მოიპოვა.

"კონკურსში გამარჯვების შემდეგ რაოდენობრივად გავზარდე ფრინველი, რა თქმა უნდა, შემოსავალიც გაიზარდა. თანადაფინანსებიდან გამომდინარე, რა თანხაც უნდა ჩამედო, რომ დავინახე, ჩემი საქმე მომგებიანი იყო, შემდეგ უკვე იმაზე მეტი ჩავდე. რადგან თანადაფინანსება მივიღე, მომეცა სტიმული და რწმენა, რომ ნამდვილად წარმატებული იქნებოდა ჩემი ბიზნესი. თავიდან 500 ფრთა ქათმით დავიწყე, მერე 1000-ზე ავედით და ასე. ბევრი რამე შევიძინე და დავხვეწე ჩემი ფერმა. თანამედროვე სტანდარტებს მოვარგე".

სოფელ უდეში მეფრინველეობას თითქმის არავინ ეწევა. გელა ერთ-ერთი პირველი იყო ვინც გადაწყვიტა სწორედ ქათმების ფერმა აეშენებინა. რის შემდეგაც თანასოფლელებმაც გადაწყვიტეს, რომ ეს ბიზნესი შეიძლება მომგებიანი ყოფილიყო. დღეისთვის გელასთან რჩევის საკითხად არა მხოლოდ თანასოფლელები, არამედ, მთელი სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდანაც მოდიან.

უდის მეფრინველეობა ახალციხეს კვერცხებით ამარაგებს – BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის [R]"იყო შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი თანასოფლელს ახალი დაწყებული ჰქონდა მეფრინველეობა და საქმე არც თუ ისე კარგად მიდიოდა, რომ ვერ გაარკვია საქმე რაში იყო გელას თხოვა დახმარება. როგორც გაირკვა გაუსაძლის პირობებში ამყოფებდა ქათმებს, სადღაც გაეგო, რომ ძალიან მაღალი ტემპერატურა უნდათო, ფრინველი ფაქტიურად იღუპებოდა. გელამ დაურეგულირა ტემპერატურა, აუხსნა, რომ განიავებაც საჭიროა, სხვადასხვა სანიტარული ნორმების დაცვაშიც გაარკვია და დღეისთვის უკვე მასაც წარმატებული ბიზნესიც აქვს", - იხსენებს რეგიონული განვითარების ასოციაციის მცირე ბიზნესის განვითარების ოფიცერი - გია მღებრიშვილი.

თავად გელას ფერმაში ყველა სანიტარული ნორმები დაცული აქვს, რაც არც თუ ისე ხშირია სოფლად. მუდმივად ცდილობს განვითარდეს და თანამედროვე სტანდარტები დანერგოს, მოიძიოს ინფორმაცია ინტერნეტით, მოინახულოს და გაეცნოს მსგავსი ტიპის დიდი ქარხნების მუშაობას.
"ყველაფერი მაქსიმალურად დაცულია, შეწამვლა, დეზინფექცია, ხსნარებით დამუშავება, ყოველთვის ვცდილობ ვაკონტროლო და სანიმუშო წესრიგი მქონდეს. როდესაც ჩემთან რეგიონული განვითარების ასოციაციიდან კონსულტანტი მოვიდა, შეხედა ჩემს ფერმას და თქვა - მე ამას რაღა უნდა ვასწავლოო".

ამჟამად გელა კვერცხებით არა მარტო სოფელ უდეს და მის გარშემო მყოფ სოფლებს ამარაგებს. მისი პროდუქცია ახალციხეშიც მოთხოვნადია. აღნიშნავს, რომ ხშირად ურეკავენ ქალაქის მაღაზიებიდან და ეუბნებიან - "უდეს კვერცხებს" კითხულობენო. ფიქრობს, რომ ასეთი ინტერესი სწორედ მისი პროდუქციის მაღალი ხარისხითაა გამოწვეული.

ახლა, როცა უკვე, ბაზარზე თავი დაიმკვიდრა და დიდ ფერმებსაც უწევს კონკურენციას, თვლის, რომ გაფართოება და კრედიტის აღებაც შეუძლია.

"ძალიან დიდი ფერმის გაშენებას ვაპირებ ცალკე. 5000-მდე ფრთა მინდა მყავდეს. აქვე უდეში მაქვს მიწა. უკვე დაწყებული მაქვს თანხის შეგროვება, თუ საჭირო გახდება კრედიტსაც ავიღებ, უწყვეტი მომარაგება და მუდმივი კლიენტები მყავს და მარტივად შევძლებ თანხის გადახდას. მინდა კარგი შენობა დავდგა, თანამედროვე აპარატურით, უახლესი გალიებით. ვფიქრობ, სულ ცოტა 7 ადამიანს მაინც დავასაქმებ".

გელა სარაშვილი მიიჩნევს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივამ სოფლად არაერთი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა, ახალი გზები და პერსპექტივები დაანახა.

"ამ პროექტების წყალობით მოსულიერდა ხალხი, ჩვენს სოფელში ძალიან ბევრი პროექტია. დასაქმდა ხალხი, საქმე გაუჩნდათ. ბავშვებისთვისაც მოეწყო რაღაცეები. ძალიან დიდი შეღავათია. საკუთარი ბიზნესი დაიწყეს, ქალაქში სამუშაოებს აღარ ეძებენ".

რეგიონული განვითარების ასოციაცია


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

უდის ოსტატის მონდომება მეტალსაც ამარცხებს –   BP და მისი პარტნიორები სოფლისათვის [R]
თბილისიდან ანდეზიტში დაბრუნებული დალაქი – BP და მისი პარტნიორები სოფლისათვის [R]
BP ქალების ჩართულობისთვის (R)
”მცირე და საშუალო ბიზნესი ქვეყნის განვითარების ხერხემალი უნდა იყოს”
'შეკერილი ზღაპარი' - BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის [R]
დამწყები ბიზნესის ხელშეწყობა და წარმატებული ბენეფიციარები
 ცხრა შვილიანი ოსტატის  შედეგიანი შრომა - BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის [R]