FM97.5 / LIVE

14 წლის ახალციხელი გიორგი შეგროვებული ფულით სარალიძის მოსანახულებლად წავიდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.10.2018
ახალციხელი გიორგი გვრიტიშვილი 25 ოქტომბერს, თბილისში ჩავიდა და ერთი თვის განმავლობაში სკეიტბორდისთვის ნაგროვები ფულით, პარლამენტთან აქციაზე მდგარ ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს პროდუქტი ჩაუტანა.

14 წლის ახალციხელი გიორგი შეგროვებული ფულით სარალიძის მოსანახულებლად წავიდა

„ერთი კვირის წინ ვნახე პოსტი ფეისბუქზე, დავეხმაროთ შვილმკვდარ მამებსო და დედას ვთხოვე წავალ და ჩავუტან რაღაცეებს–მეთქი, ცოტა მერე დამთანხმდა, ავიღე ჩემი შეგროვებული ფული და თბილისში წავედი“,– გვიყვება 14 წლის გიორგი გვირტიშვილი.

შეკითხვაზე, რატომ გადაწყვიტა თბილისში სარალიძისა და მაჩალიკაშვილის მოსანახულებლად წასვლა, გვპასუხობს: „ცუდია, რომ ჩემი ტოლი ბიჭები იღუპებიან. ამიტომ წავედი“.

გიორგი თბილისში მარტო წავიდა, იქ ჩასულს ახლობელი დახვდა და პარლამენტთან მან მიიყვანა. ამბობს, რომ ზაზა სარალიძესთან მისი შეხვედრა ემოციური იყო: „თავიდან რომ ჩავედი ზაზა სახლში იყო, მერე მოვიდა. მანამდე იქ სხვები გავიცანი. ზაზა რომ მოვიდა მკითხვა ვინ ვიყავი და რატო ჩამოვედი. მერე წავედით მაღაზიაში, და პროდუქტები ვიყიდეთ, ერთად მივირთვით ყველამ. მკითხა რა გინდა რო გამოხვიდეო. მეც ვუთხარი ჯარისკაცი–თქო და მომიწონა ნათქვამი“.

ჯარისკაცის პროფესიაზე გიორგი დიდი ხანია ოცნებობს: „ჯარისკაცები გაჭირვებულებს ეხმარებიან და სამშობლოს იცავენ, ამიტომ აუცილბელად წავალ ჯარში“.

გიორგი ახალციხეში ბებიასთან და დასთან ერთად ცხოვრობს, დედა იტალიაშია წასული სამუშაოდ. გიორგი პირველ სკოლაში, მეცხრე კლასში სწავლობს. ყველაზე მეტად მათემატიკა უყვარს. მისი ჰობი კი ფეხბურთის თამაშია.

„ყველაზე მეტად მომწონს როცა გაჭირვებულ ადამიანებს ვეხმარები. ამ ბოლოს ერთ–ერთ ასეთ ოჯახს დავეხმარე თბილისში. სახლში საწოლებიც კი არ ჰქონდა და ფული გადავურიცხე. დედა, რომ მიგზავნის–ხოლმე ვაგროვებ და მერე ვცდილობ სხვებს დავეხმარო“, – ამბობს გიორგი.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ზაზა სარალიძესთან შესახვედრად აქციაზე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მივიდა
27 წლის ფერმერი
ახალგაზრდა მამაკაცს დედასა და მეზობლებზე ძალადობაში ადანაშაულებენ
ახალციხეში საცხოვრებელი სახლი გაქურდეს
თბილისში საპროტესტო აქცია დაიწყო
წაიღო თუ არა სახლში ბიულეტენები N15–ე საუბნო კომისიის თავმჯდომარემ
ახალციხიდან ვესტონამდე – ამერიკული ჯარის ქართველი ოფიცერი