FM97.5 / LIVE

ახალციხეში მცხოვრები დევნილებისთვის საცხოვრებელი გამოიძებნა

მთავარისაზოგადოება 01.10.2013
ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ დევნილებს, რომლებიც სხვადასხვა დაწესებულებებში ან ნაქირავებ ბინებში ცხოვრობენ ყოფილ სკოლა-ინტერნატის შენობაში შეასახლებენ და ფართსაც დაუკანონებენ.

ახალციხეში მცხოვრები დევნილებისთვის საცხოვრებელი გამოიძებნადღეს, 1 ოქტომბერს, რუსთაველის 115-ში მდებარე, ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილმა დაათვალიერა.

მისი განმარტებით, შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ახლო მომავალში დაიწყება.

„ეს ნიშნავს იმას, რომ უახლოეს მომავალში ახალციხეში დევნილების ფართებით დაკმაყოფილების თემა ამოიწურება. მათი გარკვეული ნაწილი უკვე დაკმაყოფილებულია, დანარჩენს ახლა დავაკმაყოფილებთ“,- ამბობს ცოტნიაშვილი.

ახალციხის მუნიციპალიტეტში 79 დევნილი ოჯახია რეგისტრირებული, აქედან, საცხოვრებელი ფართი მხოლოდ 17-ს აქვს დაკანონებული. აღნიშნულ ფართში დანარჩენ ოჯახებს შეასახლებენ.

ამ ეტაპზე ყოფილი სკოლა ინტერნატის შენობაში აფხაზეთიდან დევნილი 4 ოჯახი ცხოვრობს.

„ძალიან კმაყოფილები ვართ, საკუთარი ჭერი გვექნება, ამაზე კარგს ვერაფერს გაგვიკეთებენ. შენობას ნამდვილად ესაჭიროება რეაბილიტაცია“,- ამბობს თემურ ობოლაშვილი. ობოლაშვილების სამსულიანი ოჯახი აღნიშნულ შენობაში 20 წელიწადია ცხოვრობს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ ბლიაძის თქმით, ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დევნილები მზრუნველობის ქვეშ ყოველთვის იყვნენ, ახლა მათი ძირითადი პრობლემაც გადაიჭრება.

„მათთვის საახალწლოდ და სააღდგომოდ დახმარება ყოველთვის გვქონდა. სამხატვრო და სამუსიკო სკოლებში უფასოდ სწავლობენ, მათთვის უფასო იყო საბავშო ბაღებიც“,- ამბობს ბესიკ ბლიაძე.

მინისტრის მოადგილე ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლთან ბესიკ ბლიაძესთან ერთად დევნილთა სავალდებულო რეგისტრაციის პროცესსაც დაესწრო და რეგისტრაციისთვის მისულ დევნილებს გაესაუბრა.

ახალციხეში მცხოვრები დევნილებისთვის საცხოვრებელი გამოიძებნა

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში რეგისტრირებული დევნილებისთვის ახალი საცხოვრებელი კეთდება
დევნილები ახალციხეში ბინებს ერთ თვეში მიიღებენ
დევნილები ახალციხეში ბინებს ივნისში მიიღებენ
დევნილები ახალციხეში ბინებს მარტში მიიღებენ
რატომ გადაიდო ახალციხეში დევნილებისთვის ბინების განაწილების პროცესი ორჯერ
ახალციხეში დევნილებისთვის ბინების განაწილების პროცესი მეორედ გადაიდო
ახალციხეში დევნილების რეგისტრაცია მიმდინარეობს