FM97.5 / LIVE

საჯარო სკოლის დირექტორები სერტიფიცირების მეორე ეტაპს გაივლიან

მთავარისაზოგადოება » განათლება 25.10.2013
საჯარო სკოლის ის დირექტორები, რომლებმაც სერტიფიცირების პირველი ეტაპი - ტესტირება 2012 წელს გაიარეს, მიმდინარე წლის 28, 29 და 30 ოქტომბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამნისტროში მეორე ეტაპს - გასაუბრებას გაივლიან.

საჯარო სკოლის დირექტორები სერტიფიცირების მეორე ეტაპს გაივლიან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე იმ კანდიდატთა სიაა გამოქვეყნებული, რომლებმაც საჯარო სკოლის დირექტორების სერტიფიცირების პირველი ეტაპი წარმატებით გაიარეს და ახლა გასაუბრებაზე არიან დაბარებულები.

მათ შორისაა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთბილის საჯარო სკოლის დირექტორი სედა ნახაპეტიანიც. სერტიფიცირების პირველ ეტაპზე მან 73 ქულა მიიღო. როგორც სედა ნახაპეტიანი ამბობს, ტესტირება რთული არ იყო.

„29 ოქტომბერს ვარ დაბარებული გასაუბრებაზე. მეორე ეტაპსაც თუ წარმატებით გავივლი, მერე მესამე ეტაპი იქნება. რაც გულისხმობს, რომ ერთ-ერთ სკოლას ავირჩევ და მასზე სტრატეგიული განვითარების გეგმას მოვამზადებ, შემდეგ კი სამეურვეო საბჭომ უნდა ამირჩიოს“, - განმარტავს სედა ნახაპეტიანი.

იმ კანდიდატებისთვის კი, რომლებმაც სერტიფიცირების პირველი ეტაპი 2013 წელს წარმატებით გაიარეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გასაუბრების განრიგს მოგვიანებით გამოაქვეყნებს. კონკრეტული თარიღი სამინისტროს ვებ-გვერდზე ჯერ მითითებული არ არის.

ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნანა დათაშვილმა სერტიფიცირების პირველი ეტაპი 2013 წლის აგვისტოში გაიარა და 90 ქულა მიიღო. მისი თქმით, ტესტირება საშუალო სირთულის იყო, საკუთარი შედეგითაც კმაყოფილია, თუმცა დირექტორად მუშაობის მეტი გამოცდილება რომ ჰქონოდა უკეთეს შედეგს მიიღებდა.

„დაახლოებით ორი კვირა მქონდა იმისთვის, რომ მობილიზება მომეხდინა, ჩამონათვალი გვქონდა რა საკითხებთან დაკავშირებით იქნებოდა ტესტირება. ძირითადად კანონმდებლობა იყო, სასკოლო სიტუაცილების განხილვა და სხვა საკითხები", - ამბობს ნანა დათაშვილი.

ახალციხის პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა მაკა ჯანაშვილმა ტესტირება 2013 წელს ჩააბარა და 101 ქულა მიიღო. მისი თქმით, მეორე ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში კანდიდატები სერტიფიკატებს აიღებენ.

„მაგრამ ჯერ ეს არ ნიშნავს დირექტორობას, უბრალოდ გექნება სერტიფიკატი და ამის მერე დაიწყება მომდევნო ეტაპი, როდესაც სერტიფიცირებულმა დირექტორებმა უნდა შეარჩიონ რამდენიმე სკოლა, იმ სკოლებზე მოამზადონ სტრატეგიული განვითარების გეგმა, სამეურვეო საბჭოს წარუდგენ ამ გეგმას და მერე მოხდება დირექტორის არჩევა“, - განმარტავს მაკა ჯანაშვილი.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საჯარო სკოლის დირექტორები სერტიფიცირების მეორე ეტაპს გადიან
სამცხე-ჯავახეთში დირექტორობის უფლება 23 კანდიდატს აქვს
საჯარო სკოლის დირექტორებისთვის სასერთიფიკაციო გამოცდები ჩატარდება
ახალციხის არაქართულენოვანი სკოლების დირექტორებმა გამოცდა ვერ ჩააბარეს
არაქართულენოვანი სკოლების დირექტორები გამოცდების არათანაბარ პირობებზე საუბრობენ
საჯარო სკოლის დირექტორების მორიგი სერტიფიცირება იწყება
სკოლის დირექტორობის მსურველთა ტესტირება გადაიდო