FM97.5 / LIVE

ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ სოფელ ანდაში ადგილობრივები დააზარალა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 23.05.2018
ახალციხეში, სოფელ ანდაში სეტყვამ ხეხილის ბაღები, მიწის ნაკვეთები და გზა დააზიანა. მოვარდნილმა ნიაღვარმა კი ადგილობრივების სარდაფები დატბორა.

ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ სოფელ ანდაში  ადგილობრივები დააზარალა

ადგილობრივების თქმით, 22 მაისს, დღის მეორე ნახევარში ძლიერი წვიმა თითქმის ნახევარ საათს გაგრძელდა.

„სეტყვაც და წვიმაც ერთდროულად იყო. სოფლის გზა ხრეშით იყო მოსწორებული და მოვარდნილმა ნიაღვარმა მთლიანად წაიღო. სეტყვამ სულ გააფუჭა ჭანჭურები, ტყემლები“, – გვიყვება ადგილობრივი გურამ ბერიძე.

ანდაში ძლიერი ნალექის გამო დაიტბორა ეზოები და სარდაფები.

„სარდაფში რაც მეწყო ყველაფერი წყალში ტივტივებდა. ჭურჭლის ნაწილი გამოვიტანე და გადავარჩინე რომ არ დამტვრეულიყო“, – ამბობს ანდაში მცხოვრები ნინო ივანიძე.

ანდაში მერის წარმომადგენელი დავით ინასარიძე კი აცხადებს, რომ სოფელში წვიმა იყო, თუმცა სეტყვა არ ყოფილა: „არ ვიცი ვინ თქვა, რომ სოფელში სეტყვა იყო. წვიმა იყო, მაგრამ არაფერი დაუზიანებია“.

ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ ანდაში სტიქიით მიყენებულ ზარალს სპეციალურად შექმნილი კომისია შეისწავლის.

შეგახსენებთ, რომ 22 მაისს, უხვმა ნალექმა ახალციხეში კიდევ სამი სოფელი წყალთბილა, სხვილისი და ვალეში ე.წ. მეორე შახტის დასახლება დაზარალდა. ქალაქში კი წვიმისაგან ადიდებულმა ე.წ ღრელის წყლებმა მიქელაძეების სახლი დატბორა.

ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ სოფელ ანდაში  ადგილობრივები დააზარალა

ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ სოფელ ანდაში  ადგილობრივები დააზარალა

ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ სოფელ ანდაში  ადგილობრივები დააზარალა

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ ანდაში სტიქიისგან დაზიანებული გზა აღდგება
ადიდებულმა ხევმა ახალციხეში მიქელაძეების სახლი დატბორა
ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ასპინძის მუნიციპალიტეტი დააზარალა
სოფელ ურაველში სეტყვამ ხეხილი დააზიანა
ვალეში წვიმამ და სეტყვამ ნათესები დააზიანა
დაპირისპირება სოფელ ანდაში – ორი კაცი ნაჯახითაა დაჭრილი
დატბორილია სარდაფები და ავტოფარეხები – ძლიერი წვიმა ახალციხეში [ფოტო]