FM97.5 / LIVE

„ქალები წარსულიდან“ – გამოფენა ახალციხეში

მთავარისაზოგადოება 10.05.2014
9 მაისს, ახალციხეში მცხოვრებლებს, სხვადასხვა ეპოქაში მოღვაწე, ლიდერი ქალები გააცნეს და გენდერულ თანასწორობაზე ისტორიული მაგალითების საფუძველზე იმსჯელეს.

„ქალები წარსულიდან“ – გამოფენა ახალციხეში
„ქალები წარსულიდან“ – ასე ერქვა გამოფენას, რომელიც ახალციხის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ მედიის განვითარების ფონდმა მოაწყო.

გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპონატები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი ქალების, ასევე სხვა ისტორიული პირების (მარიამ გარიყული, ეკატერინე გაბაშვილი, კატო მიქელაძე, ნინო ყიფიანი, ბარბარე ყიფიანი და სხვა) საზოგადოებრივ აქტივობას ასახავდა.

გამოფენა პროექტის – „ლიდერი ქალები პოლიტიკური მმართველობისთვის“– ფარგლებში მოეწყო, რომელსაც მედიის განვითარების ფონდი საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით ახორციელებს.

„პროექტის მიზანია ქალები დაინტერესდნენ პოლიტიკური ცხოვრებით. ეს გამოფენა კი აჩვენებს, რომ ჯერ კიდევ საუკუნის წინ, საქართველოს ამის ძალიან დიდი ტრადიცია ჰქონდა. ჩვენ ამ ისტორიის გამგრძელებლები ვართ“, - ამბობს მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე თამარ კინწურაშვილი.

ლიდერი ქალების წასახალისებლად და აღმოსაჩენად, პროექტში კიდევ ერთი კომპონენტია ჩადებული. მედიის განვითარების ფონდს გამოცხადებული აქვს კონკურსი ბლოგერებისთვის „ჩემი ლიდერი ქალი“.

„გააცანი შენი სოფლის, ქალაქის, რაიონის ლიდერი ქალი მთელ საქართველოს. დაწერე ან გადაიღე ვიდეო ბლოგი - ერთი ლიდერი ქალის შესახებ, რომლის საქმიანობაც ადგილზე ცვლილებებს და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უწყობს ხელს“, – ასეთია კონკურსის პირობა. კონკურსს 20 გამარჯვებული ეყოლება: 10 საუკეთესო ბლოგის ავტორი და 10 ლიდერი ქალი.

„ისტორია არის კარგი საშუალება იმისთვის, რომ საზოგადოება გააქტიურდეს და შეცვალოს გარემო“, – ამბობს თამარ კინწურაშვილი.

მედიის გავითარების პროექტის ფარგლებში გამოიცა წიგნიც სახელწოდებით – „ქალები წარსულიდან“. ნაშრომი მოგვითხორობს რას წერდნენ ქართული გაზეთები ქალებზე და გვაცნობს საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულ უნიკალურ ჩანაწერებს

„წიგნში ასახულია არამარტო ქართველი, არამედ ევროპელი ქალების ისტორია. განსაკუთრებით საინტერესოა ევროპელი მოგზაურის კარლა სერენას ბიოგრაფია, რომელიც ახალციხეშიც იმყოფებოდა და აღწერა რაბათის ისტორია“, – ამბობს თამარ კინწურაშვილი.

„ქალები წარსულიდან“ – გამოფენა ახალციხეში

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთს 3 „ლიდერი ქალი“ ჰყავს
ახალციხეში ქალების პოლიტიკაში ჩართულობაზე იმსჯელეს
ახალციხის გენდერის მედიაცენტრში 'გენდერული საუბრები' გაიმართება
‘ქალები, როგორც ამომრჩევლები’ – დისკუსია ახალციხეში
ახალციხეში ასოციაცია „ქალი და განვითარებამ“ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა
ახალციხეში ქალ პოლიტიკოსებს საარჩევნო კამპანიის წარმოებას ასწავლიან
‘მეტი ქალი პარლამენტში’ – აქცია ახალციხეში