FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთს 3 „ლიდერი ქალი“ ჰყავს

მთავარისაზოგადოება 20.06.2014
„მედიის განვითარების ფონდის“ კონკურსის შედეგად, საქართველოს მასშტაბით გამოვლენილ 10 ლიდერ ქალს შორის, 3 სამცხე–ჯავახეთიდანაა: მარინა მოდებაძე ახალციხიდან, სედა მელქუმიანი ახალქალაქიდან და კარმენ ოვსეპიანი ნინოწმინდიდან.

სამცხე–ჯავახეთს 3 „ლიდერი ქალი“ ჰყავს
„ჩემი ლიდერი ქალი“- ასე ერქვა კონკურსს, რომელიც „მედიის განვითარების ფონდმა“ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მცხოვრები ლიდერი ქალების გამოსავლენად გამოაცხადა. კონკურსის მონაწილეებს უნდა შეექმნათ ბლოგები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ლიდერ ქალებზე, ტექსტის, ვიდეოს ან ფოტოს სახით.

10 გამარჯვებული ავტორი და 10 ლიდერი ქალი „მედიის განვითარების ფონდმა“ 19 ივნისს, თბილისში დააჯილდოვა.

„მედიის განვითარების ფონდში“ ამბობენ, რომ კონკურსის მიზანი დემოკრატიულ მმართველობასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ქალთა ჩართულობის გაზრდა და ლიდერი ქალების გამოვლენა იყო.

„ბავშვობაში მინდოდა ექიმი ვყოფილიყავი, ფაქტობრივად ვარ კიდეც ექიმი, ვეხმარები ყველას, ვისაც ეს სჭირდება, არ აქვს მნიშვნელობა რა კუთხით – ვთვლი, რომ ეს ჩემი მისიაა და ვახორციელებ“, – ამბობს მარინა მოდებაძე, „სამცხე–ჯავახეთის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ თავმჯდომარე, ლიდერი ქალი ახალციხიდან, რომელზეც ბლოგი ნინო ნარიმანიშვილმა მოამზადა.

„სათქმელია რამე – თქვი, ორგანიზებაა საჭირო – გაუკეთე ორგანიზება, მოსათხოვია რამე – მოითხოვე. სხვა ადამიანებს შესაძლებლობების კარი უნდა გაუხსნა, ხოლო ისინი მათ როგორ გამოიყენებენ, ან საერთოდ, გამოიყენებენ თუ არა, ეს მათი არჩევანია. მე ადამიანი ვარ, და არა სიმბოლო, არც ძეგლი, არც პლაკატი. მე შემიძლია მივიღო გადაწყვეტილება და მასზე ვაგო პასუხი“, – ეს ამონარიდია ახალქალაქში მცხოვრები ლიდერი ქალის, სედა მელქუმიანის შესახებ რაფიკ აბაჯიანის მომზადებული ბლოგიდან.

მესამე ლიდერი ქალი ნინოწმინდელი კარმენ ოვსეპიანია. მასზე ბლოგი ასევე ნინოწმინდის მკვიდრმა ნინა მარიკიანმა მოამზადა. ნინაც და კარმენიც 4+1 პროგრამით, თბილისში სწავლობენ. ნინა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, კარმენი კი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.
კარმენი სოფლის სკოლაში, სადაც თვითონ სწავლობდა, ბიოლოგიის დამატებით გაკვეთილებს ატარებს. გარდა პედაგოგიური საქმიანობისა, ის საზოგადოებრივი აქტივობებითაცაა დაკავებული: სკოლის ბავშვებთან ერთად დაასუფთავა სოფლის რვა სასმელი წყლის წყარო, სადაც მოსახლეობა ნაგავს ყრიდა. ამბობს, რომ სწავლის დამთავრების შემდეგ აპირებს დაბრუნდეს სოფელში და თავისი ცოდნა სოფლის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და განვითარებისთვის გამოიყენოს.

გამარჯვებული ლიდერებიც და ავტორებიც, მედიის განვითარების ფონდმა სერტიფიკატებითა და ციფრული ტექნიკით დააჯილდოვა.

[ნინო ნარიმანიშვილი, თბილისი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

„ქალები წარსულიდან“ – გამოფენა ახალციხეში
ახალციხეში ქალების პოლიტიკაში ჩართულობაზე იმსჯელეს
ომბუდსმენი: 'ჩვენ გვჭირდება მეტი ქალი პოლიტიკაში'
ქალი პოლიტიკოსებისა და სტუდენტების დისკუსია სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში
აირჩიე თანასწორობა! – აქცია ქალების მხარდასაჭერად
ახალციხეში ასოციაცია „ქალი და განვითარებამ“ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა
‘მეტი ქალი პარლამენტში’ – აქცია ახალციხეში