FM97.5 / LIVE

ყვავილები, საჩუქრები, კონცერტი და სადილი – ტრადიციული 9 მაისი [Photo]

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.05.2017
დღეს, 9 მაისს, ისევე როგორც ყველა გასულ ამ დღეს, სამცხე–ჯავახეთში ომის ვეტერანები გაიხსენეს – უმღერეს, უცეკვეს, ერთჯერადი ფულადი თანხები ჩაურიცხეს და დღის ბოლოს, საზეიმო სადილზე მიიწვიეს. ჯამში, რეგიონმა, 55 ომის ვეტერანისთვის 17 250 ლარი დახარჯა.

ყვავილები, საჩუქრები, კონცერტი და სადილი – ტრადიციული 9 მაისი [Photo]

ფაშიზმზე გამარჯვების 72–ე წლისთავთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიება, რეგიონის მასშტაბით, ყველა ქალაქში გაიმართა. ტრადიციულად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს საჩუქრები გადასცეს.

ბოლო მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთში 55 ვეტერანი ცხოვრობს: ახალქალაქში – 13, ნინოწმინდაში– 4, ახალციხის თემიში – 10, ქალაქ ახალციხეში – 4, ასპინძაში – 4, ადიგენში – 3, ხოლო ბორჯომში – 17.

ახალციხეში მემორიალთან დღეს მხოლოდ ოთხი ვეტერანი მივიდა, ისინი, ვინც ახალციხეში ცხოვრობენ. მათთვის ადგილობრივმა ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა კონცერტი გამართეს.პროფესიული კოლეჯის "ოპიზარის“ დირექტორმა ვეტერანები სასწავლებელში დამზადებული ტკბილეულით დაასაჩუქრა. ახალციხის მერიამ ვეტერანები საზეიმო სადილზე მიიწვია და თითოეულ მათგანს 200–200 ლარს დაურიცხა.

ყვავილები, საჩუქრები, კონცერტი და სადილი – ტრადიციული 9 მაისი [Photo]
9 მაისის აღნიშვნა ქალაქ ახალციხეში. ფოტო: © სამხრეთის კარიბჭე

ყვავილები, საჩუქრები, კონცერტი და სადილი – ტრადიციული 9 მაისი [Photo]
9 მაისის აღნიშვნა ქალაქ ახალციხეში. ფოტო: © სამხრეთის კარიბჭე

ახალციხის თემმა, წინა წლებისგან განსხვავებით, წელს გადაწყვიტა, ვეტერანებისთვის ფულადი თანხის გარდა საჩუქრებიც გადაეცა და საჩუქრებად თეთრეული და სუნამო შეარჩია. გამგეობისგან 400–400 ლარი, თეთრეული და სუნამო 9 ვეტერანს ერგო.

ყვავილები, საჩუქრები, კონცერტი და სადილი – ტრადიციული 9 მაისი [Photo]
9 მაისის აღნიშვნა ახალციხის თემში. ფოტო: © ახალციხის გამგეობა

ტრადიციულად, წელსაც მოკრძალებული იყო ზეიმიც და ფულადი ჯილდოც ადიგენში. მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ, საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებთან ერთად, გარდაცვლილ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სამ ვეტერანს კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 50–50 ლარი დაურიცხა.

ყვავილები, საჩუქრები, კონცერტი და სადილი – ტრადიციული 9 მაისი [Photo]
9 მაისის აღნიშვნა ადიგენში. ფოტო: © ადიგენის გამგეობა

100–100 ლარით დაასაჩუქრეს ამ დღის აღსანიშნავად ვეტერანები ასპინძაში. აქ 72 წლისთავს მხოლოდ ოთხი ვეტერანი დაესწრო. მათ სუვენირებიც გადასცეს.

ყვავილები, საჩუქრები, კონცერტი და სადილი – ტრადიციული 9 მაისი [Photo]
9 მაისის აღნიშვნა ასპინძაში. ფოტო: © ასპინძის გამგეობა

ყვავილები, საჩუქრები, კონცერტი და სადილი – ტრადიციული 9 მაისი [Photo]
9 მაისის აღნიშვნა ასპინძაში. ფოტო: © ასპინძის გამგეობა

რეგიონის მასშტაბით ყველაზე მეტი, 17 ვეტერანი, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათ 200–200 ლარი დაურიცხა.

ყვავილები, საჩუქრები, კონცერტი და სადილი – ტრადიციული 9 მაისი [Photo]
9 მაისის აღნიშვნა ბორჯომში. ფოტო: © ბორჯომის გამგეობა

გაცილებით მეტი თანხა, 500–500 ლარი ერგოთ ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ვეტერანებს. ახალქალაქში 13 ვეტერანი ცხოვრობს, ნინოწმინდაში კი 4.

ყვავილები, საჩუქრები, კონცერტი და სადილი – ტრადიციული 9 მაისი [Photo]
9 მაისის აღნიშვნა ნინოწმინდაში. ფოტო: © ნინოწმინდის გამგეობა

ყვავილები, საჩუქრები, კონცერტი და სადილი – ტრადიციული 9 მაისი [Photo]
9 მაისის აღნიშვნა ნინოწმინდაში. ფოტო: © ნინოწმინდის გამგეობა

ყვავილები, საჩუქრები, კონცერტი და სადილი – ტრადიციული 9 მაისი [Photo]
9 მაისის აღნიშვნა ახალქალაქში. ფოტო: © ჯეინიუსი

შეგახსენებთ, რომ სამცხე-ჯავახეთიდან სამამულო ომში 44.730 ადამიანი წავიდა, 6 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა, 400-ზე მეტი ორდენებითა და მედლებით დაჯილდოვდა. 18.302 უკან აღარ დაბრუნებულა.

[sknews.ge]

24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ფაშიზმზე გამარჯვების დღე ბორჯომში
'ახალციხელობის' აღნიშვნა წმინდა მარინეს ეკლესიაში საზეიმო წირვით დაიწყო [ფოტო]
ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავი აღნიშნეს
ახალციხეში 26 მაისის აღსანიშნავად ემზადებიან [photo]
ფაშიზმზე გამარჯვების დღე ახალციხეში [ფოტო/ვიდეო]
ახალციხეში 26 მაისის ღონისძიება უამინდობის გამო შეწყდა
რა დაჯდა ახალციხეში 9 აპრილის აღნიშვნა