FM97.5 / LIVE

სამწლიანი ლოდინის შემდეგ, 78 წლის მაჰმუდ გოვჰაროვი ოჯახთან დაბრუნდა

მთავარისაზოგადოება 29.01.2014
სამწლიანი ლოდინის შემდეგ, ახალციხეში მცხოვრები აზერბაიჯანის მოქალაქე, რეპატრირებული მესხი მაჰმუდ გოვჰაროვი, რომელიც აზერბაიჯანში სამკურნალოდ წავიდა, უკან კი აღარ შემოუშვეს, საქართველოში დაბრუნდა.

სამწლიანი ლოდინის შემდეგ, 78 წლის მაჰმუდ გოვჰაროვი ოჯახთან დაბრუნდა
78 წლის მაჰმუდ გოვჰაროვი ოჯახთან ერთად საქართველოში 2009 წელს დაბრუნდა. 2011 წლის 29 თებერვალს აზერბაიჯანში სამკურნალოდ წავიდა, საქართველოში იმავე წლის 17 მარტს უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა საზღვრის გადმოკვეთის უფლება აღარ მისცეს. გოვჰაროვმა საქართველოში დაბრუნება ამის შემდეგაც რამდენჯერმე სცადა, თუმცა, უშედეგოდ.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტის“ ხელმძღვანელის ცირა მესხიშვილის თქმით, მაჰმუდ გოვჰაროვის საქართველოში დაბრუნების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს ოფიციალურად მიწერეს.

2012 წლის 14 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებულ წერილში ნათქვამია, რომ „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის 14-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის (საქართველოში მისი ყოფნა საფრთხეს შუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს და უშიშროებას, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრებ პირთა ჯანმრთელობას, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას) თანახმად მაჰმუდ გოვჰაროვს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა აკრძალული აქვს.

„გამოხმაურებები იყო ძალიან არაადექვატური, რომ ეს კაცი ყალბი დოლარების საქმეებში იყო დასახელებული. ეს რა თქმა უნდა სიმართლეს არ შეესაბამებოდა და საბოლოოდ არც დამტკიცდა“, - ამბობს ცირა მესხიშვილი და ამატებს, რომ საბოლოოდ სახელმწიფომ მისი დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამინისტრო: სახმელეთო და საზღვაო გზებით საქართველოში 6747 მოქალაქე დაბრუნდა
დღეიდან საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა აიკრძალა
ქართველმა მესაზღვრეებმა რუსი ბაიკერები საქართველოში არ შემოუშვეს
სომეხ მეცნიერს საქართველოში შემოსვლასა და დარჩენაზე უარი ეთქვა
”ტოლერანტის” ანგარიში საზოგადოებას
კორონავირუსით ინფიცირებული 44 წლის კაცი გამოჯანმრთელდა
საქართველოს პატრიარქი საქართველოში 20 თებერვალს დაბრუნდება