FM97.5 / LIVE

ახალციხეში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მთავარიეკონომიკა 17.04.2014
ერთი კვირაა, რაც ახალციხის ცენტრალურ და შიდა გზებზე ასფალტის საფარის აღდგენა მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "ოცხე" ასრულებს.

ახალციხეში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ახალციხის ცენტრალურ და შიდა გზებზე ასფალტის საფარი რამდენიმე თვეა დაზიანებულია. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ქალაქში გზების რეაბილიტაცია გასულ კვირას დაიწყო.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ პირველ ეტაპზე გზებზე მხოლოდ დიდი ორმოები ამოივსება, შემდეგ კი პატარა ორმოებიც. სამუშაოები სავარაუდოდ კვირის ბოლომდე დასრულდება.

გზებზე საფარის აღდგენას 2014 წლის 31 იანვრის ჩათვლით, ტენდერში გამარჯვებული შპს „ოცხე“ უზრუნველყოფს. სამუშაოებისთვის 99.469 ლარია გამოყოფილი. ამავე ფირმას ევალება მუნიციპალიტეტში შემავალი საავტომობილო გზების ზამთრის პერიოდში გზების გაწმენდა და მარილის მოყრა.

"კოსტავას ქუჩაზე სამუშაოები უკვე დავასრულეთ, ამ ეტაპზე 9 აპრილის ქუჩაზე ვმუშაობთ. შემდეგ გადავალთ მეორეხარისხოვან ქუჩებზე. გამგეობის მითითებით ვაკეთებთ და სამუშაოებს ოპერატიულად ვასრულებთ", - ამბობს შპს „ოცხეს“ მთავარი ინჟინერი იური მელიქიძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის დროებით მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ ჟუჟუნაძის განმარტებით, ქალაქის ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოებს გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზედამხედველობის, ბუნებრივი რესურსების დაცვისა და გამწვანების სამსახურის თანამშრომლები დეტალურად ამოწმებენ.

უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს ცენტრალური გზების დახაზვაც, თუმცა მანამდე ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, სამუშაოების ჩასატარებლად და გამარჯვებული ფირმის გამოსავლენად, ტენდერი უნდა გამოაცხადოს.

მალხაზ ჟუჟუნაძის თქმით, ამისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული აქვთ.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
2016 წელს ქალაქის შიდა გზებისთვის 178.490 ლარია გათვალისწინებული
ახალციხეში გზების ორმული შეკეთება დროებით შეჩერდა
დაზიანებული ქუჩების აღდგენა დაიწყო
ახალციხეში გზების  ორმული შეკეთება დაიწყო
ზიკილიაში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ახალციხის მერია ქალაქში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო