FM97.5 / LIVE

'იამკებს' ხრეშით ამოავსებენ და ჰგონიათ, რომ საქმე გაკეთდა'

მთავარისაზოგადოება 05.02.2014
ახალციხის ცენტრალურ ქუჩებზე დაზიანებული ასფალტის საფარის გამო ტრანსპორტს მოძრაობა უჭირს, თვითმმართველობაში კი ამბობენ, რომ გზა კაპიტალურ შეკეთებას არ საჭიროებს.

'იამკებს' ხრეშით ამოავსებენ და ჰგონიათ, რომ საქმე გაკეთდა'
ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ასფალტის საფარი ზოგან ნაწილობრივ, ზოგან კი მთლიანად დაზიანებულია. მძღოლები ამბობენ, რომ მომრავლებული ორმოების გამო მანქანებს მოძრაობა უჭირს და ხშირად ზიანდება კიდეც, მაგალითად საბურავები. გარდა ამისა, ამოტეხილი გზა ხშირად მოძრაობასაც აფერხებს და საცობებს ქმნის.

„გზები ძალიან გაფუჭდა, ზოგან იმხელა ორმოებია, რომ ან ნელა უნდა გადაიარო, რაც საცობებს იწვევს, ან საპირისპირო მხარეს წახვიდე. ასე კი ავარიული სიტუაცია იქმნება“, - ამბობს მერაბ კურტანიძე.

როგორც მძღოლები ამბობენ განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობაა 9 აპრილისა და კოსტავას ქუჩებზეა, ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე.

„იამკებს“ ხრეშით ამოავსებენ და ჰგონიათ, რომ საქმე გაკეთდა. ქალაქის ცენტრალურ გზა მთლიანად გასაკეთებელია“, - ამბობენ ტაქსის მძღოლები.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ირწმუნებიან, რომ ქალაქის ცენტრალური გზები იმ დონეზე არ არის დაზიანებული, რომ ავტომობილებს გადაადგილება გაუჭირდეთ. რაც შეეხება დაზიანებულ მონაკვეთებს, შპს „ოცხე“, რომელსაც გზების მოვლა-პატრონობა ევალება, ასფალტზე გაჩენილ ორმოებს პერიოდულად ავსებს.
„ამ ეტაპზე ქალაქის ცენტრალური გზები ნორმალურ მდგომარეობაშია. რამდენიმე ადგილას არის ორმულები, რომელსაც დათბობისთანავე ამოვავსებთ“, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ბლიაძე.

მისივე თქმით, გზებზე მთლიანი ასფალტის საფარის შეცვლა ამ ეტაპზე არ იგეგმება.

„გზა პირველ რიგში იქ გაკეთდება, სადაც საერთოდ არ არის ასფალტი. ამის მერე ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები“,- ამბობს ბესიკ ბლიაძე.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დაზიანებული ქუჩების აღდგენა დაიწყო
ახალციხელ მძღოლებს ‘ორმოებთან’ ბრძოლა, გაზაფხულამდე მოუწევთ
ახალციხის შიდა ქუჩებზე ტრანსპორტს მოძრაობა უჭირს
ახალციხეში ნაზამთრალი გზების დროებით შეკეთებას იწყებენ
ახალციხის მერია: ‘გზებზე ორმოების შეკეთება წვიმების გამო ვერ მოესწრო’
დიდთოვლობას მესხეთში სერიოზული პრობლემები არ გამოუწვევია
ახალციხის ქუჩებში ორმოები ისევ პრობლემაა